fbpx

ტეგები: , , , , , , , , , ,

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი რისკ -ფაქტორი!

სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა,  მამაკაცი შესაძლოა მიიყვანოს უნაყოფობამდე. მწვავე ურეთრიტი არ იწვევს უშვილობას, მხოლოდ ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებს (მაგ. როგორიცაა გონორეა) შეუძლიათ გამოიწვიონ ურეთრის სტრიქტურა, ორქოეპიდიდიმიტი და საბოლოოდ უნაყოფობა.

ქლამიდია  შესაძლოა გადავიდეს სქესობრივ პარტნიორზე, როგორც ნებისმიერი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. სქესობრივ პარტნიორში, (ქალებში) ამ მიკროორგანიზმებმა შესაძლოა გამოიწვიონ, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები და ფალოპის მილების ობსტრუქცია.

ურეაპლაზმა – გავლენას ახდენს სპერმატოზოიდებზე (ამცირებს მათ მოძრაობას და არღვევს დნმ-ს).

ტრიქომონას ყველაზე მინიმალური გავლენა აქვს მამაკაცის უნაყოფობაზე (სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან შედარებით).

მნიშვნელოვანია ისეთი ვირუსული ინფექციების გამოკვლევა, როგორიცაა – პაპილომა ვირუსი და – მარტივი ჰერპესი, რომელთა მოქმედებაც, მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე ზუსტად განსაზღვრული არ არის.

ნებისმიერი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ზრდის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირების რისკს, რომელიც იმუნოდეფიციტის გაღრმავების პარალელურად, პროგრესულად აუარესებს სპერმატოგენეზს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (ს.გ.გ.ი) გამოვლენის ან ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია წყვილმა რეკომენდაცია მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმისაგან.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: