fbpx

ტეგები: , , , ,

10 რისკ-ფაქტორი, რომელიც სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის


სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, თუმცა შეგვიძლია გავითვალისწინოთ ის რისკ-ფაქტორები, რომელიც ძუძუს კიბოს განვითერების ალბათობას ზრდის.

  • არაბუნებრივი მშობიარობა
  • პირველი მშობიარობა დაგვიანებულ ასაკში 
  • ხანმოკლე ლაქტაცია
  • კონტრაცეპტივების მიღება
  • ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი
  • თამბაქოს მოხმარება
  • ჭარბი წონა
  • მენსტრუაციის ნაადრევი და დაგვიანებული დაწყება
  • მამოგრაფიულად მაღალი სიმკვრივის ძუძუ
  • ხშირი რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში

ხშირად სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი მოულოდნელი ან ყოველთვიური თვითგასინჯვისას გამოვლინდება. მართალია, წარმონაქმნთა დიდი ნაწილი არ არის სიმსივნური, მაგრამ აშკარად სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებას წარმოადგენს. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის განვითარებასთან ერთად ცვლილებები ყოველთვის იჩენს თავს. მათზე ზემოქმედებას ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური ჰორმონული ცვლილებები ახდენს. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნს საფუძვლად შეიძლება ედოს სარძევე ჯირკვლის კიბო, ცისტა, ფიბროადენომა, ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი, ჰამარტომა – სარძევე ჯირკვლის არაავთვისებიანი სიმსივნე, დაზიანება ან ტრავმა, ინტრადუქტური პაპილომა – არაავთვისებიანი, მეჭეჭისებრი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვლის სადინარში, ლიპომა, მასტიტი.

 ძუძუს ხელით გასინჯვისას  შემჩნეული კვანძის დროს,  უნდა მიმართოთ მამოლოგს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ იმ სირთულეებს, რაც შესაძლოა მოყვეს  გადიდებულ ჯირკვალს შემდეგში.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • Elga Abramashvili :

    Gamarjobat, var 23 wlis da mkerdshi marjvena mxares maqvs jirkvlebi, da drodadro mkerdis wva da tkivili, ras mirchevt? 🙁

  • elga :

    Gamarjobat, 23 wlis var da mkerdshi marjvniv maqvs jirkvlebi, 🙁 drodadro maqvs mkerdis tkivilic, ras mirchevt?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ მამოლოგს. დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@mmt.ge

  • elga :

    Me agmovachine mkerdshi marjvena mxares rom maqvs jirkvlebi sakmao raodenobis, mkerdis tkivilic maqvs drodadro. …ras mirchevt

  • elga :

    Gamarjobat, var 23 wlis, da mkerdshi marjvniv maqvs jirkvlebi, ukve sakmaod raodenobis, tkivilebic maqvs shigadashig mkerdis, ras mirchevt? Magnitos mtliani sxeulis tu ragavaketo

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ელგა, პირველ რიგში სასურველია მიმართოთ მამოლოგს , რომელიც შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო კვლევებს, ემ ემტე ჰოსპიტალში მკურნალობენ, როგორც ამლულატორიულად ასევე ოპერაციულად მკერდის პათოლოგიებს ,დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი,გვყავს საკმაოდ კვალიფიცირებული დაცნობილი მამოლოგი სოსო სანიკიძე. https://mmt.ge/archives/doctor/307

შეიძინე სამედიცინო სერვისები წინასწარ და მიიღე 50% მდე ფასდაკლება! Dismiss