ონკოუროლოგი

ტეგები: , ,

ონკოუროლოგი

ონკოუროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც მკურნალობს უროლოგიურ სიმსივნეს. ონკოუროლოგის  კომპეტენციაში შედის: თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის, ასოს, შარდსადენის სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა. ონკოუროლოგია იყენებს მკურნალობის ჰორმონულ, ქიმიურ, სხივურ მეთოდებს და რადიკალურ ოპერაციულ მკურნალობას. მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, განვითარების სტადიაზე, პაციენტის მდგომარეობაზე. სწორი ტაქტიკის შერჩევა ონკოუროლოგის მაღალ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ მკურნალობის სწორი ტაქტიკა და ონკოუროლოგის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს დაავადების გამოსავალს და პაციენტის სიცოცხლის ხარისხს კლინიკიდან გაწერის შემდეგ.

MMT ჰოსპიტალში ტარდება მსოფლიო სტანდარტების ურთულესი ონკოუროლოგიური ოპერაციები. ამ ოპერაციებს ატარებს მსოფლიოში ცნობილი ონკოუროლოგი, დიდი გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების მქონე ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გურამ ქარაზანაშვილი.

მის ბიოგრაფიასა და გამოცდილებათა ნუსხას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:  გურამ ქარაზანაშვილი

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალს! MMT ჰოსპიტალი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი!

თუ ონკოუროლოგის კონსულტაცია გჭირდებათ, MMT ჰოსპიტალი საუკეთესო არჩევანია!

დარეკეთ: 2 23 40 23 ან მობრძანდით: ლუბლიანას 5, მე-9 სართული

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ანონიმური :

    შეიძლება თუ არა განიკურნოს პროსტატის მესამე სტადია

    • mmthospital :

      მოგესალმებით, პროსტატის სიმსივნეს ვმკურნალობთ მულტიმოდალურად, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

  • ნინო კვიკვინია :

    შეიძლება თუ არა ოპერაციით ან ოპერაციის გარეშე განიკურნოს პროსტატის მესამე სტადია

  • ნინო კვიკვინია :

    ჩემ ნათესავს აქვს პროსტატას კიბო მესამე სტადია.არსებობს თუ არა ამის განკურნების საშუალებ

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნინო, პროსტატის სიმსივნეს ვმკურნალობთ მულტიმოდალურად, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23