ინოვაციური ოპერაცია – ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა არის უმაღლესი პროფესიონალიზმის და შემოქმედებითი აზროვნების მაჩვენებელი

2018 წლის ზაფხულში პროფესორ ქარაზანაშვილის მიერ ჩატარებულმა ურთულესმა ოპერაციამ, რომლის ვიდეოჩანაწერიც წარდგენილი იქნა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე, ამერიკელი კოლეგების დიდი ინტერესი დაიმსახურა და მიჩნეული იქნა ინოვაციურ ტექნიკად მსოფლიოს უროლოგიური საზოგადოებისათვის.

მაშინ, როცა წარმატებული ქართველი ქირურგი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისაგან იღებდა მილოცვებს, აღმოჩნდა, რომ ქართველ უროლოგთა გარკვეულ ჯგუფს ვერ გაუგია, რა სიახლეზე იყო საუბარი ქარაზანაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციის ტექნიკაში და გულსწყრომაც კი გამოხატეს თავიანთი კოლეგის “დაუმსახურებელი” აღიარების გამო.

გადავწყვიტეთ, საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ის ინფორმაცია, რაც ქარაზანაშვილის ინოვაციის შესახებ დაიბეჭდა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ჟურნალში “უროლოგია”:

 

პერიტონეუმის, ნერვების და პროსტატის მწვერვალის დამზოგველი ექსტრაპერიტონეული რადიკალური ცისტოპროსტატექტომია და ექსტრაპერიტონეული ორთოტოპული ახალი შარდის ბუშტის ფორმირება.

შესავალი:

პერიტონეუმის შენახვა რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის დროს და ორთოტოპული შარდის ბუშტის ექსტრაპერიტონიზაცია, ზოგიერთი პუბლიკაციის მიხედვით, გვთავაზობს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირებას, ადრეულ რეაბილიტაციას და ნაკლებ ნაწლავთან ასოცირებულ გართულებებს. პოსტოპერაციული შარდის შეუკავებლობა და იმპოტენცია წარმოადგენენ მნიშვნელოვან, სიცოცხლის ხარისხის შემამცირებელ ფაქტორებს. სტანდარტული ნერვშემნახველ ტექნიკას, რომელიც ფართოდ გამოიყენება რადიკალური პროსტატექტომიის და ცისტექტომიის დროს, ყოველთვის ვერ მივყავართ ერექციული ფუნქციის შენარჩუნებასთან, მაშინ როდესაც სიცოცხლის ხარისხი წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორს, რომელიც ზემოქმედებს პოსტოპერაციულ გადარჩენადობაზე. შესაბამისად, რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის ტექნიკა, საჭიროებს დახვეწას. ჩვენი მიზანი იყო რამოდენიმე, მოდიფიცირებული, ქსოვილთა დამზოგველი ქირურგიული ტექნიკის ერთ ქირურგიულ პროცედურაში გაერთიანება, რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის დროს. ეს მიზნად ისახავდა შეემცირებინა პოსტოპერაციული ნაწლავისმხრივი გართულებების სიხშირე, გაეუმჯობესებინა პოსტოპერაციული შარდის შეკავების უნარი და ერექციის ფუნქცია.

მეთოდები:

ვიდეო წარმოადგენს ქირურგიულ პროცედურას 58 წლის მამაკაცისა, შარდის ბუშტის კიბოთი ინვაზიით კუნთოვან შრეში, სიმსივნის ლიკალიზაციით შარდის ბუშტის გვერდით კედელზე. მამაკაცი სექსუალურად აქტიურია და სურს ერექციის შენარჩუნება. იგი ძიერ მოტივირებულია ჩაუტარდეს დერივაცია ორთოტოპული შარდის ბუშტის ფორმირებით.

შედეგები:

რეტროგრადული რადიკალური ცისტოპროსტატექტომიისას მიზნად ვისახავდით მაქსიმალურად დაგვეზოგა პერიტონეუმის ქსოვილი, რომელიც ფარავს შარდის ბუშტის უკანა კედელს. დორსალური ვენური კომპლექსის ანატომიური გადაკვეთის შემდეგ, ჩაიკვეთა პროსტატის ფასცია შეძლებისდაგვარად ვენტრალურად, რათა დაგვეზოგა პროსტატის ფასციის ის ნაწილის, რომელიც შეიცავს ნერვ-სისხლძარღვოვან კონებს და მის განშტოებებს. ეს ასევე დაგვეხმარა  შეგვენარჩუნებინა პროსტატის აპექსის ძალიან თხელი ნაწილი. ნეიროვასკულური კონების და მათი განშტოებების შესანარჩუნებლად, მაქსიმალურად იზოგებოდა აღნიშნული კონის გარემომცველი ქსოვილები. ფრთხილი ქირურგიული დისსექცია მიმდინარეობდა შეძლებისდაგვარად შორს ნეიროვასკულური კონებისგან, პირდაპირი ვიზუალური კონტროლის ქვეშ და ზუსტად სათესლე ბუშტუკების ზედაპირზე. პერიტონიუმის ღრუ რჩება დახურული რადიკალური ცისტექტომიის დასრულებამდე. შეიქმნა ორთოტოპული შარდის ბუშტი და ჩატარდა მისი სრული ექსტრაპერიტონიზაცია. პერიტონიუმის ღრუ დაიხურა თითქმის ჰერმეტულად.

დასკვნა:

რამოდენიმე, მოდიფცირებული, დამზოგველი ქირურგიული ტექნიკის ერთდროული გამოყენება რადიკალურის ცისტოპროსტატექტომიის დროს, მიღწევადია. ამას შეუძლია განაპირობოს პაციენტთა უკეთესი გადარჩენადობა ცისტოპროსტატექტომიის შემდგომ, რაც მიიღწევა პოსტოპერაციული ნაწლავისმიერი გართულებების შემცირებითა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებით, უკეთესი ერექციული ფუნქციის და შარდის შეკავების უნარის გაუმჯობესების გზით.

 

თუ კიდევ გაუგებარი დარჩა რამე ქართველი კოლეგებისათვის, აქვე მოვიშველიებთ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის, ასევე წარმატებული ქართველი ექიმის, ზაალ კოკაიას შეფასებას ქარაზანაშვილის ინოვაციაზე:

“არსებული მეთოდების გაერთიანება და ახლებური მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, შესაძლოა იყოს ინოვაციური და იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ცალკეული მეთოდი ინდივიდუალურად. ესააა თანამედროვე მედიცინის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება. ამ გზით პატენტების მიღებაც კი არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ სიახლეს და ინოვაციურობას გულისხმობს! ამ შესაძლებლობის დანახვა, ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა არის უმაღლესი პროფესიონალიზმის და შემოქმედებითი აზროვნების მაჩვენებელი!”

საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაცია უსურვებს ქართველ კოლეგებს შემოქმედებით აზროვნებას და წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე!

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: