ტეგები: , , , , , , , , , , ,

თირკმლის მეტასტაზირებული კიბოს მკურნალობისას ქირურგიული ჩარევა აღარ არის მკურნალობის ერთადერთი სტანდარტი

რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო კვლევის შედეგად იქნა შეთავაზებული ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებისათვის და რომელიც გულისხმობს შორს წასული თირკმლის კიბოს მკურნალობისას პაციენტთა სელექციას მკურნალობის მეთოდის შესარჩევად და არა ერთმნიშვნელოვნად ქირურგიული ჩარევის გამოყენებას, MMT ჰოსპიტალში უკვე კარგა ხანია დანერგილია.

გაგაცნობთ ამ საერთაშორისო კვლევის მიმოხილვას:

 

ჩიკაგო – შემუშავებულია უფრო უმტკივნეულო, ნაკლებინვაზიური პრაქტიკა თირკმლის პროგრესირებადი კიბოს სამკურნალოდ – კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზაში ჩატარებული კვლევების თანახმად, თირკმლის კიბოს მქონე პაციენტები აღარ საჭიროებენ დაზიანებული თირკმლის ქირურგიულად ამოკვეთას.

„ციტორედუქციული ნეფრექტომია უკვე აღარ ითვლება სამედიცინო დახმარების სტანდარტად თირკმლის მეტასტაზირებული კარცინომის დროს“ – ამბობს ჩატარებული კვლევის ავტორი, მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის ჟორჟ პომპიდუს ევროპული ჰოსპიტლიდან – არნო მეჟანი.

პაციენტებს ახლა შეიძლება ჩაუტარდეთ მხოლოდ სისტემური მკურნალობა, კერძოდ კი მიზნობრივი თერაპია სუნიტინიბით (Sutent, Pfizer). ამის თქმის საფუძველს იძლევა ნეფრექტომიის ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარებული საერთაშორისო კვლევა (CARMENA)“.

დაბალი და საშუალო რისკის მქონე 450 პაციენტში ჩატარებულმა რანდომიზებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც მხოლოდ სუნიტინიბით მკურნალობდნენ, საშუალო გადარჩენადობა არ იყო უფრო დაბალი მათთან შედარებით, ვისაც ჯერ ოპერაციას უტარებდნენ და შემდეგ სუნიტინიბს აძლევდნენ (18,4 თვე 13,9 თვის წინააღმდეგ).

კვლევის შედეგები წარდგენილი იქნა ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების  (ASCO) 2018 წლის სხდომაზე და ამავდროულად გამოქვეყნდა ჟურნალში New England Journal of Medicine (NEJM).

ახალმა კვლევამ „ამოატრიალა არსებული პარადიგმა“ თირკმლის კიბოს მკურნალობაში, აღნიშნა ASCO-ს ექსპერტმა ქალაქ ჰოუპის კიბოს ცენტრიდან, მედიცინის დოქტორმა, მონტი პალმა. იგი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა, რომელიც აღნიშნული კვლევის განხილვას მიეძღვნა.

მეცნიერმა განმარტა, რომ მკურნალობის მიზნობრივმა მეთოდებმა, როგორიც არის სუნიტინიბი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აღნიშნული პაციენტების გადარჩენადობა ბოლო ათწლეულებში, მაგრამ ონკოლოგები დღემდე ამჯობინებდნენ ქირურგიული ჩარევის გზით დაზიანებული თირკმლის ამოკვეთას, ვინაიდან „თითქოსდა ეს მიდგომა უკეთესი იყო“.

 

თუმცა ასეთი აღქმა და ეს პრაქტიკა ძირითადად რეტროსპეტციულ ნაციონალურ საარქივო კვლევებს ეყრდნობოდა, რომლებსაც „არ გააჩნიათ დადასტურების მაღალი მაჩვენებელი“ – აღნიშნა პალმა.

 

ყველა არ ეთანხმება

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ კვლევის ახალი შედეგები უფრო ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს.

NEJM-ის სარედაქციო სტატიაში, რომელიც კვლევის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა, ნიუ-იორკის სლოუნ კეტერინგის მემორიალის კიბოს ცენტრის ექიმებმა, მედიცინის დოქტორებმა რობერტ მოტცერმა და პოლ რუსომ აღნიშნეს: „გასაკვირი არ არის, რომ ასეთი შედეგი მიიღეს, რადგან აღნიშნული კვლევა  (CARMENA) ძირითადად დაბალი რისკის პაციენტებზე ჩატარდა“. საკვლევ პაციენტთა 43% დაავადების დაბალი რისკის მქონე იყო.

მათ განმარტეს, რომ დაბალი რისკის მქონე პაციენტები ნაკლებად ღებულობენ სარგებელს ქირურგიული ჩარევისგან (პირიქით, ზარალდებიან კიდეც მისგან), რადგანაც ინვაზიური პროცედურისა და პოტენციური გართულებების წინააღმდეგ ნაკლებად გამძლენი არიან.

მართლაც არ იყო ოპერაცია სასარგებლო ჩარევა დაბალი რისკის მქონ პაციენტებისთვის – აღნიშნა საკითხის განხილვისას ფილადელფიის პენსილვანიის უნივერსიტეტის აბრამსონის კიბოს ცენტრის მედიცინის დოქტორმა ნაომი ჰაასმა, რომელსაც კომენტარისთვის მიმართეს.

 

„შრომისუნარიანობის დაბალი სტატუსის მქონე პაციენტებისთვის ქირურგიული ჩარევით თუ მის გარეშე ერთნაირი შედეგი გვქონდა, მაგრამ საშუალო რისკის პაციენტები უკეთ უმკლავდებოდნენ პრობლემას სუნიტინიბით, ვიდრე ჯერ ქირურგიული ჩარევით“  – აღნიშნა მან.

ჯგუფში, რომელსაც ჩაუტარდა მკურნალობა – ქირურგია პლუს სუნიტინიბი,  იყო უფრო მაღალი პროცენტი T3 და T4 სტადიის სიმსივნეებისა, ვიდრე ჯგუფში, რომელსაც მხოლოდ სუნიტინიბით მკურნალობდნენ (70,1%  51,0%-ის წინააღმდეგ), „რაც ასევე მოახდენდა გავლენას ქირურგიის შედეგებზე“ – განაცხადეს რედაქტორებმა.

შედეგების ინტერპრეტაციას ართულებს ზოგიერთი ანომალიები საცდელ ჯგუფში – ამბობენ ისინი.

მაგალითად, ჯგუფში – ქირურგია პლუს სუნიტინიბი – 40 პაციენტი (17%) არ იღებდა ამ პრეპარატს, ხოლო 16%-ს არ ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მხოლდო სუნიტინიბის ჯგუფში 11-მა პაციენტმა (4,9%) არ მიიღო პრეპარატი, 38-ს (17%) კი მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუნიტინიბის ჯგუფის პაციენტებს დამატებითი მკურნალობით (ანუ ქირურგიული ჩარევით) მეტი ბიძგი მიეცათ, ხოლო ოპრაცია პლუს სუნიტინიბის ჯგუფის პაციენტებს დანაკლისი ჰქონდათ მკურნალობაში იმის გამო, რომ პაცეინტები არ იღებდნენ პრეპარატს.

 

რედაქტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კვლევა CARMENA „არ უნდა გახდეს ნეფრექტომიაზე უარის თქმის საფუძველი, არამედ უნდა მოხდეს პაციენტების სწორი შერჩევა რისკის დონის გათვალისწინებით“.

 

ქირურგიული ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პაციენტის რისკის ფაქტორებზე და მათ განხილვაზე. ამ ფაქტორებს განეკუთვნება პირველადი სისმსივნის რეზექცირებადობა,  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა დაავადებების არსებობა.

 

გარდა ამისა, რედაქტორები ამტკიცებენ, რომ გონივრული იქნებოდა სისტემურ თერაპიაზე უარის თქმა იმ პაციენტებში, რომელთაც რომელთაც აქვთ შემოფარგლული ან ნელა მზარდი მეტასტაზური დაავადება ოპერაციის შემდეგ. თუკი მომავალში გამოვლინდება შორეული მეტასტაზები, შეიძლება დაწყებულ იქნას სისტემური თერაპია.

 

კვლევის ავტორები კი ეწინააღმდეგებიან ზოგიერთ ამ მოსაზრებას.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები არ არის „განზოგადებული“ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ დაბალი შრომისუნარიანობა, მინიმალური პირველადი სიმსივნე და დიდი მოცულობის მეტასტაზური დაავადება. ამ პაციენტებს არ უტარდებათ ქირურგიული ჩარევა.

ავტორის თქმით, ნეფრექტომიამ შესაძლოა ითამაშოს გადამწყვეტი როლი მეტასტაზური კიბოს მქონე ზოგიერთი პაციენტის სემთხვევაში. არ არსებობს ერთიანი მიდგომა – წერენ ისინი.

ჯგუფი ასევე აღნიშნავს რომ არ არსებობს მონაცემები ნეფრექტომიის გამოყენების შესახებ საკონტროლო არეში იმუნოთერაპიის გამოყენების წინ.

ამის მიუხედავად, ASCO-ს ექსპერტი – პალი აღნიშნავს, რომ კომბინაცია nivolumab და ipilimumab იმუნოთერაპია ამ სიტუაციაში გამართლებულია. „შესაძლოა ჩვენ მოგვიწიოს უკან დაბრუნება  ამ ახალ პრეპარატებთან ერთად ნეფრექტომიის ეფექტურობის შესაფასებლად“ – თქვა მან.

 

სხვა ექსპერტი დაეთანხმა

„კვლევის დასკვნა მეტად ხელსაყრელია, რადგან იგი გზას უკვალავს ანალოგიურ კვლევას  იმის გასარკვევად, სასარგებლოა თუ არა ციტორედუქტიული ნეფრექტომია საკონტროლო წერტილის იმუნოთერაპიის დროს“ – თქვა ჰაასმა.

 

კვლევა დააფინანსეს  Pfizer и PHRC-მა (საფრანგეთის სამთავრობო გრანტები კლინიკური კვლევებისათვის). მეჟანს და კვლევის სხვა ავტორებს აქვთ ფინანსური კავშირები წარმოებასთან, მათ შორის Pfizer-თან.

 

ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების  (ASCO) 2018 წლის 3 ივლისის შეკრება

 

 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: