თირკმლის კისტა

ტეგები: , ,

თირკმლის კისტა

თირკმლის კისტა ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება ექოსკოპიური გამოკვლევისას.

კისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სტატისტიკის მიხედვით თირკმლის პარენქიმის დამაზიანებელი წარმონაქმნებიდან კისტის წილად 65-70 % მოდის. პათოლოგია ქალებთან უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც ესტროგენების დამცველობით ეფექტსა და ანდროგენების სიმცირეს უკავშირდება. ამ მიზეზით, მენოპაუზის პერიოდში დაავადების გავრცელების სტატისტიკა ქალებთან, რამდენადმე უთანაბრდება მამაკაცებთან თირკმლის კისტის არსებულ მაჩვენებელს.

თირკმლის კისტა შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. მისი ფორმირება ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება. კისტის განვითარება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კისტებს.

არსებობს ორივე თირკმლის კისტა და წარმონაქმნი ერთ ორგანოში – მარცხენა ან მაჯვენა თირკმლის კისტა. მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ კისტებს (ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს).

ცალკე გამოყოფენ მულტიკისტოზურ და ღრუბლისებრ თირკმელს. პირველ შემთხვევაში თირკმლის მთელი პარენქიმა წვრილი კისტებითაა დაზიანებული, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. შედეგად ძალიან მალე ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

 

ღრუბლისებრი თირკმლის შემთხვევაშიც მრავლობითი კისტებია წარმოდგენილი ორგანოში, ოღონდ ისინი შემკრებ მილაკებთანაა ძირითადად ლოკალიზებული. ეს პათოლოგია თანდაყოლილი მდგომარეობაა. ასეთი პაციენტები (ბავშვები) საჭიროებენ დროულ ჰემოდიალიზს თირკმლის უკმარისობის სწრაფად პროგრესირების გამო.

კისტის განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• მემკვიდრული ფაქტორი;
• ქრონიკული დაავადებები;
• გადატანილი ინფექციები;
• თირკმლის ტრავმა და გადაციება.

 

რა ახასიათებს თირკმლის კისტას
კისტა ხშირად დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას. როდესაც კისტა მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, მაშინ ვლინდება:

• ტკივილი წელის არეში;
• დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მომატება –თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
• თირკმელებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

თირკმლის კისტის ერთ-ერთი სადიაგნოზო სიმპტომია შარდში სისხლის პერიოდულად ან მუდმივად გამოჩენა. შეიძლება გამოხატული იყოს მაკროჰემატურია (ამ დროს შარდი ვიზუალურად წითელი ფერისაა) ან მიკროჰემატურია (შარდის ფერი შეუცვლელია, თუმცა მიკროსკოპული გამოკვლევისას ვლინდება ერითროციტების შემცველობა). ერითროციტების დაკარგვა შარდთან ერთად ხშირად ანემიას აძლევს დასაბამს. ამის მიზეზი იმავდროულად თირკმელებში ერითროპოეტინის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონის) წარმოქნის დათრგუნვაცაა.

რითია საშიში თირკმლის კისტა

თირკმლის კისტის გართულებებიდან აღსანიშნავია:
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• თიკრმელში შარდის შეკავება და ორგანოს გაფართოება (ჰიდრონეფროზი);
• პიელონეფრიტი, მათ შორის ჩირქოვანი;
• კისტის დაჩირქება;
• სისხლჩაქცევა კისტაში;
• კისტის გახეთქვა და პერიტონიტი;
• ანემია;
• არტერიული ჰიპერტენზია.

მკურნალობა

თუ თირკმლის კისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.

ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც კისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, არსებობს მისი გასკდომის საშიშროება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კისტების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ანონიმური :

    მაქვს მარტივი კისტა მარცხენა თირკმელზე 8 სმ-იანი. ოპერაცია მჭირდება თუ დრენირება?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზისთვის მობრძანდით კლინიკაში, თან იქონიეთ გამოკვლევები. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • levani benidze :

    makvs kreatinini 230 aseve makvs kistebi orive tirkmelshi marjvenashi 15 da 27 mm – ani marcxenashi 64-42-23-18 mm-ani ras mirchevt stenozi 30 procenti

    • mmthospital :

      შაბათობით გვაქვს უფასო კონსულტაცია უროლოგთან, მობრძანდით, წამოიღეთ ყველა გამოკვლევის პასუხები, გავეცნობით თქვენს ისტორიას და დავგეგმავთ მკურნალობას.

  • ნონა :

    მე მაქვს რამოდენიმე წელია ორივე თირკმელში კისტა მაგრამ მემკვიდრეობით.ასევე ვატარებდი წნევას. 4 წელია ვსვამ წნევის წამალს ენაპრილს, ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა კისტა თირკმელში, მაგრამ წნევა აქვს ზალიან მაღალი.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნონა, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია, უნდა განისაზღვროს მრავლობითია კისტა თუ ერთეული, რა ზომისაა, საჭიროა ზუსტი დიაგნოსტირება და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • მერი :

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო მერი, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მენეჯერი დაგიკავშირდებათ ჩაწერასთან დაკავშირებით ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23

  • ანონიმური :

    რამდენიმე წლის წინ თირკმლის ექოსკოპია გავიკეთე და პატარა კისტა აღმომაჩნდა…შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი, თუმცა ოსტეოხონდროზიც მაქვს, სურვილი მაქვს კვალიფიციურ უროლოგს ვეჩვენო

    • mmthospital :

      მოგესალმებით, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ვიზიტზე ჩასაწერად მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

  • მედეა :

    მჭირდება ექიმთან ვიზიტი.ვიცი რომ მაქვს კისტა,მაგრამ არ ვიცი მისი წარმოშობა,სიდიდე.მოქმედებს თუ არა დაზღვევა.საყოველთაო.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო მედეა, სტაციონარულ მომსახურებაზე მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვა ნაწილობრივი დაფინანსებით. გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • qetino :

    bebas aqvs msrcxena tirkmelxe kista iyo eqimtan radgan awuxebda imkurnala magram asuxebs welis tkivili da grznobs simzimes ramdemad sashiia

  • nazi :

    orivr mxares maw didi zomis xshirad ar mawuxrbs magram wnevebi maqvs da tabrus xveva uqaeroba tavis tkivili mainterisebs es tua shuashi ?

    • mmthospital :

      მოგესალმებით ნაზი, თუ დიდი ზომის არის ორივე კისტა, მაშინ ეს შეიძლება იყოს წნევის გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და უროლოგთან კონსულტაცია. უროლოგთან ვიზიტის დასჯავშნად, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

  • Elene patashuri..... :

    Makvs marjvena tirkmelshi samwuxarod 8mm shards sheperiloba akvs,rkina deficituri anemiac makvs es agmomachnda ama wlis 12ivnis mas shemdeg kontroli ar gamiketebia

    • mmthospital :

      ელენე მოგესალმებით, თირკმელში 8მმ კისტა არ არის რკინადეფიციტურ ანემიასთან კავშირში. თქვენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ უროლოგს. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge, ჩვენი მენჯერი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ ვიზიტის დაგეგმვაში.

  • zako mdivani :

    var 60 wlis axla agmomachnd ashemtxvevit patara kist 3 tviani dakvirvebit zoma ar imatebs aranairi problema ar makvs magram sawiroa tu viko kuradgebit sashishroeb aromar hsemekmnas ..

    • mmthospital :

      თუ ერთი კისტაა მცირე ზომის და ზომაში არ მატულობს, საშიში არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდულობით საჭიროა დინამიკაში დაკვირვება.