ტეგები:

ნაწილობრივი ნეფრექტომია გადაკვანძვის გარეშე უკეთ ინარჩუნებს თირკმლის ფუნქციას

BMC Nephrology-ს მიმოხილვა და სისტემური ანალიზი მოწმობს, რომ თირკმლის მცირე ზომის სიმსივნის დროს ნაწილობრივი ნეფრექტომია, რომელიც სრულდება თირკმლის სისხლძარღვების გადაკვანძვის გარეშე და არა გადაკვანძვით, უკეთ ინარჩუნებს თირკმლის ფუნქციას ოპერაციის შემდგომ.

 

25 კოჰორტული კვლევის მონაცემების შეჯერებამ აჩვენა, რომ პაციენტებში, რომელთაც გადაკვანძვის გარეშე ჩაუტარდათ ოპერაცია, სავარაუდო გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ 48 მლ/წთ/1,73მ2 -ზე ნაკლები უფრო იშვიათად აღინიშნებოდა,  ვიდრე გადაკვანძვით ჩატარებულებში – ამ ინფორმაციას იტყობინება მედიცინის დოქტორი ბინ ფუ, ჩინეთის ნანჩანის უნივერსიტეტის კლინიკიდან.

 

გარდა ამისა, გადაკვანძვით ჩატარებულ პაციენტებში სისხლის შრატში უფრო მოიმატა კრეატინინმა იმ პაციენტებთან შედარებით, ვისაც გადაკვანძვის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციიდან ექვსი თვის და მეტი ხნის შემდეგ შორეული ცვლილებები და სავარაუდო გორგლოვანი ფილტრაციის ცვლილების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო გადაკვანძვით შესრულებული ნაწილობრივი ნეფრექტომიის შემთხვევაში.

 

მკვლევარები ასევე იტყობინებიან თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკის 27%-ით შემცირების შესახებ იმ ჯგუფში, რომელსაც გადაკვანძვის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია. ისინი ასევე იტყობინებიან, რომ გადაკვანძვის გარეშე ოპერაციის ჩატარებისას ნაკლებად ვითარდება თირკმლის იშემია და ტრავმა. 75%-ით ნაკლებია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკი.

 

კვლევის შედეგები შეიძლება შეიცვალოს ქირურგის გამოცდილების და პაციენტთა სამკურნალოდ გადანაწილების შესაბამისად. ანალიზში არ იყო ჩართული რანდომიზებული საკონტროლო გამოკვლევები, ამიტომ მკვლევართა გუნდი სამომავლოდ ამ საკითხზე ხარისხიან კვლევას გვირჩევს.

 

„რამდენიმე დოკუმენტში შედარებული იყო ეს ორი ქირურგიული პროცედურა, მაგრამ არცერთი სტატია არ განიხილავდა მათ შორეულ გავლენას თირკმლის ფუნქციაზე. ეს თემა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეთოდის ეფექტური შერჩევისათვის, როცა ეს შესაძლებელია“. – აღნიშნავენ ექიმი ფუ და მისი გუნდი. „ახალგაზრდა ასაკში სულ უფრო მეტი შემთხვევაა თირკმლის პერიფერიული კიბოს დიაგნოსტირებისა T1-T2a და შედეგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია“.

 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: