ტეგები: , ,

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. აღნიშნული ლოკალიზაციის სიმსივნე სიხშირის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

სპეციალისტთა განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების არიდება შეიძლება, რადგან ის უხშირესად წინამორბედი პათოლოგიების (კიბოსწინა დაავადებების) ფონზე ვითარდება. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ონკოლოგიურ პათოლოგიას მკურნალობა სჭირდება, რომ ავთვისებიანი წარმონაქმნი თავად არ გაიწოვება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან დროულად ვიზიტი და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს: ბრტყელუჯრედოვან კიბოს და ადენოკარცინომას.

შემთხვევათა 80-90 %-ში საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კიბოთი. დარჩენილ 10-20 % -ს ადენოკარცინომა შეადგენს.

 

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომას ვირუსი. ამ აღმოჩენისთვის 2008 წელს ჰარალდ ცურ ჰაუზენს ნობელის პრემია მიენიჭა.

როდესაც დასახელებული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იჭრება, იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება მას (ინფექცია სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა), თუმცა, პაპილომას ვირუსის გარკვეული ქვეტიპები (კერძოდ 6 და 11) სუსტი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელთან იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (კიბოსწინა მდგომარეობა) და მახვილწვერა კონდილომები (კეთილთვისებიანი პათოლოგია), ქვეტიპები – 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 68 (ე.წ ონკოგენური ქვეტიპები) კი, დასაბამს აძლევს მძიმე დისპლაზიასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს.

სამედიცინო სტატისტიკით საშვილოსნოს ყელის კიბოს 90% -ზე მეტ შეთხვევაში ვლინდება ადამიანის პაპილომას ვირუსის ონკოგენური ქვეტიპების (16 და 18) დნმ-ი. ვირუსით დასნებოვნებიდან სიმსივნური პათოლოგიის განვითარებამდე შეიძლება ათეული წელი გავიდეს. ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის კიბოსწინარე ცვლილებების (დისპლაზიის) აღმოჩენა და შესაბამისად, კიბოს ადრეული სტადიების გამოვლენა შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და ცერვიკალური არხიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით (ონკოციტოლოგია).

დიაგნოსტირების დასახელებული მეთოდის დანერგვის წყალობით (პირველად ის 1928 წელს ჯორჯ პაპანიკოლაუს მიერ იქნა მოწოდებული) საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

რით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

პათოლოგიას გააჩნია სპეციფიკური და ზოგადი სიმპტომები.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

• წონაში კლება, მადის დაქვეითება;
• სისუსტე;
• ტემპერატურის მომატება;
• თავბრუხვევა;
• ოფლიანობა;
• კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე.

სპეციფიკური სიმპტომებიდან საყურადღებოა:

• სისხლიანი გამონადენი საშოდან;
• მუცლის ქვედა არის ტკივილი;
• ქვემო კიდურებისა და სასქესო ორგანოების შეშუპება (განსაკუთრებით ბოლო სტადიებზე);
• შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციის დარღვევა;
• შარდის შეკავება, ანურია, ურემია;
• შარდ-სასქესო სისტემის მძიმე ინფექციები.

ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სტადიები

0 სტადია _ პრეინვაზიური კარცინომა (პათოლოგიის განვითარების დასაწყისი), სიმპტომები არ არის გამოხატული;

1 სტადია _ ინვაზიური კარცინომა _ საშვილოსნოს ყელის კიბო, შემოფარგლული საშვილოსნოთი;

2 სტადია _ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, გავრცელებული საკუთრივ საშვილოსნოზე, თუმცა, საშოს ქვედა მესამედში და მენჯის კედლებში ჩაზრდის გარეშე;

3 სტადია _ სიმსივნე მენჯის კედლებზე ან საშოს ქვედა მესამედზე გავრცელებით;

4 სტადია _ სიმსივნე გავრცელებული კუდუსუნზე, ჩაზრდილი ნაწლავებში, შარდის ბუშტში, მეტასტაზების არსებობით.

მეტასტაზების ზომა ზოგჯერ 100 მმ-აც კი აჭარბებს. საშვილოსნოს ყელის კიბო ძირითადად მეტასტაზირებს რეგიონალურ (ახლომდებარე) ლიმფურ კვანძებში, მენჯის ღრუს ცხიმოვან ქსოვილში, მსხვილი სისხლძარღვების მიმდებარედ და შორსმდებარე ორგანოებში, მათ შორის ფილტვებსა და პლევრაში, ღვიძლსა და სხვა შინაგან ორგანოებში.

 

მკურნალობა

სადღეისოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა მოიცავს სხივურ, ქირურგიულ და კომბინირებულ მეთოდებს.

სტანდარტულ ოპერაციას წარმოადგენს საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ამოკვეთა). ეს უკანასკნელი როგორც დამოუკიდებელი მეთოდი ან კომბინირებული მკურნალობის ელემენტი გამოიყენება უმთავრესად იმ პაციენტებთან, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს 1-2 სტატია აღენიშნებათ. ერთდროულად შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.

კომბინირებული მეთოდი, ჩვეულებრივ, გულისხმობს ორ კომპონენტს _ ქირურგიულსა და სხივურს. სხივურ თერაპიას პრაქტიკულად ყოველთვის მიმართავენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინვაზიური ფორმების დროს როგორც წონასაოპერაციოდ, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და სიმსივნის გავრცელების მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • iza :

    minda havewero chabatss opaso konsultaciaze.gtxovt momweret dawvril.winaswar didi madloba

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო იზა, კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • nana :

    pap testi gavikete da diagnozi mitxres ,,atrofia”, tu aris sashishi da tu aris simsivnis soptomi.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნანა, თუ თქვენ ბრძანდებით 50 წელს გადაცილებული ეს არის ასაკობრივი ნორმა და საშიში არ არის. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23.

  • ანონიმური :

    მაინტერესებს რას ნიშნავს პაპ ტესტი.როგორც მითხრეს აუცილებელია მისი გაკეთება.გორში დად კეთდება?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. გამოკვლევა კეთდება საშვილოსნოს ყელიდან გარკვეული წესების დაცვით აღებულ ნაცხში და შემდგომ ხდება მიკროსკოპის ქვეშ აღნიშნული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა ატიპიური ანუ შეცვლილი უჯრედების აღმოჩენის მიზნით.

  • Nino :

    Operaciis shemdeg sxivebi daminishnes or etapad da imxela tanxa jdeboda ver vimkurnale mas shemdeg sami weli gavida patar patara tkivilebi maqvs da ras mirchevdit. Simsivne xom ar ganvitardeboda chamoyalibebuli ar uyo operaciamde

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნინო, გესაჭიროებათ ონკოგინეკოლოგის კონსულტაცია (გინეკოლოგიური გასინჯვა), მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რომ ინახოს ხომ არ არის დაავადება გავრცელებული. ონკოგინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • Eka :

    Kargia mkunaloba magram sashvaleba ar maqvs rom vimkurnalo 56 wlis umushevari seqsis droros tkivili mawuxebda ar mimkurnalia ras mirshevdit.

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ეკა, შეგიძლიათ მობრძანდეთ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე. შაბათს, 10 ნოემბერს არის გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.