ტეგები: , , ,

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი პათოლოგიაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანალოგიური ქსოვილი, ე.წ. ენდომეტრიუმის კერა, უცხო ადგილას წარმოიქმნება. მაგალითად, საშვილოსნოს კედელში, კვერცხსავალ მილებსა და საკვერცხეებში, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, მენჯის ან მუცლის ღრუში და ა. შ. ენდომეტრიოზის ეს კერები ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლურ პროცესებს ექვემდებარება. ფაქტობრივად მათში ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორსაც მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ფიზიოლოგიურად განიცდის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი).

ტკივილი, ანთებითი პროცესები, სისხლდენა – ასეთია ენდომეტრიოზის ნიშნები, თუმცა ენდომეტრიოზის კერების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი შარდვისა და დეფეკაციის დროს (თუ ენდომეტრიოზი შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს მოიცავს), დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სხვა. მენსტრუალური ციკლი მეტწილად დარღვეულია. ვითარდება პოლიმენორეა – ხშირი და უხვი სისხლდენა. ეს ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ენდომეტრიოზის კერა სივდება, ჩამოიფცქვნება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.

მენოპაუზის (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტის) დადგომისდაკვალად ყველა ჩამოთვლილი სიმპტორმი ქრება და ქალს მდგომარეობა საგრძნობლად უუმჯობესდება.
ასიდან 40-60 შემთხვევაში ენდომეტრიოზი უნაყოფობის მთავარი მიზეზია. ამ პათოლოგიის დროს ქალს ზოგჯერ არაფერი აწუხებს – არც ტკივილი და არც მენსტრუაციის დარღვევა, ექიმთან მისვლის ერთადერთი მიზეზი უშვილობაა, გამოკვლევისას კი ენდომეტრიოზი ვლინდება.

 

დაავადების გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენდომეტრიოზის განვითარებაში ნეგატიურ როლს ასრულებს რკინა – სწორედ ამ ელემენტის შემცველობა იზრდება დაავადების დროს. რკინის სიჭარბის მიზეზად ერითროციტების დაშლას მიიჩნევენ.

ბელგიელმა გინეკოლოგებმა თავიანთი ჰიპოთეზა ენდომეტრიოზით დაავადებულ ვირთაგვებზე გადაამოწმეს. ცხოველთა ერთ ჯგუფს მათ ერითროციტები შეუყვანეს, მეორეს – დესფერიოქსამინი (რკინის შემბოჭველი და მისი მოქმედების გამანეიტრალებელი ნივთიერება), მესამე ჯგუფი კი საკონტროლო იყო – არაფერი შეჰყავდათ.

 

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ენდომეტრიოზის კერები სამივე ჯგუფში თანაბარი რაოდენობით შენარჩუნდა, თუმცა, კერებში უჯრედთა ზრდა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა: უჯრედთა აქტივობა მინიმალური იყო იმ ცხოველებთან, რომელთაც რკინის შემბოჭველი დესფერიოქსამინი ჰქონდათ შეყვანილი, მაქსიმალური ზრდით კი ენდომეტრიოზის კერები იმ ვირთაგვებთან გამოირჩეოდა, რომელთაც რკინის წყარო – ერითროციტები შეუყვანეს. ამგვარად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რკინის შემბოჭველი პრეპარატები შეიძლება ენდომეტრიოზის მკურნალობის საფუძვლად იქცეს.

ენდომეტრიოზის დროს ტკივილის განვითარება ნერვული დაბოლოებების ჩაზრდა-განვითარებით ყოფილა განპირობებული. იმის გასარკვევად, რატომ იტანჯებიან ენდომეტრიოზით დაავადებული ქალები ერთდროულად რამდენიმე ტკივილის სინდრომით, ფლორიდის უნივერსიტეტში საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს – ენდომეტრიოზის დროს ხდება ნერვული ბოჭკოების პათოლოგიური ჩაზრდა, რაც ტვინის მიერ ტკივილის აღქმას ედება საფუძვლად. ნერვული ბოჭკოები ენდომეტრიოზის კერების მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად, მათ გასწვრივ იზრდება.

ცნობილი მკვლევარი კარენ ბერკლი ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ შაკიკს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ინტერსტიციულ ცისტიტს და სხვა პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ენდომეტრიოზთან ერთად აწუხებთ ქალებს, ნერვული ბოჭკოების ზრდას უკავშირებს. სწორედ ამ ბოჭკოების მეშვეობით გადაეცემა ტვინს ნერვული იმპულსები, შინაგანი ორგანოებიდან გადაცემული ყველა სიგნალი კი ტკივილად აღიქმება.

რას მოიცავს მკურნალობა
მკურნალობა ენდომეტრიოზის დროს უმთავრესად ქირურგიულია. მიმართავენ ჰორმონულ თერაპიასაც. ჰორმონული პრეპარატების დიდი არჩევანის მიუხედავად, ენდომეტრიოზის კონსერვატული მკურნალობა უხშირესად უეფექტოა. ჯერ ერთი ყოველგვარი ფორმისა და ლოკალიზაციის კერა არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას; მეორეც – ზოგიერთი ქალისთვის უკუნაჩვენებია ჰორმონოთერაპია (ალერგიული რეაქციების, სისხლის პათოლოგიების, გულ-სისხ ლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების დროს).

გაცილებით ეფექტურია ენდომეტრიოზის კერის ქირურგიული ამოკვეთა. დახვეწილი ლაპარასკოპიული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე მცირე ზომის კერებიც კი მინიმალური განაკვეთითა და ტრავმით ამოიკვეთოს (მრავლობითი კერისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ზოგჯერ საშვილოსნოს მთლიანად კვეთენ).

ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რეციდივი (დაავადების განმეორება) ასიდან 15-20 შემთხვევაში შეინიშნება. თუმცა, ოპერაციული ჩარევა პაციენტთა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს, ზოგი კი სრულიად იკურნება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ენდომეტრიოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ანა :

    გამარჯობათ მაქვს ენდომეტრიოზი ერთხელ გავიკეთე ოპერაცია და საკვერცხესთან ერთად ამ0მაჭრეს (შემოგრეხილი იყო) . ეხლა ისევ გამიჩნდა არის ძალიან პატარა საოპერაციო არ არის დამინიშნეს ვიზანა 6 თვე. ჯერ ერთი ფირფიტა მაქვს დალეული და მენსტრუაცია მაინც მომივდა. და მაინტერესებს პრეპარატის მიღებიდან როდის წყდება მენსტრუაცია?

    • mmthospital :

      ქალბატონო ანა,ყველა პაციენტთან ინდივიდუალურია , პრეპარატის მოქმედების ეფეექტურობა არ არის დამიკიდებული მენსტრუალური ფუნქციის არსებობაზე და არ არსებობაზე . გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ,მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო და დაგიკავშირდებით

  • მირანდა :

    ჰორმონული პრეპარატით მკურნალობის მიუხედავად მომდევნო თვეში მაინც მეწყება სისხლდენა, ენდომეტრიუმი არის 7მმილიმეტრი. რას მირჩევთ აუცილებელია თუ არა საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთა?

    • mmthospital :

      მხოლოდ ენდომეტრიუმის სისქის მიხედვით დისტანციურად ვერ გეტყვით, რა მკურნალობა გჭირდებათ. როგორია ჰორმონული ფონი, სხვა რა კვლევები გაქვთ ჩატარებული. გთხოვთ, მობრძანდით კლინიკაში და გინეკოლოგი განიხილავს თქვენს ანალიზებს. საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ. დარეკეთ ქეის-მენეჯერთან ნომერზე 571 311 155 ან მოგვწერეთ თქვენი ნომერი მეილზე infi@138.201.197.207 და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ.

  • Alina :

    Tu endometriumis siske 7 mm trial. Rodi’s da ra zomis Ari’s saoperacio.

    • mmthospital :

      ენდომეტრიუმის სისქე ცვალებადობს ციკლის პერიოდის შესაბამისად 3 მმ-დან 14 მმ-მდე. რატომ თვლით რომ 7 მმ-იანი ენდომეტრიუმის დროს ოპერაცია უნდა გაიკეთოთ? რა ჩივილები გაქვთ? მობრძანდით კლინიკაში და ჩავატაროთ საჭირო გამოკვლევა.