ტეგები: , ,

შარდის შეუკავებლობა ქალებში

სტატისტიკა მოწმობს, რომ ე.წ. ბავშვური უსიამოვნება – შარდის შეუკავებლობა – 45-დან 60 წლამდე ასაკის ქალთა 40 % -ს აწუხებს.

ჯერ კიდევ 1928 წელს ცნობილი გინეკოლოგი ჰოვარდ კელი აღნიშნავდა: “არ არსებობს ქალისთვის უფრო დამთრგუნველი ტანჯვა, ვიდრე შარდის უნებლიე გამოჟონვაა. რა არის 50 წელი? ქალი გაფურჩქვნის პერიოდშია. ეს ბავშვური პრობლემა კი მას სიბერის მოახლოებით სუსხავს!”

შარდის შეუკავებლობა მართლაც დამთრგუნველ გავლენას ახდენს ქალებზე. იწვევს დეპრესიას და ნევროზს. ამ პრობლემის გამო ბევრი თავს არიდებს საზოგადოებაში ყოფნას, თეატრში თუ კონცერტზე წასვლას, როცა წვეულებაზე ეპატიჟებიან, უარს ამბობს და ა.შ.

შარდის გაჟონვა, სისველის შეგრძნება ადამიანს უმალ უფუჭებს განწყობას, არადა, ასეთ დროს შარდის უნებლიე გამოყოფისთვის მცირედი დაძაბულობაც საკმარისა: სიცილი, ხველა, სიმძიმის აწევა, უხეში მოძრაობა, ზოგჯერ სიარულიც კი.

 

შარდის შეუკავებლობა ქალებში

ამგვარად, პრობლემა მეტად სერიოზულია, თუმცა, იმედის გადაწურვა და ფარ-ხმალის დაყრა არ ღირს, ჯერ სცადეთ, იქნებ თქვენი პრობლემა ადვილად გადაიჭრას სპეციალისტთა დახმარებით.

ამ დროს ექიმი სპეციალისტები, პრობლემის მთავარ მიზეზს, ხელშემწყობ დაავადებას გამოავლენენ ხოლმე.
შარდის შეუკავებლობას, როგორც წესი, სფინქტერის (რგოლისებრი კუნთები, რომლებიც შეკუმშვისას ახშობს რომელიმე მილისებრი ან ღრუ ორგანოს გასასვლელს) მოდუნება, მისი სტრუქტურის რღვევა იწვევს, ეს კი თავის მხრივ, სასქესო ორგანოების (საშვილოსნოს, საშოს) დაწევის ან გამოვარდნის შედეგია. ასეთი რამ ყველაზე ხშირად იმ ქალებს ემართებათ, რომლებმაც მრავალჯერ იმშობიარეს ან კიდევ მძიმე მშობიარობა გადაიტანეს (იგულისხმება დიდი ნაყოფის დაბადება, ნახეთქები, ჩახევები და სხვა). სასქესო ორგანოების დაწევა ემუქრებათ იმ ქალებსაც, რომელთა სამუშაო დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ანდა, რომლებიც სპორტის მძიმე სახეობებს მისდევენ.

შარდის შეუკავებლობა ხშირად კლიმაქსურ პერიოდში იჩენს თავს, როცა ორგანიზმში ესტროგენებისა და სხვა სასქესო ჰორმონების რაოდენობა იკლებს, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთების დუნდება და მხოლოდ სასქესო ორგანოები კი არა, ზოგჯერ შარდის ბუშტიც იწევს დაბლა, სფინქტერი კი ვეღარ აკავებს მოწოლილ შარდს. პათოლოგიის განვითარებას ზოგჯერ საშარდე გზების ანთებითი პროცესებიც უდევს ფონად.

ყოველივე ამის არიდება შეიძლება დროული პროფილაქტიკით, მუცლის პრესის, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთების გამაგრებისათვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშების რეგულარულად შესრულებით და დატვირთვის ჰიგიენით.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალური გინეკოლოგიური და უროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე ხდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ შარდის შეუკავებლობის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • olia :

    dzalian shevcuxdi sheidzleba mteli dge ar mindodes moshardva da sheidzleba 5 cutshi 10 jer ver vascrebtualetamde misvlas

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ოლია, აუცილებელია მიზეზის დადგენა, გესაჭიროებათ კვლევები. შაბათს, 10 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგის უფასო კონსულტაცია. ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • olia :

    mogesalmebit ukve dzalian shevcuxdi sheidzleba mtel dge armomindes moshardva da sheidzleba 5 cutshi 10 jer ver vascreb tualetamde misvlas ra aris chemi sachveli ukve mcxvenia da veridebi xalxtankntakts

  • მაია :

    მოგესალმებით, ოთხი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია, ამოვიღე საშვილოსნო თავის დანამატებით, ამ ბოლო დროს ვეღარ ვიკავებ შარდს დაცემინების ან დახველების დროს, უფრო დღის მეორე ნახევარში, ვარ (53 წლის)ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს , იქნებ მირჩიოთ რამე,მადლობა

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო მაია, აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია მობრძანდით და დაგეხმარებით მკურნალობის მეთოდის შერჩევაში. შაბათს, 3 ნოემბერს დაგეგმილია უროლოგთან უფასო კონსულტაცია, ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • tiko :

    Var 40 wlis sami bavshvi myavs pirveli bavshvis dros es 12 wlis win bunebrivi mshobiaroba mqonda da dzalian rtuli iyo sashvilosno lamis gamovarda bevri nakerebi mqonda, saertod ver vitmen game vdgebi da dge momindeba tu ara uceb tu ara sveldeba es dzalian diskomfortia ra vqna ras mirchevt. Ise turmr bavshvobashi game visvelebdi iqneb esec kvalia misi?

    • mmthospital :

      მოგესალმებით თიკო, თქვენ შემთვევაში აუცილებელი გახლავთ გინეკოლოგის და უროლოგის კონსულტაცია. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23

  • ანონიმური :

    მოგესალმებით.სითხის მიღებიდან 40წუ.განმავლობაში,ნორმალურია თუ არა შარდვა?

    • mmthospital :

      მოგესალმებით, სითხის მიღებიდან 40 წუთის განმავლობაში შარდვა სავსებით ნორმალურია

  • ნინო :

    1წელია გავიკეთე ოპერაცია,საშვიმ!ლოსნო ამომიღეს,საკვერცხებიან ყელიანად,დაწეული მქონდა და შარდის ბუშტზე მიქმნიდა პრობლემას,ისევ რაღაც მაქვს დაწეული როგორც ოპერაციამდე,მეუბნებიან საშო იქნებაო,ისევ შარდის ბუშტზე მიქმნის პრობლემას,რა არის საჭირო ამ პრობლემის გადასაჭრელად?

    • mmthospital :

      მოგესალმებით ნინო, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. 6 ოქტომბერს, MMT ჰოსპიტალი აცხადებს აქციას: გინეკოლოგის კონსულტაცია იქნება უფასო!
      კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად საჭიროა ვიზიტის დაჯავშნა. შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საშუალება:
      1.დარეკეთ ტელეფონზე 2234023
      2.მოგვწერეთ ფეისბუქზე – ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართია: https://www.facebook.com/MMTHospital/
      3.თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგვწეროთ მეილზე: info@mmt.ge
      4.ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ ექიმთან საიტზე განყოფილებაში ჩაწერა ექიმთან

  • მედეა :

    უკაცრავად ქუთაისში თუ არის ეგ კლინიკა

    • mmthospital :

      მოგესალმებით მედეა, ჩვენი კლინიკის მისამართია:თბილისი, ლუბლიანას ქ#5, მეცხრე სართული. ქუთაისში არ არის ჩვენი კლინიკა.

  • Mzi :

    Sad mdebareibs tqveni hospitaali

    • mmthospital :

      MMT ჰოსპიტალი მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას 5-ში (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში), მე-9 სართულზე.
      ტელ 571 311 155

  • Nevini :

    Batumwi tu gaqvt filiali

  • Darejani :

    game roca mdzinavs magvidzeb uneblie hardva gatenebamde hvaledurad samjer vdgebi risi bralia

    • mmthospital :

      მოგესალმებით დარეჯან,
      მიზეზი შეიძლება იყოს ორგვარი:
      1. გინეკოლოგიური – საშვილოსნოს დაწევა;
      2. უროლოგიური – საშარდე გზების ქრონიკული ინფექცია.

      ზუსტი მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასაწყებად, აუცილებელია უროლოგის და გინეკოლოგის კონსულტაცია. გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი ნომერი ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად მეილზე:info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:032 2 23 40 23.

  • ნატო :

    სოციალურებზე არის შეღავათი ფასებზე

  • ნატო :

    სოციალურებზე რაიმე შეღავათი არის ფასებზე

    • mmthospital :

      სოციალური დაზღვევა და დახმარება, რაც გაქვთ სახელმწიფო პროგრამებით, მოქმედებს ჩვენს ჰოსპიტალშიც.

    • mmthospital :

      ყველანაირი სახელწიფო დაზღვევა და შეღავათი, რაც გაქვთ, მოქმედებს ჩვენს კლინიკაშიც.

  • მარიამი :

    ვარ 69 წლის. დაავადებული დიაბეტითა და ჰიპერტონიით.სისწემატურად ვსარგებლობ წნევის დამწევი მედიკამენტებით…დილა-სარამოს, ზოგჯერ შუადღესაც…..განსაკუთრებით ღამის 2 საათიდან მეწყება ხშირი შარდვა შეუკავებლობით……მეშველება რამე?

    • mmthospital :

      აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი: თქვენ ორი ისეთი პრობლემის კომბინაცია გაქვთ, რომლებიც თირკმელებს აზიანებს და საჭიროა მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ მიმართულებით. თუმცა შარდის შეუკავებლობა კიდევ დამატებითი პრობლემაა. მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და კვალიფიციური ექიმები გაგიწევენ კონსულტაციას.

  • ნაზი :

    მააქვს შარდის შეუკავლობა.გაკეთებული მაქვს ფიბრომა მენჯი ამოცვლილი.ვენა.როგირ მოვიქცე

  • kwarazxelia dodo :

    dsalian mazuxebs,titqmis sistematiur xasiats xebulobs sheukawebloba.war 65 zlis….