გინეკოლოგიური ოპერაციები MMT ჰოსპიტალში

არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც მედიკამენტური მეთოდით შეუძლებელია. ამიტომ, ე.წ. “ქალური პრობლემები” ხშირად ოპერაციული ჩარევით გვარდება; შესაბამისად, გინეკოლოგიური ოპერაციების სწორად დაგეგმვასა და მაღალტექნიკურად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რომელი გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება უხშირესად, რა შემთხვევაში გამოიყენება რეკონსტრუქციული მეთოდები, საზოგადოდ, რომელ პათოლოგიებს სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის” გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი, ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი დავით ყარსიმაშვილი. ბატონი დავითი დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგია. აკადემიზმთან ერთად, პაციენტებთან მეტად გულისხმიერი დამოკიდებულებაც ახასიათებს. საქმის უზომო სიყვარულისა და პაცინტებისადმი თავდადების გამო, ეს ონკო-გინეკოლოგი განსაკუთრებულად უყვართ:

ბატონო დავით, ძირითადად რომელი პათოლოგიების დროს ტარდება გინეკოლოგიური ოპერაციები?
– ეს დაავადებები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:

  • საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა (ლეიომიომა, ფიბრომიომა). ოპერაციული ჩარევის ჩვენებებია: დიდი ზომის, სწრაფად მზარდი კვანძები, რომელთაც ხშირად თან სდევს ტკივილი. ასევე კვანძები, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზურად) და იწვევს სისხლდენებს.

 

  • კვანძები ფეხზე, რომელთა შემოგრეხვის ან კიდევ ტროფიკის დარღვევის გამოც ნაჩვენებია ოპერაცია. ოპერაციული მკურნალობა იყოფა რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებად. იმ ქალებთან, რომელთაც რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) შენარჩუნება სურთ, ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, ანუ ამოიკვეთება მხოლოდ კვანძები და საშვილოსნო ნარჩუნდება, შედარებით ასაკოვან პაციენტებთან კი მთლიანად ვიღებთ საშვილოსნოს. ოპერაციები ტარდება როგორც მუცელკვეთით (ე.წ. ღია წესით), ასევე ლაპაროსკოპიით (ენდოსკოპიური მეთოდით). ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ლაპაროსკოპიული მიდგომით, თუმცა, ჩვენების მიხედვით, მუცელკვეთასაც ვაწარმოებთ. საშვილოსნოს ღრუს შიდა კვანძების ამოკვეთა ტარდება ჰისტერორეზექტოსკოპით. საშვილოსნოს ღრუში შედის სპეციალური აპარატი და ვიზუალური კონტროლით მიზანმიმართულად იკვეთება მიომის კვანძი.

 

  • საკვერცხის კისტები: დერმოიდული და ენდომეტროიდული კისტები, რომლებიც 4 სმ-ზე მეტი ზომისაა; კისტის ფეხზე შემოგრეხისას ან კაფსულის მთლიანობის დარღვევის დროს თანმდევი სისხლდენით, აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა. ჩვეულებრივ, მცირე ზომის კისტები არ არის ოპერაციის ჩვენება. საკვერცხის კისტების ოპერაციისას, ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ნაკლებად დააზიანოს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი.

 

  • ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაგანაც ხშირია საშვილოსნოს ტანის, ყელისა და საკვერცხის სიმსივნეები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების დროულ და სწორ დიაგნოსტირებას, რადგანაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიის და სწორად შესრულებული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, დაავადება პრაქტიკულად სრულად იკურნება.

 

რა შემთხვევაში ხდება რეკონსტრუქციული გინეკოლოგიური ჩარევა?

– ძირითადად პროლაფსების დროს, როდესაც აღინიშნება საშვილოსნოს, საშოს სრული ან არასრული გამოვარდნა და გვსურს საშვილოსნოს და საშოს დავუბრუნოთ ბუნებრივი მდებარეობა, პოზიცია. თუ ქალბატონი ფერტილურ ასაკშია და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს, მაშინ ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, თუ რეპორდუქციული ასაკი აღარ აქვს და საშვილოსნოს ამოღების ჩვენებაა, მაშინ სრულდება რადიკალური ოპერაცია.

ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და მხოლოდ ამის შემდგომ წყდება, ოპერაცია ლაპაროსკოპიული მიდგომით შესრულდეს თუ ვაგინალურით. წინასწარ ვიკვლევთ პაციენტს, გამოვრიცხავთ ონკოპათოლოგიას და ვგეგმავთ ოპერაციას. პროლაფსის დროს “ოქროს სტანდარტად” ითვლება ლაპაროსკოპიული პრომონტოფიქსაცია. როგორც წესი, 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან საკვერცხეებს ვტოვებთ, რადგან მათ, როგორც მოგეხსენებათ, ქალის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ფუნქცია აქვთ.

ამგვარად, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება (არ აღინიშნება სხვა რომელიმე პათოლოგია, ქალს გენეტიკა არ აქვს დამძიმებული), საკვერცხეებს ვტოვებთ და ვაკეთებთ ლაპარასკოპიით საშვილოსნოს ამპუტაციას, ვაწარმოებთ შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დისექციას, შემდგომ სპეციალური სინთეზური ბადის ერთ ბოლოს ვაფიქსირებთ საშოს წინა კედელზე, საშვილოსნოს ყელზე, საშოს უკანა კედელზე და მენჯის ფსკერზე (კუნთოვან აპარატზე), მეორე ნაწილს კი ვამაგრებთ გავის ძვალზე.

ამ მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ ის უკეთ უნარჩუნებს თავის ბუნებრივ პოზიციას საშოს და საშვილოსნოს ყელს, რეციდივი ანუ პროლაფსის განმეორება პრაქტიკულად არ ხდება, შანსი ძალიან მცირეა. პაციენტები ხშირად დაჟინებით ითხოვენ ყველაფრის ამოღებას, მაგრამ ასე არ ხდება. ხშირად საშვლოსნოსთან ერთად, საშოს კედელიც დაწეულია, ამიტომ მარტო საშვილოსნოს ამოღება პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მეტიც, პროლაფსი შესაძლოა გაღრმავდეს კიდეც.

ბადის გამოყენების შემთხვევაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი დაჩირქების რისკი, გართულებებს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. ბადე ხომ ორგანიზმისათვის უცხო სინთეზური სხეულია, შესაბამისად, მისი მოცილების რეაქციის კვალად ყოველთვის არსებობს დაინფიცირებისა და დაჩირქების რისკი. საშვილოსნოს ყელის ამოღებისა და საშოს გაკერვის შემთხვევაში დიდია ბადის დაინფიცირების რისკი, ამიტომაც ყელს ვტოვებთ და ზემოდან ვაკერებთ ბადეს. პაციენტს ყოველივეს საფუძვლიანად ვუხსნით, ოპერაციის მიზანს და ყველა შესაძლო გართულებას.

რა ოპერაცია უტარდებათ ქალებს შარდის შეუკავებლობის დროს?
– ხშირია სტრეს-შეუკავებლობა, როდესაც ქალს დაცემინებისა თუ დახველების დროს შარდის შეუკავებლობა აღენიშნება. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევის ორი ვარიანტია. პირველი – TVT, TOT ოპერაცია, რომელიც სრულდება ვაგინალური მიდგომით. საშოს წინა კედელსა და შარდსადენს შორის თავსდება სინთეზური ბადე (ზონარი), რომელიც შარდსადენს უქმნის საფიქსაციო მექანიზმს (ჰამაკს), სტრესის (დახველების, დაცემინების…) დროს შარდსადენი „მიეჭყლიტება“ ბადეზე და შესაბამისად, აღარ ხდება შარდის უნებლიე დაღვრა. მეორე ვარიანტია ბარჩის ოპერაცია – საშოს კედელს ვაკერებთ და ვამაგრებთ ბოქვენის ძვალთან. აღნიშნული ჩარევა სრულდება ლაპაროსკოპიითაც და მუცელკვეთითაც. შარდის შეუკავებლობა მარტო სტრესული არ არის, შეიძლება იყოს ურგენტული, რომლის გამომწვევი მიზეზებია – შარდსასქესო ინფექციები, სიმსივნეები, ნეიროგენული დაზიანებები და სხვა. არსებობს შერეული შეუკავებლობაც. ამ დროს აღინიშნება როგორც სტრესული, ისე ურგენტული შეუკავებლობა.

ესაუბრა თინათინ გოცაძე

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • giga :

    chuchis shachris operacias tu aketebt da girebuleba?

    • mmthospital :

      მოგესალმებით ბატონო გიგა, დიახ ჩვენს კლინიკაში კეთდება. ოპერაციის ღირებულება 500 ლარია. უროლოგთან კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • ქეთო :

    შარდსასქესო ინფექციის დროს ტკივილები იცის ტუარაა

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, დიახ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია ტკივილი. შეგიძლიათ იხილოთ სტატია: https://mmt.ge/archives/443. უროლოგის კონსულტაციაზე სასურველია წინასწარ ჩაწერა. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • ნათია :

    მოგესალმებით.დამიდგინდა სრული ბუშტნამქერი b-hcg.ამ ანალიზმა 6165.94აჩვენა.ორ კვირაში დამიბარა ექიმმა ,ახლად ავიღოთ ანალიზიო და მერე გადავწყვეტ როგორ გიმკურნალოო.გთხოვთ მიპასუხოთ,თუ არის შესაძლებელი ამ ანალიზის დონემ ნორმაზე ჩამოვიდეს და რამდენად განვიკურნები.ძალიან მეშინია.წინდაწინ მადლობა

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო ნათია, გესაჭიროებათ ონკოლოგის კონსულტაცია, მობრძანდით კლინიკაში და დაგეხმარებით. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.

  • ანონიმური :

    გამარჯობათ დაახლორბით 4თვის წინ ვიყავი გინეკოლოგთან და მითხრეს რომ საშვილოსნო მაქვს დაწეული და გადიდებული მაინტერესებს არსებობს ამის მკურნალობის სხვა საშვალება გარდა იპერაციისაა და რამდენად საშიშია

    • mmthospital :

      მოგესალმებით, საშვილოსნოს დაწევის შემთვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს დაწევის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკაშირდით 2 23 40 23.

  • Irina :

    Yvelaze magari klinikis profesionali eqimi – b-ni daviti….man me sicocxle machuqa!!!!

  • Rita :

    Gamarjobat otxi welia rac miomis formis mitxres. zomid argazrdila sashvilosnos dawevac mitxres .axla damewyo tkivilebi sashosi marjvena fexis menjic mtkiva patara muceli erti kviris win amtkivda muceli xshirad mixtunavebs ufaso striningi gavikete simsivneze sashvilosnos yelis da kargi pasuxi hamomivida goris aversis klinikashi viketeb yvelanair gamokvlevebs ginekologma mitxra ciklis sakargvis shwmdeg gaiwovebao.me tvs cwravgrznob karfad sharsze xahirad vnkurnalob anrwvebze.mirhiet rogor mociqce.da genokologiuri sruli kvleva ra jdwba da fazdaklebis aqcia xom ar gaqvt

    • mmthospital :

      მოგესალმებით ქალბატონო რიტა, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა. გინეკოლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23.

  • ანონიმური :

    SAD MOGAKITXOT

    • mmthospital :

      კლინიკა მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას ქ.N5, მე-9 სართული, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა. ტელ 0322 23 40 23. შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ტელეფონი მეილზე info@mmt.ge და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.

  • Tamuna :

    Maintefesebs shardis wva makhcs da khavili ra sheleba romeli wa mali davlio manam ekhimtan mival

    • mmthospital :

      აჯობებს, დაზუსტდეს დიაგნოზი და მერე იმკურნალოთ საფუძვლიანად. არასწორმა დანიშნულებამ შესაძლოა დროებით მოგცეთ შედეგი და მერე გაგირთულდეთ მდგომარეობა. ამიტომ მობრძანდით და ჩაიტარეთ გამოკვლევა. მიზეზი შეიძლება სოკოც იყოს და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც. ზეპირად დიაგნოსტირება ძნელია.

  • Tamuna :

    Sad aris es klinikh

    • mmthospital :

      კლინიკა მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას ქ.N5, მე-9 სართული, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა. ტელ 0322 23 40 23. შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ტელეფონი მეილზე info@mmt.ge და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.

  • Manana :

    Mainteresebs shardis sheukavlobis dros medikamentebit tu sheizleba mkurnaloba da konsultacia eqimtan pasiania tu upaso? Gtxovt mipasuxot.

    • mmthospital :

      ჯერ უნდა დადგინდეს შეუკავებლობის მიზეზი. 6 ოქტომბერს გვაქვს აქცია – გინეკოლოგთან ვიზიტი არის უფასო.

  • ნათია :

    გამარჯობათ ვატყობ რომ მაქვს შეუკავებლობა ადრე არ ვაქცევდი ყურეადღებას ეხლა საფენი რომ მიდევს მისველდება თეთრად შლაც მაქვს იქნებ მერევა რამეე.თან საშინელი ქავილიც დანეწყო როგორ მოვიქცეე

    • mmthospital :

      მოგესალმებით ნათია, გინეკოლოგთან ვიზიტი. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 6 ოქტომბერს, MMT ჰოსპიტალი აცხადებს აქციას: გინეკოლოგის კონსულტაცია იქნება უფასო! კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად საჭიროა ვიზიტის დაჯავშნა. დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge

  • lali sokhashvilii :

    ar vici rogor movikce bavsvobidan makvs seykavebloba sadme rom mivdivar ar vsvam ckals ar bcam marilianebs msobiarobaze saertod ori dge verapers vgrznobdi rodis mindoda sardze arasodes vkopilvar ekimtan am sakitxze exlac cemi patara svilisvilis gamo ynda mivide ekimtan xsirad ynda sardze game dgeba magram mainc ver ascrebs sad movidet gamokvlevaze

    • mmthospital :

      მობრძანდით ჩვენთან კლინიკაში, ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაზუსტდება შარდის შეუკავებლობის მიზეზი. დიაგნოზის გარეშე ვერ გეტყვით, რა მკურნალობა გჭირდებათ.

  • ლია :

    ვარ 59წლის მაწუხებს შარდის შეუკავებლობა, როგორც ჩახველება დაცემინების დროს ასევე ურგენტული და შეიძლება უეცრად უნებლიედ მომეშარდოს ისე რომ მთლიანად დაიცალოს შარდის ბუშტი, მაინტერესებს ერთი ოპერაციით თუ ეშველება ჩემ პრობლემას და რა ღირს ოპერაცია? (არაფერი სხვა დაავადება არ მაქვს)

    • mmthospital :

      გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მენეჯერს, რომელიც გაგარკვევთ ყველა დეტალში: 571 311 155

მსგავსი პოსტები