პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ცენტრები.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელს „ემ-ემ-ტე ლაიფლაინს“.
პროსტატის დაავადებათა მკურნალობისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრები, თბილისისა და ბათუმის მხარდამხარ: ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იფუნქციონირებს!
მომსახურეობის არეალის გაზრდასთან ერთად, ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი დიდ ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაზრდას! შესაბამისად, MMT ჰოსპიტალში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული, პაციენტის დიაგნოსტიკისა და მართვის მეთოდებია, რომელიც შეესაბამება ევროპის ევროგაერთიანების ჯანდაცვის კომისიის უახლეს მოთხოვნებს! ჩვენი რეგიონული სერვისცენტრების სამედიცინო პერსონალს, გავლილი აქვს გადამზადება ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში. ასევე, აქტიურად გამოიყენება ონლაინ კონსულტაციები ცენტრის ხელმძღვანელებთან და წამყვან სპეციალისტებთან, თბილისის სათაო ოფისიდან.
აღსანიშნავია, რომ „ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ სკრინინგის ცენტრების ულტრათანამედროვე ქსელი აღჭურვილია, პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკის ულტრათანამედროვე და უზუსტესი კანადური ტექნოლოგიით – მიკროულტრაბგერის აპარატით (EXACT Imaging), აღდგენითი მკურნალობის უახლესი შვეიცარული დანადგარით (STORZ MEDICAL) და სხვა თანამედროვე საშუალებებით..
ასეთი კომპელქტაციის სადიაგნოსტიკო ცენტრები, უნიკალურია შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით და პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს, უროლოგიური დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა საქართველოში.