ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გლობალურ ლიდერთა შორისაა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის და ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს რობოტული, უოპერაციო და რადიაციული დასხივების გარეშე მკურნალობის მიმართულებით.
სწორედ ამ თემით ხორვატიის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე, „უროლოგიის ახალი ჰორიზონტები“, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მონაწილე დარგის სპეციალისტებმა უროლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მეთოდები, სიახლეები და მოწინავე ტექნოლოგიები წარმოადგინეს, მოხსენებით წარსდგა პროფესორი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი.
მოხსენება შეეხებოდა სიმსივნის ადრეული გამოვლენის უახლეს მიდგომას მიკროექოსკოპიის გამოყენებით და რევოლუციური, რობოტული ულტრაბგერით თერაპიის როლს პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვაში.
პროსტატის კიბოს სკრინინგის და ადრეული გამოვლენის უახლესი მიდგომები მიკროექოსკოპიის გამოყენებით, რომელიც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრშია დანერგილი, იძლევა ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, გვიჩვენებს პროსტატის დეტალურ სურათს და კიბოს ადგილსამყოფელს, სტრუქტურას და პროგრესირებას.
დიაგნოზის დასმის შემდეგ, რევოლუციური, უოპერაციო, რადიაციული სხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული ულტრაბგერითი თერაპია, 1 დღეში ანადგურებს პროსტატის კიბოს. შედეგად, პაციენტის სიცოცხლესთან ერთად, ნარჩუნდება მისი ცხოვრების ხარისხი.
სტატია ატვირთულია 2022 წელს.






