✔️ შტორცის (Storz medical) – ის კენჭის დაშლის მაღალტექნოლოგიური ცენტრი.
❗️ ზუსტი, ძლიერი და უმტკივნეულო ტალღა.
👉 კენჭის დაშლა დისტანციური, ყველაზე თანამედროვე ლითოტრიფტერით.
❗️ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალთა გუნდი.
👉 კომფორტული გარემო და ბედნიერი პაციენტი.
MODULITH SLX-F2 კენჭის დამშლელი აპარატის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად შეღწევის უნარითაც გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს 13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია დიდი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე პაციენტებისათვის. ამგვარად, ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან, მსუქან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება ღრმად მდებარე კენჭებზე, ამ უკანასკნელთა ეფექტურად დაშლა-დანაწევრებისათვის. 18 სმ-ი სიღრმის ფოკუსს
- საშარდე გზების კენჭის დაშლა MODULITH SLX-F2 აპარატით, როგორც ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას, ვიზუალიზაციისა და დამიზნების უნივერსალური სისტემები გააჩნია. ვიზუალიზაციის ფაქტორში STORZ MEDICAL-ის აპარატს უდიდესი გარღვევა და პროგრესი აქვს, გააჩნია როგორც რენტგენული, ასევე ექოსკოპიური ნაწილი. სხვა აპარატებისგან განსხვავებით, MODULITH SLX-F2 ლითოტრიპტერში წარმოდგენილია რენტგენის ახალი ტიპი, Flat Panel ტექნოლოგია, რომელიც რენტგენის შუალედურ სხივს პირდაპირ გამოსახულებად გარდაქმნის. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიით რენტგენოუხილავი კენჭებიც კი ხილული ხდება. უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციას ემატება ავტომატურად დამიზნების უნივერსალური რეჟიმი, რომელიც არ არის დამოკიდებული შემსრულებელზე (სპეციალისტზე). ეს ნიშნავს იმას, რომ დარტყმითი ტალღები ავტომატურად ფოკუსირდება ნებისმიერი ლოკალიზაციის კენჭებზე და შლის იმ კონგრემენტებსაც, რომელთა დანაწევრება სხვა აპარატებით შეუძლებელია და შესაბამისად კენჭის დაშლა გარანტირებულია.
- MODULITH SLX-F2 ლითოტრიპტერს გააჩნია ვიზუალიზაციის უაღრესად დახვეწილი ექოსკოპიური ნაწილი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოუხილავი კენჭების გამოვლენა-დაშლაში. STORZ MEDICAL-ის ამ უახლესი ტექნოლოგიით წარმატებით მკურნალობენ ბავშვებს, ორსულებსა და იმ პირებს, რომელთა რენტგენოლოგიური დასხივებაც არასასურველია. აპარატის ექოსკოპიური სისტემა შეუცვლელი და მნიშვნელოვანია ინტრაპროცედურული მონიტორინგისთვის, კენჭების დაშლის პროცესისა და სხვა მანიპულაციების სრულად გაკონტროლების საშუალებას იძლევა. MODULITH SLX-F2 აპარატისაგან განსხვავებით ეს შესაძლებლობა სხვა ლითოტრიპტორებს არ გააჩნიათ!