უზბეკეთის ონკოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი ავრცელებს განცხადებას:
ძვირფასო მეგობრებო! მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენი ცენტრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა! დღეს გვესტუმრა ცნობილი ქირურგი-უროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, რომელიც საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და საქართველოში “MMT HOSPITAL”-ში მუშაობს. სტუმრობის პერიოდში პროფესორი შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, პროფესორ ალიშერ შადმანოვს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გურამ ქარაზანაშვილს სტუმრობისთვის და გამოთქვა სურვილი, რომ გამყარდეს ურთიერთობები საქართველოსა და უზბეკეთს შორის.
ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მირზაგოლებ ტულიაშაიხოვმა სტუმარს გააცნო ცენტრის განყოფილებები და შემდეგ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ერთად ონკოუროლოგიური განყოფილების შემოვლა განახორციელა.
შემოვლის მიზანი გამოცდილების გაზიარება გახლდათ – მნიშვნელოვანი იყო პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის რჩევები ონკოუროლოგიურ პაცინტთა მკურნალობის ტაქტიკის შესახებ.
დღის მეორე ნახევარში კი ერთობლივად ჩატარდა მაღალტექნოლოგიური ოპერაცია: ნერვშემნახველი პროსტატექტომია ცისტოურეთრონეოანასტომოზის ფორმირებით. ნერვშემნახველი ტაქტიკა საშუალებას მისცემს პაციენტს, რომ მომავალში შეუნარჩუნდეს სქესობრივი აქტიურობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაცია ჩატარდა მაღალსიხშირული ულტრაბგერითი დანით, რაც საგრძნობლად ამცირებს ოპერაციის დროს და სისხლის დანაკარგს.
ცენტრის მთელი კოლექტივი უღრმეს მადლობას უხდის პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ქართველ ონკოუროლოგებთან მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.
კიდევ მრავალი წარმატებები მოგველოცცოს ბატონო გურამ.
დიდხანს სიცოცხლე ბატონო გურამ თქვენ რათა ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმაროთ და გადაარჩინოთ,,გფარავდეთ უფალი