რა მომსახურებას ითვალისწინებს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა?
ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ომის ვეტერანებს სთავაზობს:
• ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტირებას;
• ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას;
• ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას;
• სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას.
ვის შეუძლია ისარგებლოს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის მომსახურებით?
აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილეებს.
მომსახურების ხარჯი ერთ ვეტერანზე შეადგენს არაუმეტეს 250 ლარს.
რა საბუთებია საჭირო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის მომსახურების მისაღებად?
მომსახურების მიღების მიზნით, ბენეფიციარი (ან მისი კანონიერი წარმომადგენელი) მიმართავს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას (შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო ს/პ ცენტრი”), განცხადებით და შემდეგი საბუთებით:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);
• შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
• ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
-ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.
-2014 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არა უმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.
-ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არა უმეტეს 250 ლარის ოდენობით.
OMIS WETERANS RA CHEGAVATI AKWS TY CHEIZLEBA MARTIWAD GWIPASYXETCIRA