MMT ჰოსპიტალში მუდმივად ხდება სამედიცინო აპარატურის განახლება, რაც მაღალტექნოლოგიური, მცირედ ინვაზიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მცირდება პაციენტის პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დრო.
გვინდა გიამბოთ იმ ტექნოლოგიურ საწარმოებსა და ჯგუფებზე, რომელთა მიერ წარმოებული უახლესი სამედიცინო ტექნიკა MMT ჰოსპიტლის პაციენტთა სამსახურშია:
- ZEISS არის საერთაშორისო წამყვანი ტექნოლოგიური საწარმო, რომელიც აწარმოებს ოპტიკურ და ოპტიკურ-ელექტრონულ აპარატურას. ZEISS-ჯგუფი ამზადებს ნახევარგამტარ დანადგარებს, საზომ ტექნიკას, მიკროსკოპებს, სამედიცინო ტექნიკას, სათვალის ლინზებს, ფოტოაპარატისა და კინოს ლინზებს, ბინოკლებსა და პლანეტარიუმის ტექნოლოგიას. კომპანია დაარსდა 1846 წელს, მისი დამფუძნებელია Carl Zeiss meditec.
- Titans ჯგუფი დაარსდა 2010 წელს . ჯგუფს აქვს დამოუკიდებელი იმპორტისა და ექსპორტის უფლება. მისი წლიური ექსპორტის მოცულობა აღემატება $ 100000000. დღეისათვის, ჯგუფს ჰყავს 4 შვილობილი კომპანია: Shijiazhuang, Xingtainangong , Pingshan და Hebei Province . მათი წარმოების ძირითადი პროდუქტია სამედიცინო ხელთათმანები , ულტრა მსუბუქი და ულტრა თხელი სხვადასხვა ფერისა და ტიპის. პროდუქცია ექსპორტზე 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის .
- Vega ჯგუფი 1976 წლიდან არის ბაზარზე . ჯგუფი მუშაობს 40-ზე მეტ პარტნიორ ქვეყანასთან , მათ შორისაა გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ), სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იტალია და ა.შ. Vega ჯგუფს ასევე აქვს პროექტები თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ა.შ. Vega Group არის ISO 13485 & ISO 9001 სერტიფიცირებული კომპანია.
- Reanimed ჯგუფი – სარეანიმაციო მოწყობილობის მწარმოებელია
- თანამედროვე სასტერილიზაციო დანადგარების მწარმოებელი Tek-bal
- ლაპარასკოპიული და სხვა სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელი DMD ჯგუფი