პროსტატის სიმსივნე – წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პროსტატის კიბოთი ძირითადად 45–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან, მაგრამ არც 45 წლამდე ან 70 წელს გადაცილებულები არიან დაზღვეულები დაავადებისგან. რეკომენდირებულია, რომ 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ჩაიტარონ რეგულარული პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა, დროული და სწორი მკურნალობა თავიდან აგაცილებთ დაავადების შესაძლო გართულებებს.
მამაკაცებს, რომელთაც პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ:
- წელის ტკივილი;
- ტკივილი მენჯის არეში;
- გაძნელებული, გახშირებული და/ან მტკივნეული შარდვა
რეკომენდირებულია გაიკეთონ PSA – ის ანალიზი, რადგან ის პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის, რაც თავისთავად წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.
ასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის (PSA) კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის განსაზღვრულია PSA კონცენტრაციის სხვადასხვა ზღურბლი:
40-49 წელი – 2,5 ნგ/მლ
50-59 წელი – 3,5 ნგ/მლ
60-69 წელი – 4,5 ნგ/მლ
70-79 წელი – 6,5 ნგ/მლ
ჯერ კიდევ არ არსებობს პროსტატის კიბოს წარმოშობის კონკრეტული მიზეზები, მაგრამ გასათვალისწინებელია გარკვეული რისკ-ფაქტორები:
- არასწორი კვება
- მემკვიდრეობითი ფაქტორი
- ჰორმონალური ფონის დარღვევები, რაც დაკავშირებულია ასაკთან.
“დროულად დიაგნოსტირებული პროსტატის კიბო შემთხვევათა თითქმის 100%-ში იკურნება და არა მხოლოდ იკურნება, არამედ ჩვენ მიერ ჩატარებული ნერვშემნახველი ოპერაციების შემდეგ, პაციენტს შენარჩუნებული აქვს სქესობრივი და შარდის შეკავების ფუნქციებიც.” –
საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, MMT ჰოსპიტლის წამყვანი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოუროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი:
ფრაგმენტი რადიოგადაცემა “მკურნალიდან”:
გახსენით ბმული:
ეს რობოტული თერაპია რა ღირს დაახლოებით თუ შეიძლება რომ მითხრათ. მაინტერესებს თუ შევძლებთ გადახდას. მადლობა
გამარჯობა, დაგვიკავშირდით 595233023, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას
ეს გამოკვლევა რა გირს
მოგესალმებით, აქციის ფარგლებში პროსტატის დაავადების კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ღირს მხოლოდ 117 ლარი. შეიძინეთ კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი ონლაინ და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით.
პაკეტი მოიცავს:
უროლოგის კონსულტაცია
PSA – პროსტატის ანტიგენი
თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის ექოსკოპია
უროფლომეტრია.
შეიძინეთ პაკეტი მითითებულ ბმულზე: http://mmt.geproduct/prostatis-daavadebebis-kompleqsuri-diagnostika
მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 23 40 23