FLEXAVISION უზრუნვეყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას. 1-მეგაპიქსელიანი მაღალგამოსახულებიანი კამერა CCD (HB ტიპის) საშუალებას იძლევა გადაიღოს 1024 x 1024 გაფართოებით და 12 ბიტში (რუხი ფერის 4096 გრადაცია). ეს გვაძლევს საკმაოდ მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას. Shimadzu-ს ციფრული ტექნოლოგია თავიდან აგვაცილებს ზედმეტ რადიაციას და, ამავე დროს, უზრუნველყოფს მაღალკონტრასტულ გამოსახულებას.
მულტიკასეტური გადაღების შესაძლებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია უროლოგიური და აბდომინური კვლევების დროს, რომლებიც ფართო მხედველობის ველს საჭიროებს.
აპარატს გააჩნია სხვადასხვა ზომის კასეტები, რომლებიც ჩაიდგმება სამიზნე მოწყობილობის წინა მხარეს. ეს მოწყობილობა ავტომატურად გადაადგილდება და ცალკეულ კადრებს აფიქსირებს. 4-ველიანი კამერა უზრუნველყოფს სწორ ექსპოზიციას და ზუსტ გამოსახულებას.
კლინიკის რენტგენოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ ყველა სახის რენტგენოლოგიურ კვლევას, მათ შორის:
↗ფილტვებისა და გულ-მკერდის;
↗ხერხემლისა და თავის ქალის;
↗ ძვლებისა და სახსრების;
↗ კუჭ-ნაწლავის;
↗ თირკმლების, შარდის ბუშტისა და საშარდე მილის.
↗ამავდროულად შესაძლებელია სატრანსპორტო მომსახურება (თბილისის მასშტაბით).
დაგვიკავშირდით: 2 23 40 23
info@mmt.ge