კონგრესი იყო მულტიდისციპლინური, ფართომასშტაბიანი. მომხსენებლებს შორის იყვნენ მსოფლიო ონკოლოგიისა და უროლოგიის წამყვანი ექიმები:
- ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი –ქრისტოფერ ევანსი (კალიფორნია, აშშ);
- ნევარკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის, უროლოგიური სამსახურის უფროსი (ნიუ ჯერსი, აშშ) – ვლადისლავ ბარგმანი.
- ევროპის უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე – ჰენდრიკ ვან პოპელი (ლუვენი, ბელგია);
- ევროპის უროლოგთა ასოციაციის ონკოუროლოგიის სექციის თავმჯდომარე, იტალიის უროლოგიური საზოგადოების ექსპრეზიდენტი – მაურიციო ბრაუსი (მოდენა, იტალია);
- ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების შარდ-სასქესო კიბოს ფაკულტეტის წევრი – ანდრეა ნეჩი(მილანი, იტალია);
- ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, გერმანიის უროლოგთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექსპრეზიდენტი შტეფან მიულერი (ბონი, გერმანია);
- გუსტავ რუზის კიბოს ინსტიტუტის უროლოგიისა და პროსტატის ბრაქითერაპიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი – ალბერტო ბოსი (საფრანგეთი);
- ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსგენერალური მდივანი შვედეთიდან – პერ-ანდერს აბრაჰამსონი (მალმო, შვედეთი);
- ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის თირკმლის კიბოს პროგრამის დირექტორი – მანუელა შმიდინგერი (ვენა, ავსტრია);
- ჩარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის შარდ-სასქესო კიბოს მედიცინის, ინტერდისციპლინური სექციის ხელმძღვანელი – მარიადე სანსტისი (ბერლინი, გერმანია);
- ლუნდის უნივერსიტეტის (ლუნდი, შვედეთი) ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, საქართველოს სახელოვანი მეცნიერი ზაალ კოკაია;
- სკანეს უნივერსიტეტის პროფესორი ონკოუროლოგი და რობოტული ქირურგი გორან ალგრენი (მალმო, შვედეთი).
- რუსეთის ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მოსკოვის წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულების, აკადემიკოს ბლოხინის სახელობის რუსეთის ნაციონალური კიბოს კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი – ვსევოლდ მატვეევი (მოსკოვი, რუსეთი);
- მოსკოვის გერცენის სახელობის რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბორის ალექსეევი (მოსკოვი, რუსეთი);
- უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და უკრაინის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ედუარდ სტახოვსკი (კიევი, უკრაინა);
- ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სერგეი პოლიაკოვი(მინსკი, ბელორუსია);
- სომხეთის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი ფანარჯიანი და ვიცეპრეზიდენტი არმენ ავოიანი(ერევანი, სომხეთი);
- აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სამირ ჯავად-ზადე და აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე და უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფუად გულიევი (ბაქო, აზერბაიჯანი);
- უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს ეროვნული ცენტრის დირექტორი და უზბეკეთის მთავარი ონკოლოგი მირზაგალებ ტილიაშაიხოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი)