🎉 2025 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრისთვის!
უპირველეს ყოვლისა ქართულმა რობოტულმა ქირურგიამ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე მედიცინა საქართველოში უმაღლეს დონეზე ვითარდება.
წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები საერთაშორისო კონფერენციებში წარვადგინეთ უმაღლესი რანგის მოხსენებები ედინბურგში, ლონდონში, სტრასბურგსა და მადრიდში.
ჩვენმა საქმიანობამ მიიღო რეგიონალური აღიარებაც მიწვეულები ვიყავით აზერბაიჯანისა და სომხეთის უმსხვილეს სამედიცინო კონგრესებზე. ვუმასპინძლეთ ადგილობრივ სამედიცინო კონფერენციებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
წლის განმავლობაში ჩავატარეთ ასობით რობოტული ოპერაცია თირკმლების, შარდის ბუშტისა და პროსტატის შორსწასული სიმსივნის, ასევე თირკმლისზედა ჯირკვლის პათოლოგიების დროს, მათ შორის — ორგანშემნახველი ოპერაციები. ამიერკავკასიაში პირველებმა წარმატებით შევასრულეთ ხელოვნური შარდის ბუშტის რობოტული ოპერაცია.
რამდენიმე წლის წინ დანერგილი ულტრათანამედროვე პროსტატის კიბოს სკრინინგი და კენჭების უოპერაციო მკურნალობა დღესაც ათასობით პაციენტის ნდობას იმსახურებს 2025 წელს ჩვენ რამდენიმე ათასი ადამიანი დავასკრინინგეთ და რამდენიმე ათას ადამიანს ვუმკურნალეთ!
🌟 ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მადლობა ნდობისთვის — ჩვენ ერთად ვქმნით ქართული მედიცინის ისტორიას.






