გინეკოლოგიური ოპერაციები – არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც მედიკამენტური მეთოდით შეუძლებელია. ამიტომ, ე.წ. “ქალური პრობლემები” ხშირად ოპერაციული ჩარევით გვარდება; შესაბამისად, გინეკოლოგიური ოპერაციების სწორად დაგეგმვასა და მაღალტექნიკურად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რომელი გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება უხშირესად, რა შემთხვევაში გამოიყენება რეკონსტრუქციული მეთოდები.
საზოგადოდ, რომელ პათოლოგიებს სჭირდება ქირურგიული მკურნალობა.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის” გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი, ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი დავით ყარსიმაშვილი.
ბატონი დავითი დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგია.
აკადემიზმთან ერთად, პაციენტებთან მეტად გულისხმიერი დამოკიდებულებაც ახასიათებს.
საქმის უზომო სიყვარულისა და პაცინტებისადმი თავდადების გამო, ეს ონკო-გინეკოლოგი განსაკუთრებულად უყვართ:
– ბატონო დავით, ძირითადად რომელი პათოლოგიების დროს ტარდება გინეკოლოგიური ოპერაციები?
– ეს დაავადებები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:
- საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა. ოპერაციული ჩარევის ჩვენებებია: დიდი ზომის, სწრაფად მზარდი კვანძები, რომელთაც ხშირად თან სდევს ტკივილი. ასევე კვანძები, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში და იწვევს სისხლდენებს.
- კვანძები ფეხზე, რომელთა შემოგრეხვის ან კიდევ ტროფიკის დარღვევის გამოც ნაჩვენებია ოპერაცია. ოპერაციული მკურნალობა იყოფა რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებად. იმ ქალებთან, რომელთაც რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) შენარჩუნება სურთ, ტარდება უნიკალური გინეკოლოგიური ოპერაციები, კერძოდ ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია. ამოიკვეთება მხოლოდ კვანძები და საშვილოსნო ნარჩუნდება, შედარებით ასაკოვან პაციენტებთან კი მთლიანად ვიღებთ საშვილოსნოს. ოპერაციები ტარდება როგორც მუცელკვეთით (ე.წ. ღია წესით), ასევე ლაპაროსკოპიით (ენდოსკოპიური მეთოდით). ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ლაპაროსკოპიული მიდგომით, თუმცა, ჩვენების მიხედვით, მუცელკვეთასაც ვაწარმოებთ. საშვილოსნოს ღრუს შიდა კვანძების ამოკვეთა ტარდება ჰისტერორეზექტოსკოპით. საშვილოსნოს ღრუში შედის სპეციალური აპარატი და ვიზუალური კონტროლით მიზანმიმართულად იკვეთება მიომის კვანძი.
- საკვერცხის კისტები: დერმოიდული და ენდომეტროიდული კისტები, რომლებიც 4 სმ-ზე მეტი ზომისაა; კისტის ფეხზე შემოგრეხისას ან კაფსულის მთლიანობის დარღვევის დროს თანმდევი სისხლდენით, აუცილებელი ხდება გინეკოლოგიური ოპერაციების განხორციელება. ჩვეულებრივ, მცირე ზომის კისტები არ არის ოპერაციის ჩვენება. საკვერცხის კისტების ოპერაციისას, ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ნაკლებად დააზიანოს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი.
- ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაგანაც ხშირია საშვილოსნოს ტანის, ყელისა და საკვერცხის სიმსივნეები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების დროულ და სწორ დიაგნოსტირებას, რადგანაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიის და სწორად შესრულებული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, დაავადება პრაქტიკულად სრულად იკურნება.
– რა შემთხვევაში ხდება რეკონსტრუქციული გინეკოლოგიური ჩარევა?
- როდესაც აღინიშნება საშვილოსნოს, საშოს სრული ან არასრული გამოვარდნა და გვსურს საშვილოსნოს და საშოს დავუბრუნოთ ბუნებრივი მდებარეობა, პოზიცია. თუ ქალბატონი ფერტილურ ასაკშია და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს, მაშინ ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია. თუ რეპორდუქციული ასაკი აღარ აქვს და საშვილოსნოს ამოღების ჩვენებაა, მაშინ სრულდება რადიკალური ოპერაცია.
ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და მხოლოდ ამის შემდგომ წყდება, ოპერაცია ლაპაროსკოპიული მიდგომით შესრულდეს თუ ვაგინალურით.
წინასწარ ვიკვლევთ პაციენტს, გამოვრიცხავთ ონკოპათოლოგიას და ვგეგმავთ ოპერაციას. პროლაფსის დროს “ოქროს სტანდარტად” ითვლება ლაპაროსკოპიული პრომონტოფიქსაცია.
როგორც წესი, 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან საკვერცხეებს ვტოვებთ, რადგან მათ, როგორც მოგეხსენებათ, ქალის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ფუნქცია აქვთ.
ამგვარად, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება, საკვერცხეებს ვტოვებთ და ვაკეთებთ ლაპარასკოპიით საშვილოსნოს ამპუტაციას. ვაწარმოებთ შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დისექციას. შემდგომ სპეციალური სინთეზური ბადის ერთ ბოლოს ვაფიქსირებთ საშოს წინა კედელზე, საშვილოსნოს ყელზე, საშოს უკანა კედელზე და მენჯის ფსკერზე. მეორე ნაწილს კი ვამაგრებთ გავის ძვალზე.
ამ მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ ის უკეთ უნარჩუნებს თავის ბუნებრივ პოზიციას საშოს და საშვილოსნოს ყელს.
რეციდივი ანუ პროლაფსის განმეორება პრაქტიკულად არ ხდება, შანსი ძალიან მცირეა. პაციენტები ხშირად დაჟინებით ითხოვენ ყველაფრის ამოღებას, მაგრამ ასე არ ხდება.
ხშირად საშვლოსნოსთან ერთად, საშოს კედელიც დაწეულია, ამიტომ მარტო საშვილოსნოს ამოღება პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მეტიც, პროლაფსი შესაძლოა გაღრმავდეს კიდეც.
ბადის გამოყენების შემთხვევაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი დაჩირქების რისკი, გართულებებს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. ბადე ხომ ორგანიზმისათვის უცხო სინთეზური სხეულია, შესაბამისად, მისი მოცილების რეაქციის კვალად ყოველთვის არსებობს დაინფიცირებისა და დაჩირქების რისკი. საშვილოსნოს ყელის ამოღებისა და საშოს გაკერვის შემთხვევაში დიდია ბადის დაინფიცირების რისკი, ამიტომაც ყელს ვტოვებთ და ზემოდან ვაკერებთ ბადეს.
პაციენტს ყოველივეს საფუძვლიანად ვუხსნით, ოპერაციის მიზანს და ყველა შესაძლო გართულებას.
– რა ოპერაცია უტარდებათ ქალებს შარდის შეუკავებლობის დროს?
– ხშირია სტრეს-შეუკავებლობა, როდესაც ქალს დაცემინებისა თუ დახველების დროს შარდის შეუკავებლობა აღენიშნება.
ასეთ დროს ოპერაციული ჩარევის ორი ვარიანტია. პირველი – TVT, TOT ოპერაცია, რომელიც სრულდება ვაგინალური მიდგომით. საშოს წინა კედელსა და შარდსადენს შორის თავსდება სინთეზური ბადე (ზონარი), რომელიც შარდსადენს უქმნის საფიქსაციო მექანიზმს. სტრესის (დახველების, დაცემინების…) დროს შარდსადენი „მიეჭყლიტება“ ბადეზე და შესაბამისად, აღარ ხდება შარდის უნებლიე დაღვრა. მეორე ვარიანტია ბარჩის ოპერაცია – საშოს კედელს ვაკერებთ და ვამაგრებთ ბოქვენის ძვალთან. აღნიშნული ჩარევა სრულდება ლაპაროსკოპიითაც და მუცელკვეთითაც.
შარდის შეუკავებლობა მარტო სტრესული არ არის, შეიძლება იყოს ურგენტული, რომლის გამომწვევი მიზეზებია – შარდსასქესო ინფექციები, სიმსივნეები, ნეიროგენული დაზიანებები და სხვა.
არსებობს შერეული შეუკავებლობაც. ამ დროს აღინიშნება როგორც სტრესული, ისე ურგენტული შეუკავებლობა.
ესაუბრა თინათინ გოცაძე
საღამო მშვიდობისა ჩავიტარე ყველანაირი გამოკვლევა დამიდგინდა სიმსივნე საშველისნოს ყელზე ასე წერია საშველოსნოს ყელის კიბო დაუზუსტებელი ანუ რას ნიშნავს გთხოვთ მიპასუხოთ
მოგესალმებით, დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322234023 ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
რკინიგზის დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან კლინიკაში.
მოგესალმებით, პირდაპირი შეღავათებით ვერ ისარგებლებთ.
კონსულტაციის შემდგომ ექიმი გასცემს ფორმა 100-ს, რომელიც შეგიძლიათ წაიღოთ გამგეობაში ან მუნიციპალიტეტში გამოკვლევების დასაფინანსებლად.
ასევე მოგახსენებთ, რომ კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ქირურგიული ჩარევების საჭიროების შემთხვევაში კლინიკა აგზავნის მოთხოვნას ოპერაციის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ოპერაციებს სტატუსის შესაბამისად.
გინეკოლოგმა ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე მითხრა, რომ მაქვს საშვილოსნო გადიდებული მზარდი მიომური კვანძების გამო და ვსაჭიროებ ოპერაციას მუცელჭრით. გთხოვთ მომწეროთ რა ღირს ასეთი ოპერაცია თქვენს კლინიკაში
მოგესალმებით ნინო, პირველ რიგში გეტყვით რომ ამ დაავადებას ჩვენ ენდოსკოპიური ან ლაპაროსკოპიული მეთოდით ვმკურნალობთ გაჭრის გარეშე. ექიმთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322234023
გამარჯობათ ამოკვეთილი მაქვს საშვილოსნო,საკვერცხეები და ყელიც მაქვს საშოს დაწევა,ვიმყოფები საზღვარგარეთ და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ან ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება სხვა რაიმე მკურნალობა,წინასწარ მადლობთ
მოგესალმებით სავარაუდოდ სანერვიულო არაფრია, მაგრამ უმჯობესია უროლოგის კონსულტაცია გაიაროთ, ჩასაწერად დაგვიკავშირდით 595233023
Gamarjobat.maqvs mioma zomit 68 sashvilosnos fuceshi.zogjer maq muclis qvemot marjvena mxares tkivilis shegrcneba da diskomforti.damchirdeba tu ara operacia
მოგესალმებით. მობრძანდით კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე. თბილისი ლუბლიანას 5/ჩაჩავას1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-9 სართული) 0322 23 40 23
ვაგინალური გამოკლევით დამიდგინდა საშვილოსნოს ამოკვეთა მაქვს ფიბრომა 55მმ და მეომა 33მმ ციკლი ნორმალურად მაქვს ამ შემთხვევაში მჭირდება ოპერაცია თუ მკურნალობას ექვემდებარება
მოგესალმებით.გთხოვთ დაგვიკავშირდით 0322 23 40 23
Gamarjibat . Damidginda sashvilosnos fibroma. Mchirdeba operacia da mainteresebs laparaskopiuli operaciis fasi
გამარჯობა. დაგვიკავშირდით და ოპერატორი გაგაცნობთ დეტალებს 0322 23 40 23
Gamarjobat.7 clis cin damchirda sashvilosnos amokveta da yeli da sakverxe damitoves . Exla muclis tkiviilma shemacuxa rogorc ciklis dros da odnav gamonadeni maq sheizleba mitxrat amokveta aucilebeli gaxdeba yelis da sakvercxis tu sheizleba mkurnalobac?
მოგესალმებით დაგვიკავშირდით და გინეკოლოგთან გაგასაუბრებთ 032 2234023 555393267
gamarjoba sakvercxeebis da sashvilisnos amocras ra shedegi eqneba
მოგესალმებით დაგვიკავშირდით და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას 032 2234023 555393267
gamarjobat shegidliat damexmarot
დაგვიკავშირდით 0322234023 555393267
gtxovt hamwerot ginekologtan.
ქალბატონო ნინო, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი
Aq rac weria es daavadeba maqvs da ver gadamiwyvetia operacia tu sheidzleba amixsnat maqvs gadakeyebeli operacia fibromaze da aseve sasharde problema maqvs orive eryad tu ketdeba da fasic rom gvotxrat
Gamarjobat mainteresebs papiloma virusis dros cin 2ze marto dazianebuli yelis kveta xdeba tu sashvilosnosac ixebt.
მოგესალმებით, 15ივნისს ჩაეწერეთ და აქციიის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებით ისარგებლებთ კვლევებზე .წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
Carmatebebi dato eqimo.namdvilad sauketeso eqimia.
მადლობა
Dzallian mniscvnelovani da saintereso detalebi rac maintwresebda gaverkvie tkveni ckalobit.madloba tkven..e
gamarjobat.mainteresebs sashvilosnos amogebis shemdeg ra problemebi sheileba moyves organizmshi.madloba winaswar,
მოგესალმებით, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს,საშვილოსნოს ამოღების შემდეგ ორგანიზმში იწყება ჰორმონალური დისბალანსი, დისკომფორტის შეგრძნება,ამიტომ აუცილებელია თქვენი სიტუაცია მართოს გინეკოლოგმა.დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ 032 2234023
gamarjibat ginekologis daxmareba mhirdeba minda profesinali am saqmis berv eqimtqn viyavi ushedegot sashvilosnos da sakvercxebis yvelanairo gamokvleva minda havitaro rqcki sheidzleba damhirdes vis davukavshirde an sad xart es klinika sad mdebareobs
მოგესალმებით ხატია, ჩვენი მისამართია დიღმის მასივი ლუბლიანას ქ 5 მე-9 სართული. თუ კლინიკაში ვერ ახერხებთ მობრძანებას შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე შეიძინოთ გინეკოლოგის ონლაინ კონსულტაცია დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 2234023
Gamajobat maqvs majvena sakvrcxeze kista mitxres saopracio xaro mclis tkivili ar maqvs cikli chveulebrivat maqvs .anazibi kvelaferi kargi maqvs.eqmtanac imrom mivdi rom shardvis dros wva mqoda es kista agmomichines tqven ras michevt.
ქალბატონო ნათია ,არსებობს სხვადასხვა ტიპის კისტები,ასევე გასათვალისწინერბელია კისტის ზომა და ადგილმდებარეობა, დისტანციურად ვერ დაგეხმარებით 4მაისს არის აქცია ჩაეწრეთ და აქციის ფარგლებში მიიღებთ გიეკოლოგის უფასო კონსულტაციას ,ასევე ფასდაკლებას კვლევებზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 032 2234023
გამარჯობათ, ვარ 44 წლის, ციკლის დროს მაქვს ტკივილები, რომელიც გრძელდება ათი დღე( ციკლი მაქვს 3 დღე), რა შეიძლება იყოს მიზეზი?
მოგესალმებით, მიზეზის დასადგენად საჭირო გახლავთ გინეკოლოგთან ვიზიტი და გამოკველევბის გაკეთება. დისტანციურად სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, ექიმმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა. გინეკოლოგთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23. სიახლებიისათვის ეწვიეთ ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის Facebook გვერდს, იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/MMTHospital
გამარჯობათ, ციკლის დაწყების პირველი დღიდან მაქვს ტკივილები მთელი ათი დღის განმავლობაში,( ციკლი მაქვს 3 დღე) რა შეიძლება იყოს მიზეზი? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, მიზეზის დასადგენად საჭირო გახლავთ გინეკოლოგთან ვიზიტი და გამოკველევბის გაკეთება. დისტანციურად სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, ექიმმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა. გინეკოლოგთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 23 40 23. სიახლებიისათვის ეწვიეთ ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის Facebook გვერდს, იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/MMTHospital
dazgveva tu moqmedebs tqventan
მოგესალმებით, დიახ ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია საყოველათო დაზღვევის პროგრამაში.დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2234023
34cli da 2celia nestruacia agarmakvs telavsi vimkurnale mara sedegi ver mivige rasmircevt tkven
მოგესალმებით,ჩაეწერეთ 11,12 13აპრილს და აქციის ფარგლებში მიიღებთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას და ასევე ფასდაკლებას კვლევებზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 0322234023
Maqvs kvanzebi sashviloshi kista mcirezomis sakvercxeze mkurnalob ushedegod maqvs tkivilebi sachiroebis shemtzvevashi Ra girs operacia Rom amoikvetos kvanzebi da kista
მოგესალმებით, ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია კისტის ზომაზე, რაოდენობაზე, წარმოშობაზე, მობრძანდით კლინიკაში და თან იქონიეთ თქვენი კვლევები რაც გაქვთ გაკეთებული. კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
მოგესალემებით, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://mmt.gearchives/2324
Gtxovt amixsnat kolposkopiashi agmochnda sashvilosnos yelze iodnegatiuri ubani 1-0ras nishnavs da sashishia tu ara dzalian vnerviulob madloba winaswar
მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა, აუცილებელია თქვენმა გინეკოლოგმა გადაწყვიტოს მკურნალობის ტაქტიკა, კრიოდესტრუქცია ან დინამიკაში დაკვირვება.
zalian gtxovganmimartot ra shemtxvevashi xdeba bartalonis kikvlis gagizianeba da ta unda vknat am shemtxvevash
მოგესალმებით ქალბატონო ნელი, აუცილებელია ბართოლინის ჯირკვლმა მომწიფება დაასრულოს და შემდეგ მოხდეს ამოკვეთა. კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
მოგესალემებით ნელი, თუ ვერ ახერხებთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი სერვისით, გაესაუბრეთ ონლაინ თქვენთვის საურველ ექიმს http://mmt.gearchives/2324
Tomogracis kvlevit damidginda sahvilosnoze kista gamiketda operacia amomiges sashvilosno datesvis semdeg pasuxi momivida miomia ramdenad sasishia civili operiaciamde ar mqonia arc exla ar maqvs civilebi
მოგესალმებით ნინო, საშიში ნამდვილად არაფერია, პერიოდულად გადაიმოწმეთ მკერდი და ფარისებრი ჯირკვალი, რომ იქაც გამორიცხოთ კვანძების არსებობა
მოგესალმებით,ასეთი კითხვა მაქვს,დამიდგინდა სრული ბუშტნამქერი.დამჭირდა გამოტუმბა,ორი კვირის შემდეგ ხეგეს ანალიზმა 6000ზე მეტი აჩვენა,ეხომაც კიდევ აჩვენა ,ექიმმა მეორე გამომფხიკა და ხუთი დღის შემდეგ,100ზე ჩამოვიდა ხეგე,რამდენად კაეგია ასეთი ანალიზის პასუხი და თუ დამჭირდება ოპერაციული ჩარევა?
მოგესალმებით ქალბატონო ნათია, მნიშვნელობა აქვს რა ასაკის ბრძანდებით. დეტალებისთვის მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
chuchis shachris operacias tu aketebt da girebuleba?
მოგესალმებით ბატონო გიგა, დიახ ჩვენს კლინიკაში კეთდება. ოპერაციის ღირებულება 500 ლარია. უროლოგთან კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
შარდსასქესო ინფექციის დროს ტკივილები იცის ტუარაა
ქ
მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, დიახ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია ტკივილი. შეგიძლიათ იხილოთ სტატია: http://mmt.gearchives/443. უროლოგის კონსულტაციაზე სასურველია წინასწარ ჩაწერა. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
მოგესალმებით.დამიდგინდა სრული ბუშტნამქერი b-hcg.ამ ანალიზმა 6165.94აჩვენა.ორ კვირაში დამიბარა ექიმმა ,ახლად ავიღოთ ანალიზიო და მერე გადავწყვეტ როგორ გიმკურნალოო.გთხოვთ მიპასუხოთ,თუ არის შესაძლებელი ამ ანალიზის დონემ ნორმაზე ჩამოვიდეს და რამდენად განვიკურნები.ძალიან მეშინია.წინდაწინ მადლობა
მოგესალმებით ქალბატონო ნათია, გესაჭიროებათ ონკოლოგის კონსულტაცია, მობრძანდით კლინიკაში და დაგეხმარებით. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე Info@mmt.ge ან დაგვიკავშირდით 2 23 40 23.
10დღის წინ გავიკეთე საშვილოსნოს ოპერაცია.ამოკვეთეს საკვერცხეები და ყელიც.11დღეს მაქვს მცირე სისხლიანი გამონადენი მაინტერესებს ეს ნორმალურია თუ მივმართო ექიმს.ძაფი სამ დღეში უნდა ამომიტანონ.
მოგესალმებით. დიახ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23
გამარჯობათ დაახლორბით 4თვის წინ ვიყავი გინეკოლოგთან და მითხრეს რომ საშვილოსნო მაქვს დაწეული და გადიდებული მაინტერესებს არსებობს ამის მკურნალობის სხვა საშვალება გარდა იპერაციისაა და რამდენად საშიშია
მოგესალმებით, საშვილოსნოს დაწევის შემთვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს დაწევის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკაშირდით 2 23 40 23.
Yvelaze magari klinikis profesionali eqimi – b-ni daviti….man me sicocxle machuqa!!!!
Gamarjobat otxi welia rac miomis formis mitxres. zomid argazrdila sashvilosnos dawevac mitxres .axla damewyo tkivilebi sashosi marjvena fexis menjic mtkiva patara muceli erti kviris win amtkivda muceli xshirad mixtunavebs ufaso striningi gavikete simsivneze sashvilosnos yelis da kargi pasuxi hamomivida goris aversis klinikashi viketeb yvelanair gamokvlevebs ginekologma mitxra ciklis sakargvis shwmdeg gaiwovebao.me tvs cwravgrznob karfad sharsze xahirad vnkurnalob anrwvebze.mirhiet rogor mociqce.da genokologiuri sruli kvleva ra jdwba da fazdaklebis aqcia xom ar gaqvt
მოგესალმებით ქალბატონო რიტა, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა. გინეკოლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე info@mmt.ge ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23.
SAD MOGAKITXOT
კლინიკა მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას ქ.N5, მე-9 სართული, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა. ტელ 0322 23 40 23. შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ტელეფონი მეილზე info@mmt.ge და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.
Maintefesebs shardis wva makhcs da khavili ra sheleba romeli wa mali davlio manam ekhimtan mival
აჯობებს, დაზუსტდეს დიაგნოზი და მერე იმკურნალოთ საფუძვლიანად. არასწორმა დანიშნულებამ შესაძლოა დროებით მოგცეთ შედეგი და მერე გაგირთულდეთ მდგომარეობა. ამიტომ მობრძანდით და ჩაიტარეთ გამოკვლევა. მიზეზი შეიძლება სოკოც იყოს და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც. ზეპირად დიაგნოსტირება ძნელია.
Sad aris es klinikh
კლინიკა მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას ქ.N5, მე-9 სართული, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა. ტელ 0322 23 40 23. შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ტელეფონი მეილზე info@mmt.ge და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.
Mainteresebs shardis sheukavlobis dros medikamentebit tu sheizleba mkurnaloba da konsultacia eqimtan pasiania tu upaso? Gtxovt mipasuxot.
ჯერ უნდა დადგინდეს შეუკავებლობის მიზეზი. 6 ოქტომბერს გვაქვს აქცია – გინეკოლოგთან ვიზიტი არის უფასო.
გამარჯობათ ვატყობ რომ მაქვს შეუკავებლობა ადრე არ ვაქცევდი ყურეადღებას ეხლა საფენი რომ მიდევს მისველდება თეთრად შლაც მაქვს იქნებ მერევა რამეე.თან საშინელი ქავილიც დანეწყო როგორ მოვიქცეე
მოგესალმებით ნათია, გინეკოლოგთან ვიზიტი. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 6 ოქტომბერს, MMT ჰოსპიტალი აცხადებს აქციას: გინეკოლოგის კონსულტაცია იქნება უფასო! კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად საჭიროა ვიზიტის დაჯავშნა. დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 23 40 23 ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@mmt.ge
ar vici rogor movikce bavsvobidan makvs seykavebloba sadme rom mivdivar ar vsvam ckals ar bcam marilianebs msobiarobaze saertod ori dge verapers vgrznobdi rodis mindoda sardze arasodes vkopilvar ekimtan am sakitxze exlac cemi patara svilisvilis gamo ynda mivide ekimtan xsirad ynda sardze game dgeba magram mainc ver ascrebs sad movidet gamokvlevaze
მობრძანდით ჩვენთან კლინიკაში, ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაზუსტდება შარდის შეუკავებლობის მიზეზი. დიაგნოზის გარეშე ვერ გეტყვით, რა მკურნალობა გჭირდებათ.
ვარ 59წლის მაწუხებს შარდის შეუკავებლობა, როგორც ჩახველება დაცემინების დროს ასევე ურგენტული და შეიძლება უეცრად უნებლიედ მომეშარდოს ისე რომ მთლიანად დაიცალოს შარდის ბუშტი, მაინტერესებს ერთი ოპერაციით თუ ეშველება ჩემ პრობლემას და რა ღირს ოპერაცია? (არაფერი სხვა დაავადება არ მაქვს)
გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მენეჯერს, რომელიც გაგარკვევთ ყველა დეტალში: 571 311 155