(+995) 322 23 40 23
[email protected]
5 LUBLIANA STREET, TBILISI
  • EnglishEnglish
  • РусскийРусский
MMT ჰოსპიტალი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
mmt ჰოსპიტალი
No Result
View All Result

სისხლი შარდში

ავტორი mmthospital ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
30/05/2019
რუბრიკა სიმპტომები
A A
siskhliani shardi

siskhliani shardi

Share on FacebookShare on Twitter

სისხლი შარდში – შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.

შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.

სისხლიანი შარდის გამომწვევი მიზეზებია:

შარდის ბუშტის ინფექციები (როგორიცაა ცისტიტი ) – რომელიც მოშარდვისას  წვის შეგრძნებას იწვევს  ;

თირკმლის ინფექცია  – რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა და მუცლის გვერდითა არეში ტკივილი;

თირკმლის კენჭები – შესაძლოა თირკმლიდან გამომავალი ერთ-ერთი მილი დაახშოს და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს;

შარდსადენის ანთება (ურეთრიტი) – ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაა გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ქლამიდია);

გადიდებული პროსტატის ჯირკვალი – ხანში შესულ მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა ამ პათოლოგიას პროსტატის სიმსივნესთან არაფერი აკავშირებს; გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდვის გაძნელებას და გახშირებას იწვევს;

შარდის ბუშტის სიმსივნე – პროსტატის სიმსივნის მსგავსად უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება. ახასიათებდეს გახშირებული  შარდვის სურვილი, რომელსაც ახლავს ტკივილი;

თირკმლის სიმსივნე – ეს ასევე 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს ემართებათ და შეიძლება ახასიათებდეს ნეკნების ქვემოთ მუდმივი ტკივილი, აგრეთვე გამონაზარდი მუცელში;

პროსტატის სიმსივნე – ჩვეულებრივ, უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ. სიმსივნე ძალიან ნელა პროგრესირებს; სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გახშირებულ და გაძლიერებულ მოთხოვნილებას და შარდის ბუშტის დაცლის გაძნელებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართოთ!

ნამდვილად არის თუ არა სისხლი შარდში?! შარდის წითლად შეფერვა შესაძლოა გარკვეული საკვების (მაგ: ჭარხალი) ან მედიკამენტების (მაგ: ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინი ან რიფამპიცინი) მიღებამაც გამოიწვიოს და ცრუ განგაშის საწინდარი გახდეს.

სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია თუ:

  • თუ 40 წელს გადაცილებული ხართ და საშარდე გზების ინფექციები და სისხლიანი შარდვა ხშირად გაწუხებთ;
  • 50 წელს გადაცილებული თუ ხართ და გამოკვლევისას შარდში აღმოჩნდა სისხლი, რომელიც არ ჩანდა შეუიარაღებელი თვალით;
  • იმ შემთხვევაში თუ მუცლის არეში მასა (სავარაუდოდ სიმსივნური წარმონაქმნი) აღმოგაჩნდათ;
  • თუ შარდის ანალიზის გამოკვლევით უხილავი ჰემატურია დაგიდგინდათ, განსაკუთრებით თუ შარდი ცილასაც შეიცავს.

თუ შარდში კაშკაშა წითელი ფერის სისხლს შენიშნავთ, ან თუ შარდმა სისხლის წითელი უჯრედების გამო შეფერილობა შეიცვალა და მოწითალო ან მოყავისფრო გახდა, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

Tags: სისხლი შარდში
ShareTweetSendShareSend

ასევე გაეცანი

სისხლიანი შარდი
სიმპტომები

სისხლიანი შარდი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კიბო
სიმპტომები

პროსტატის კიბოს სიმპტომები

თირკმლის კენჭის სიმპტომები
სიახლეები

თირკმლის კენჭის სიმპტომები

0703 ovarios 1280
em-em-te

საკვერცხის ტკივილი

Comments 4

  1. გოჩა says:
    2 წლის ago

    გამარჯობათ მაწუხებს სისხლდენა შარდის გზით და რას მირჩევთ??ვარ ნაოპერაციევი გულზე…

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით ქალბატონო ელზა, შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და საფუძვლიანი გამოკვლევა. უროლოგის კონსულტაციის დასაჯავშნათ მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდეით 2 23 40 23

      პასუხი
  2. ანონიმური says:
    2 წლის ago

    შარდის ანალიზი გავიკეთე და მითხრეს,ლეიკოციტები,ერითროციტები გაქვს მომატებულიო და ცოტა სისხლია შარდშიო რას მირჩევ რის ბრალი შეიძლება იყოს?

    პასუხი
    • mmthospital says:
      2 წლის ago

      მოგესალმებით სავარაუდოდ შეიძლება გქონდეთ კენჭები და ფხაჭნიდეს,შგიძლიათ შაბათს 09.03 ჩაეწეროთ და აქციის ფარგლებში მიიღოთ უროლოგის უფასო კონსულტაცია და ასევე ისარგებლებთ 20%იანი ფასდაკლებით კვლევებზე.წინასწარ ჩაწერა აუცილებელია 2 23 40 23

      პასუხი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

No Result
View All Result

სიახლეები

ემ-ემ-ტე ლაიფლაინი
სიახლეები

,,ემ-ემ-ტე ლაიფლაინი-ს’’ გახსნა – MMT Lifeline

პროსტატის დიაგნოსტიკა
სიახლეები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები

ruTi
em-em-te

FOCAL ONE – რუთი MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში ერთდროულად დაინერგა!

hifu
სიახლეები

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

რუთი
სიახლეები

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მიმართულებები
  • პაციენტებისთვის
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი
032 2 23 40 23

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • მიმართულებები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • მამოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ჯანდაცვის პროგრამები
  • ექიმთან ჩაწერა
  • კონტაქტი

2021 © MMT Hospital. Powered by IT Incubator

  • →
  • Phone
  • Facebook