fbpx
DSC 9044

დღეს კონგრესის მეორე სამუშაო დღეა – წინ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება!

უკვე გატყობინებდით, რომ გუშინ, 26 ოქტომბერს მუშაობა დაიწყო საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მეორე მსოფლიო კონგრესმა. კონგრესის მონაწილენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი სამუშაო დღე ძალიან ნაყოფიერი იყო: მოისმინეს არაერთი საინტერესო პრეზენტაცია, იყო დისკუსიები შარდის ბუშტის კიბოს, თირკმლის უჯრედოვანი კიბოს მკურნალობაში თანამედროვე მიდგომებისა და რეკომენდაციების შესახებ. ასოციაციის ვებგვერდზე GAOU.GE ძალიან მალე გამოქვეყნდება თითოეული მომხსენებლის პრეზენტაცია და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, კიდევ უფრო დაწვრილებით გაეცნოს კონგრესის მასალებს.

დღეს, 27 ოქტომბერს კი კონგრესის კიდევ უფრო საინტერესო – მეორე სამუშაო დღე გველოდება. ამ დღის ოთხივე სესია ეთმობა პროსტატის სიმსივნის პრობლემებს. სესიებს უხელმძღვანელებენ:

1 სესია: ქრისტოფერ ევანსი, პერ-ანდერს აბრაჰამსონი, ზაალ კოკაია, გიორგი ბოჭორიშვილი, ალექსანდრე თავართქილაძე.

2 სესია: გორან ალგრენი, ალბერტო ბოსი, ბორის ალექსეევი, ანდრო ძნელაძე, ირაკლი ზუმბაძე.

3 სესია: ჰენრიკ ვან პოპელი, დე სანტის მარია, ალბერტო ბოსი, ვსევოლდ მეტვეევი, გურამ ქარაზანაშვილი.

4 სესია: ქრისტოფერ პ. ევანსი , პერ-ანდერს აბრაჰამსონი, დე სანტის მარია, ლიკა კაცელაშვილი, ამიკო მათითაშვილი.

მეორე სამუშაო დღის განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე: კონგრესის დღის წესრიგი

გაზიარება:
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: