DSC 8992

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის II მსოფლიო კონგრესმა მუშაობა დაიწყო

დღეს, 26 ოქტომბერს, 9 საათზე გაიხსნა საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის II მსოფლიო კონგრესი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. თბილისს ეწვიენ მსოფლიოს უმაღლესი რანგის სპეციალისტები ონკოლოგიასა და უროლოგიაში – დარგის წამყვანი სპეციალისტები. ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ონკოუროლოგიურ ასოციაციათა პირველი პირები.

კონგრესს ესწრებიან: ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები, პათოლოგანატომები, ფუნდამენტური მეცნიერებების წარმომადგენლები, აგრეთვე  – რეზიდენტები და სტუდენტები.

კონგრესიდან მიმდინარეობს ცოცხალი ტრანსლაცია ონკოუროლოგიური ასოციაციის ვებგვერდზე gaou.ge და MMT ჰოსპიტლის ვებგვერდზე mmt.ge.

ქართველი სტუმრებისათვის ორგანიზებულია პირდაპირი თარგმანი.

mmt,ge კონგრესის მსვლელობისას რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას აქ მიმდინარე სიახლეებზე, გააშუქებს სამეცნიერო დისკუსიებს, გაესაუბრება კონგრესის სტუმრებს და გაგაცნობთ მათ შთაბეჭდილებებს ამ სამეცნიერო ფორუმთან დაკავშირებით.

ახლა კი გთვაზობთ პირველ ფოტორეპორტაჟს კონგრესიდან:

გაზიარება:
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: