
როდესაც მსოფლიო მედიცინა მომავლის ქირურგიას ქმნის – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის აქტიური ჩართულობით ამ პროცესში საქართველოც მონაწილეობს.
ამჟამად იგი იმყოფება ჩინეთში, ქალაქ ჩანგდუ-ში, West China Hospital-ში – ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრში, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ჰოსპიტალების ხუთეულში შედის.

სწორედ აქ გაიხსნა ტელექირურგიის უახლესი ცენტრი – პლატფორმა, საიდანაც ოპერაციები მთელი ჩინეთის მასშტაბით განხორციელდება.

ოპერაციები ტარდება უახლესი ტექნოლოგიით – Toumai Surgical Robot-ის გამოყენებით. პროცესს ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული უროლოგები და ქირურგები, ასევე ჩინეთის სამედიცინო ელიტა

აღნიშნულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით იმყოფება გურამ ქარაზანაშვილი – რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოში და კავკასიაში, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა 2 წელის წინ დანერგა და ყოველდღიურად ატარებს ურთულეს ქირურგიულ ჩარევებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცენტრის გამოცდილებასა და ლიდერობას რეგიონში.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რათა პაციენტებს საქართველოში ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო დონის მკურნალობაზე.
https://www.youtube.com/shorts/zLMTqqgJD9g