MMT ჰოსპიტალი
  • ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
(+995) 322 23 40 23
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
  • EN
  • RU
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი სიახლეები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს

13/08/2025
რუბრიკა სიახლეები, უროლოგიური ჰაბი
Share on FacebookShare on Twitter
ეს სტატია ხელმისაწვდომია ენებზე: English & Русский

10-დან 1 ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ექნება თირკმლის კენჭი? ეს სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად იზრდება.

კენჭების გაჩენის რისკი მრავალფაქტორიანია და დამოკიდებულია შინაგან (პაციენტისთვის დამახასიათებელი – სქესი, ასაკი, ოჯახური ისტორია, თანმხლები დაავადებები) და გარე ფაქტორებზე (სითხის მიღება, დიეტა, ცხოვრების წესი, კლიმატი, საცხოვრებელი ქვეყანა).

მიუხედავად ამისა, ის რომ თირკმლის კენჭოვანი დაავადება უფრო ხშირია ცხელ კლიმატურ პირობებში, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ცხელი კლიმატის ზოგიერთ ადგილობრივ მოსახლეობას (მაგ. შავკანიანი აფრიკელები, აბორიგენები) კენჭების დაბალი სიხშირე აქვს და ბევრ ზომიერი კლიმატის რაიონს (მაგ. ჩრდილოეთ ევროპა და სკანდინავია) კენჭების მაღალი სიხშირე აქვს.

ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს დასავლურ ცხოვრების წესთან და დასავლურ საზოგადოებებში ჭარბი წონის „ეპიდემიასთან“ – ჭარბი საკვები, კონსერვანტები, სითხის არასაკმარისი მიღება, შეზღუდული ფიზიკური აქტივობა.

ჭარბი წონა ასოცირდება შარდში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი ნივთიერებების – კალციუმის, ოქსალატის, შარდმჟავას გამოყოფის ზრდასთან და კენჭების წარმოქმნის პრევენციული ნივთიერების – ციტრატის გამოყოფის შემცირებასთან. ჭარბ წონიან პაციენტებს აქვთ შარდის დაბალი pH, ანუ მაღალი მჟავიანობა, რაც ხელს უწყობს ურატული კენჭების წარმოქმნას.

მამაკაცები ავადდებიან „სამჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქალები, მაგრამ გენდერული სხვაობა მცირდება.

ტესტოსტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლში ოქსალატის წარმოების მომატება (რაც კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნის წინაპირობაა) და ქალებს აქვთ შარდში ციტრატის უფრო მაღალი კონცენტრაცია (ციტრატი აფერხებს კალციუმის ოქსალატის კენჭების „წარმოქმნას“.

მაგრამ, როგორც ზემოდ აღვნიშე ეს გენდერული სხვაობა მცირდება მიუხედავად ამ ბუნებრივი ფაქტორებისა, ისევ და ისევ დიდი ალბათობით მეტაბოლიზმის დარღვევის, არასაკმარისი სითხის, ადინამიური ცხოვრების სტილის და ჭარბი არაჯანსაღი საკვების ხარჯზე.

თირკმლის კენჭების მქონე პაციენტების დაახლოებით 25% აღნიშნავს კენჭოვანი დაავადების ოჯახურ ისტორიას (კენჭების წარმოქმნის ფარდობითი რისკი მაღალი რჩება დიეტური კალციუმის მიღების კორექტირების შემდეგაც).

თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (კალციუმის ფოსფატის კენჭებისადმი მიდრეკილება) და ცისტინურია (ცისტინის კენჭებისადმი მიდრეკილება) მემკვიდრეობითია.

ზედა საშარდე გზების კენჭების სამკურნალოდ ESWL-ის გამოყენება 2000-დან 2010 წლამდე 55%-ით გაიზარდა.

 

თირკმლის კენჭების დროს, შეიძლება დაგჭირდეთ კონკრეტული დიეტის შედგენა. უპირველეს ყოვლისა, თქვენი პირადი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლისა და შარდის ანალიზს, რათა გაარკვიოს რა სახის რისკ-ფაქტორები შეიძლება გქონდეთ, რის შემდგომაც განისაზღვრება მკურნალობის დეტალები, თირკმლის კენჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

თირკმლის კენჭები წარმოიქმნება შარდში არსებული კრისტალებისგან. ადამიანების უმეტესობისთვის შარდში არსებული ბუნებრივი ქიმიკატები ხელს უშლიან კენჭების წარმოქმნას.

თირკმლის ყველა კენჭი არის თუ არა ერთნაირი ?

არა! თირკმლის კენჭების ყველაზე გავრცელებული სახეობაა კალციუმის შემადგენლობის კენჭები, ხოლო შემდგომ  მოდის შარდმჟავას ტიპის კენჭები. დიეტის და მედიკამენტური მკურნალობის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება კენჭის ტიპის მიხედვით, რათა პაციენტმა თავიდან აიცილოს მათი განმეორებით წარმოქმნა.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თირკმლის კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად?

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თირკმელების კენჭების თავიდან ასაცილებლად, არის ბევრი წყლის მიღება ყოველდღიურად. ეს დაგეხმარებათ, რომ ხშირად მოშარდოთ, რათა თავიდან აიცილოთ კალციუმის ან შარდმჟავას კრისტალების დაგროვება თირკმელებსა და საშარდე გზებში.

ნუ შეაფასებთ არასათანადოდ თქვენს ოფლს!

საუნა, ცხელი იოგა და მძიმე ვარჯიში, შეიძლება კარგად ჟღერდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ მათ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭები, რატომ? წყლის დაკარგვამ ოფლიანობის გამო, ფიზიკური აქტივობებისას, ან უბრალოდ ზაფხულის სიცხის გამო, შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკლებობა. რაც უფრო მეტს ოფლიანობთ, მით ნაკლებია შარდვა, რაც კენჭების გამომწვევ მინერალებს საშუალებას აძლევს დაგროვდეს თირკმელებში და საშარდე გზებში.

მიიღეთ ბევრი წყალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვარჯიშობთ ან ისეთი აქტივობების დროს, რაც ჭარბ ოფლიანობას იწვევს. უნდა დალიოთ 2-3 ლიტრი სითხე, ან 8-12 ჭიქა დღეში კარგი რაოდენობის შარდის გამომუშავებისათვის. დააზუსტეთ პირად ექიმთან თქვენთვის წყლის სწორი რაოდენობის შესახებ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ გაზირებული სასმელები (განსაკუთრებით ფრუქტოზის მაღალი შემცველობით), ტკბილი ცივი ჩაი და გრეიფრუტის წვენი.

რა სახის დიეტაა რეკომენდებული კენჭების თავიდან ასაცილებლად?

არ არსებობს ერთი სტანდარტული დიეტა კენჭების პროფილაქტიკისათვის. დიეტის რეკომენდაციების უმეტესობა ეფუძნება კენჭის ტიპს და ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული ადამიანისთვის.

 

  1. კალციუმის ოქსალატის შემცველი კენჭები – ყველაზე გავრცელებული კენჭებია

 

ოქსალატი ბუნებრივად გვხვდება ბევრ საკვებში, მათ შორის ხილსა და ბოსტნეულში, თხილსა და სხვადასხვა თესლეულში, მარცვლეულში, პარკოსნებში, ასევე შოკოლადში და ჩაიში. ზოგიერთი საკვები შეიცავს ოქსალატს მაღალი კონცენტრაციით, ესენია არაქისი, ისპანახი, ჭარხალი, შოკოლადი და ტკბილი კარტოფილი. ამ საკვების მიღების შეზღუდვა შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ კალციუმის ოქსალატის ტიპის კენჭები.

მიიღეთ კალციუმის შემცველი საკვები, როგორიცაა რძე, იოგურტი და ზოგიერთი ყველი, ასეთ დროს კალციუმი უფრო მეტად უკავშირდება კუჭსა და ნაწლავებში არსებულ ოქსალატს, რაც ხელს უშლის ამ ტიპის კრისტალების თირკმელებში მოხვერას. ეს არის ერთ-ერთი გზა, რათა შემცირდეს ასეთი თიპის კენჭების წარმოქმნა საშარდე გზებში.

კალციუმი არ არის მტერი !

ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმ გაუგებრობით, რომ კალციუმი არის კალციუმ-ოქსალატური ქვების მთავარი მიზეზი. კალციუმის დაბალი შემცველობის დიეტა რეალურად ზრდის თირკმელებში ქვების განვითარების რისკს.

ნუ შეამცირებთ კალციუმს თქვენს რაციონში. იმუშავეთ თქვენს რაციონში ნატრიუმის რაოდენობის შემცირებაზე და კალციუმით მდიდარი საკვების და ოქსალატით მდიდარ საკვების ერთდროულად მიღებაზე. კალციუმის კენჭების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზა არის 1000-1200 მგ დღეში.

ზედმეტი ნატრიუმი იწვევს შარდში მეტი კალციუმის დაგროვებას. ნატრიუმი და კალციუმი თირკმელებში ერთდროული ტრანსპორტირებით ხვდებიან, ასე რომ, თუ ნატრიუმის შემცველ საკვებს მიირთმევთ, ეს ავტომატურად გაზრდის კალციუმის მოხვედრას შარდში, ამიტომ ნატრიუმის მაღალი შემცველობის პროდუქტმა, შეიძლება გაზარდოს კალციუმის ტიპის კენჭების განვითარების რისკი. არსებობს „ფარული ნატრიუმის“ მრავალი წყარო, ესენია კონსერვირებული, ნახევრადფაბრიკატების და სწრაფი კვების პროდუქტები.

შეგიძლიათ შეამციროთ ნატრიუმის მიღება, დაბალი ნატრიუმის შემცველი საკვების არჩევით, რაც დაგეხმარებათ შარდში კალციუმის მოხვედრის შემცირებაში და ასევე დაგეხმარებათ არტერიული წნევის კორეგირებაში.

  1. შარდმჟავას შემცველი კენჭები: კიდევ ერთი გავრცელებული კენჭის ტიპი

წითელი ხორცი, ორგანოთა ხორცი და მოლუსკები შეიცავს დიდი რაოდენობით პურინებს, რაც არის ბუნებრივი ქიმიური ნაერთი ჩვენს ორგანიზმში. პურინის მაღალი მიღება იწვევს შარდმჟავას დიდი რაოდენობით გამომუშავებას, რაც ზრდის თირკმელების მიერ შარდმჟავა კრისტალების გამოყოფას. შარდმჟავას მაღალი კონცენტრაცია ზრდის შარდის მჟავიანობას და აადვილებს შარდმჟავას ტიპის კენჭების წარმოქმნას.

შარდმჟავას კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, შეამცირეთ პურინის შემცველი საკვები, როგორიცაა წითელი ხორცი, სხვადასხვა ორგანოთა ხორცი, ლუდი/ალკოჰოლური სასმელები, ხორცის ღვეზელები, სარდინი, ანჩოუსი და მოლუსკები. დაიცავით ჯანსაღი დიეტა, რომელიც მოიცავს ძირითადად ბოსტნეულს და ხილს, მარცვლეულს და უცხიმო რძის პროდუქტებს. შეზღუდეთ შაქრის შემცველი ტკბილი საკვები და სასმელი, განსაკუთრებით ფრუქტოზის სიროფის შემცველი პროდუქტი. შეზღუდეთ ალკოჰოლი, რადგან მას შეუძლია გაზარდოს შარდმჟავას დონე სისხლში და თავიდან აიცილოთ მოკლევადიანი დიეტა იმავე მიზეზით. ცხოველური წარმოშობის ცილების შემცირება და მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება ხელს შეუწყობს შარდის მჟავიანობის შემცირებას, რამაც შესაძლოა შეამციროს შარდმჟავას ტიპის კენჭების წარმოქმნა.

დაეხმარება თუ ავნებს, ვიტამინის ან მინერალური დანამატის მიღება კენჭების წარმოქმნის შემცირებას ?

B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც შეიცავს თიამინს, რიბოფლავინს, ნიაცინს, B6 და B12-ს, არ არის დადასტურებული, რომ საზიანოა თირკმლის კენჭების მქონე ადამიანებისათვის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ B6 ვიტამინი შესაძლოა რეალურად დაეხმაროს ადამიანებს შარდში ოქსალატის მაღალი შემცველობის დროს, მაგრამ C ვიტამინის, D ვიტამინის, თევზის ღვიძლის ზეთის ან კალციუმის შემცველი სხვა მინერალური დანამატების გამოყენების შესახებ, უმჯობესია მიმართოთ თქვენს ექიმს ან დიეტოლოგს, რადგან ზოგიერთმა დანამატმა შეიძლება გაზარდოს კენჭის წარმოქმნის რისკები.

 

ზოგადი რეკომენდაციები თირკმლის კენჭების დროს

  • დალიეთ ბევრი სითხე: 2-3 ლიტრი წყალი დღეში. ეს მოიცავს ნებისმიერი სახის სითხეს, როგორიცაა წყალი, ყავა და ლიმონათი, რომლებსაც დადასტურებულია, რომ აქვთ სასარგებლო ეფექტი და არ შეიცავს გრეიფრუტის წვენისა და სოდას
  • სითხის ჭარბად მიღება უწყობს ხელს ნაკლებად კონცენტრირებული შარდის გამომუშავებას და უზრუნველყოფს შარდის კარგ მოცულობას, მინიმუმ 2.5 ლ/დღეში
  • შეზღუდეთ ოქსალატის მაღალი შემცველობის საკვები, განსაკუთრებით: ისპანახი, კენკრა, შოკოლადი, ქატო, თხილი, ჭარხალი, ჩაი
  • მიირთვით კალციუმით მდიდარი პროდუქტი, სხვა ტიპის კვებასთან ერთად
  • მოერიდეთ კალციუმის დანამატების მიღებას (მათი მიღება ინდივიდუალური უნდა განისაზღვროს თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად)
  • მიირთვით ზომიერი რაოდენობით ცილა
  • პროტეინის ჭარბი მიღება გამოიწვევს თირკმელებისგან მეტი კალციუმის გამოყოფას, რაც ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს
  • მოერიდეთ მარილის ჭარბად მიღებას
  • ნატრიუმის ჭარბი მიღება ზრდის კალციუმის დონეს შარდში, რაც ზრდის კენჭების გაჩენის რისკს
  • მარილის დიეტა ასევე მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულირებისათვის
  • მოერიდეთ C ვიტამინის დანამატების მაღალ დოზებს
  • რეკომენდირებულია C ვიტამინის 60 მგ/დღეში მიღება (აშშ-ის დიეტოლოგიური რეკომენდებული დღიური ნორმა), ჭარბი რაოდენობით მიღებამ, 1000 მგ/დღეში ან მეტი, შეიძლება გამოიწვიოს ოქსალატის ჭარბი გამომუშავება ორგანიზმში

 

 

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში.”

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური  დაავადებების მართვაში.”
სიახლეები

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში.”

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი — ინოვაციების ლიდერი ამიერკავკასიაში!

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში — ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში!

ჰოსპიტალი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

მიკრო ულტრაბგერა 29MHz პროსტატის კიბოს სკრინინგსა და ადრეულ დეტექციაში

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის  როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს
სიახლეები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია შესაბამისი დიეტით და ჰიდრატაციის როლი სხვა და სხვა ტიპის კენჭების დროს

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური  დაავადებების მართვაში.”
სიახლეები

კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში.”

პირველად საქართველოში და რეგიონში: პროსტატოს კიბოს უმტკივნეულო მკურნალობა — რობოტული ულტრაბგერითი თერაპია! (Focal One)
em-em-te

რობოტული ტექნოლოგიები უროლოგიაში — ნამდვილი გადატრიალება მედიცინაში!

ჰოსპიტალი
რობოტული ქირურგიის ცენტრი

მიკრო ულტრაბგერა 29MHz პროსტატის კიბოს სკრინინგსა და ადრეულ დეტექციაში

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)
სიახლეები

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მე-40 ყოველწლიურ კონგრესზე (EAU25)

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?
გინეკოლოგიური ცენტრი

ქალებში შარდის შეუკავებლობა, როგორია პრობლემის მოგვარების მეთოდი რობოტული ოპერაციით?

2025 © KRC

  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ჩვენი ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • რობოტული ქირურგია
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • რობოტული ქირურგიის ცენტრი
    • გინეკოლოგიური ცენტრი
    • ონკოლოგიური ცენტრი
    • ქირურგიული ცენტრი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია
    • რენტგენდიაგნოსტიკა
    • მიკროულტრაბგერა
    • ექოსკოპია
    • ლაბორატორია
  • სიახლეები
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი
  • უკუკავშირის კითხვარი
  • ვიზიტის დაჯავშნა
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • EN
  • RU

2025 © KRC