ვიდეოში, ცნობილი პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობოტული ქირურგი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი გვიზიარებს ინფორმაციას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემის გადაჭრის შესახებ.
“მაშასადამე, ჯამში გვაქვს 3 ტიპის შეუკავებლობის მიზეზი: ეს არის ურგენტული შეუკავებლობა, რომელიც ინკურნება მედიკამენტოზურად. მეორე ეს არის სტრესშეუკავებლობა, სიმძიმის აწევისას, შრომისას, რომელსაც ჭირდება ქირურგიული ჩარევა და არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის მინიმალური ინვაზიური ქირურგიული მიმართულება. მესამე ეს არის ფისტულები, რომელიც, არც თუ ისე იშვიათად, წარმოადგენს გართულებას გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ. ამისთვის შესაძლებელია რობოტ-ასისტირებული ქირურგიული ჩარევები.“- გურამ ქარაზანაშვილი.
რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადაბრძანდით ბმულზე: https://shorturl.at/GK9lx