MMT ჰოსპიტალი
(+995) 322 23 40 23
HOSPITALMMT@GMAIL.COM
თბილისი, ჩაჩავას ქუჩა N1, მე-9 სართული
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ
MMT ჰოსპიტალი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

როგორ მუშაობს Focal One? (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)

16/03/2023
რუბრიკა სიახლეები
რუთი

Focal One (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) განკუთვნილია პროსტატის ლოკალიზებული კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. რუთის უნიკალურმა, დამზოგველმა რობოტულმა ტექნოლოგიამ ის   ახალი კარი გახსნა,  სადაც მამაკაცებს შეუძლიათ დაამარცხონ პროსტატის კიბო, შეინარჩუნონ პროსტატა, ნორმალური  სქესობრივი ფუნქცია, შარდის შეკავების უნარი და საავადმყოფო სულ  რამდენიმე საათში ჯანმრთელებმა დატოვონ.რუთით მკურნალობა

Focal One (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) პროსტატის კიბოს  ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური, ტრადიაცული რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის უზუსტესი რობოტული მეთოდია, რომლის ტექნოლოგია  მიმდებარე ქსოვილზე ან სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს . ანადგურებს პროსტატის კიბოს ზუსტი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებით პროსტატის დაავადებული ქსოვილზე, პროსტატის კონკრეტულ უბანში. იგი იყენებს ულტრაბგერით ენერგიას და არა რადაქტიულ გამოსხივებას. ულტრაბგერითი ენერგია, ანუ ბგერითი ტალღები უვნებლად გაივლის სწორი ნაწლავის კედლეს და ფოკუსირდება პროსტატის სასურველ ადგილებში, რომელიც განსაზღვრულია მიკრო-ექოსკოპიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით  ან ულტრაბგერით.

Focal One (რუთი) მუშაობს მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების, ულტრაბგერის და ბიოფსიის მონაცემების შერწყმით. იძლევა პროსტატის   დეტალურ 3D ხედებს, რითაც შესაძლებელია პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტი კონტურების დადგენა. ვინაიდან ექიმს შეუძლია პროსტატის დანახვა სამ განზომილებაში, მკურნალობა იგეგმება  ამ 3D გამოსახულების საფუძველზე და შემდეგ ტარდება რობოტუული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი).

რობოტული სისტემა იმგვარადაა  დაპროგრამებული, რომ პროსტატის მხოლოდ იმ ნაწილს ეძებს და ანადგურებს მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, რომელიც დაზიანებულია.

Focal One (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია)  შედგება სამკურნალო მაგიდისა და მართვის პანელისგან, (ვიზუალიზაციის ზონდი და თერაპიის ზონდი) რომელსაც აკონტროლებს ექიმი, სანამ მკურნალობა ტარდება. პაციენტი წევს კომფორტულად, გვერდით პოზიციაში სამკურნალო მაგიდაზე.

პროცედურის მაქსიმალური სიზუსტისა და უსაფრთხოების მიზნით, უროლოგი მხოლოდ გეგმავს ნავიგაციას დაავადებული ადგილისკენ,  შემდგომ ქმედებებს კი  რობოტი ახორციელებს. რობოტული  სისტემა  ავტომატურად მიმართავს ზონდს სიმსივნის მდებარეობისკენ. რობოტი ზუსტად ასრულებს ინსტრუქციას, მილიმეტრამდე ზუსტი მოძრაობებით, რაც შეუძლებელია ხელით მუშაობისას, ანადგურებს მხოლოდ  დაზიანებულ ადგილს და საჭიროებისამებრ რეგულირდება რეალურ დროში. როგორც აღვნიშნეთ , რუთ-ი  ეყრდნობა ზუსტ ვიზუალიზაციას, რომლის მიზანია  უკვე კონტურირებული დაზიანებული ადგილის მკურნალობა. რობოტული ულტრაბგერითი თერაპიისას შესაძლებელია

-მკურნალობის მონიტორინგი

– პროცესის ნებისმიერ დროს პაუზა

–  სამკურნალო ჭრილის შეცვლა

-რეალურ დროში პაციენტის კვლევების მონაცემების მოხმობა (საწყისი მდგომარეობა, ბიოფსიის ანგარიშები,და ა.შ.) და გადახედვა მკურნალობის შეწყვეტის გარეშე

– ვირტუალური 3D  მეთვალყურეობა  მკურნალობის პროცესზე

ის, რაც რუთ-ს წარმოაჩენს, როგორც რობოტული ტექნოლოგიის მიღწევას, არის მისი ინტელექტი და მორგებული მკურნალობა. უროლოგს შეუძლია უზრუნველყოს პერსონალური პროცედურა, პროსტატის ანატომიის, პაციენტის სურვილებისა და თუნდაც პროსტატაზე ადრე ჩატარებული სხვა პროცედურის, მაგალითად უშედეგო სხივური თერაპიის გათვალისწინებით. კერძოდ, რუთი:

 

  • იძლევა პროსტატის მთლიანად, ნაწილობრივ ან ფოკუსურად მკურნალობის საშუალებას
  • ასევე არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ანადგურებს პროსტატის კიბოს სპეციალურ რეჟიმში, მაშინაც კი თუ სხვა მეთოდით მკურნალობა (მაგალითად სხივური თერაპია) იყო უშედეგო.

რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობისას არ ხდება გაჭრა სხეულზე, შესაბამისად არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან, არ საჭიროებს პუნქციას, უცხო ნივთიერებები არ რჩება სხეულში, არ საჭიროებს მაიონიზებელ, რადიაქტიულ გამოსხივებას, პაციენტს უნარჩუნდება პროსტატა, პოტენცია და შარდის შეკავების უნარი, ხორციელდება ზუსტი დამიზნება დაზიანებულ ქსოვილზე , არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან მრავლობით მკურნალობის სეანსებს, კლინიკიდან ეწერებით რამდენიმე საათში და, რაც მთავარია,  პროცედურა რობოტულად ხორციელდება. რუთის  ეს ავტომატიზირებულობა  მნიშვნელოვნად აძლიერებს მკურნალობის უსაფრთხოებას.

გაზიარებაგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა
წინა სტატია

რით განსხვავდება Focal One?

შემდეგი სტატია

ისტორიული დღე საქართველოსა და რეგიონისათვის – MMT ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს უოპერაციო, რობოტული მეთოდით მკურნალობა დაიწყო!

ასევე გაეცანით

MMT ჰოსპიტალი
ონკოლოგია

რობოტული ტექნოლოგია, პროსტატის სიმსივნის მკურნალობა უოპერაციო და რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი მეთოდით

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში
სამედიცინო აპარატურა

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა
სიახლეები

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა
სიახლეები

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სიახლეები

MMT ჰოსპიტალი
ონკოლოგია

რობოტული ტექნოლოგია, პროსტატის სიმსივნის მკურნალობა უოპერაციო და რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი მეთოდით

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში
სამედიცინო აპარატურა

განახლებული სტაციონარული განყოფილება MMT Hospital-ში

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა
სიახლეები

24-25 ნოემბერს ზუგდიდის MMT Lifeline-ს ექიმი უროლოგი დავით ზახაროვი ეწვევა

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა
სიახლეები

25 ნოემბერს ქუთაისის MMT Lifeline-ს მამაკაცთა ჯანმრთელობის და პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯალიანი ეწვევა

24 ნოემბერს ბათუმის MMT Lifeline-ს უროლოგი ვიტალი ჩაკვეტაძე ეწვევა
სიახლეები

24 ნოემბერს ბათუმის MMT Lifeline-ს უროლოგი ვიტალი ჩაკვეტაძე ეწვევა

პროსტატის მიკროექოსკოპული დამიზნებითი ფიუჟენ ბიოფსია
სიახლეები

ტრანსპერინეული ბიოფსია

  • ანდროლოგია
  • გინეკოლოგიური ჰაბი
  • ონკოლოგია
  • უროლოგიური ჰაბი
  • ქირურგია

2023 © MMT Hospital

  • MMT ჰოსპიტალი
  • ჩვენ შესახებ
    • ჰოსპიტალი
    • ექიმები
    • სამედიცინო აპარატურა
    • გამოხმაურებები
    • ხარისხის კონტროლი
  • სერვისები
    • უროლოგიური ჰაბი
    • გინეკოლოგიური ჰაბი
    • ონკოლოგია
    • ქირურგია
  • პაციენტებისთვის
    • სიახლეები
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • გამოკვლევები
    • მკურნალობის მეთოდები
    • ექიმთან ჩაწერა
  • პაციენტების ისტორიები
  • კონტაქტი
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ENGLISHENGLISH
  • РУССКИЙРУССКИЙ

2023 © MMT Hospital