პროსტატის კიბოს სკრინინგი. • MMT ჰოსპიტალი - უროლოგიური და გინეკოლოგიური ჰაბი

პროსტატის სკრინინგი

უროლოგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი.

პროსტატის კიბოს სკრინინგში მიკრო-ექოსკოპიის ჩართვით, სკრინინგის შედეგი გაცილებით საიმედო და სრულყოფილი გახდა!

რა უპირატესობა აქვს მიკროექოსკოპიას პროსტატის კიბოს სკრინინგისას?

მიკროექოსკოპი ExactVu Micro-Ultrasound System არის პროსტატის დაავადებათა სკრინინგისათვის მოწოდებული ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი ტექნოლოგია, უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად.

თუ ჩვეულებრივი ექოსკოპიის აპარატების ულტრაბგერის რხევის სიხშირე 6-7 მეგაჰერცს არ აღემატება, უახლესი მოდელის მიკროექოსკოპს, 29 მეგაჰერცი სიხშირის ულტრაბგერის გენერირების წყალობით, გარჩევადობის უნიკალური უნარი და უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა აქვს.

ნატიფი, ზემოგრძნობიარე საიდენტიფიკაციო სისტემის წყალობით, ექიმ-სპეციალისტს ყველაზე მაღალი სიზუსტით შეუძლია შეაფასოს თუ რამდენად აუცილებელია პაციენტისთვის ბიოფსიის ჩატარება, და იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია, სისტემა ბიოფსიისათვის ყველაზე აქტუალური უბნების შერჩევის საშუალებას იძლევა, რაც უმაღლესი სიზუსტის დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბრმა, უმართავი და დაუმიზნებელი ბიოფსიების ეპოქა დასრულდა უროლოგიაში! მიკრო-ულტრაბგერის სისტემა პაციენტებს 300 %-ით გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა და 300 %-ით ეფექტური ბიოფსიის საშუალებას აძლევს!

გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში უკვე დაინერგა ეს უახლესი ტექნოლოგია!

შესაბამისად,  პროსტატის  დაავადებების  სკრინინგისა  და  ზუსტი დიაგნოსტიკისათვის,  აღარ  არის  საჭირო  მრავალეტაპიანი  კვლევების ჩატარება.  კერძოდ,  საქართველოსა და რეგიონის  სხვა  კლინიკებში, სადაც  არ  არსებობს  მიკროექოსკოპი,  პროსტატის  სპეციფიკური  ანტიგენის  (PSA) გაზრდილი  მაჩვენებლის  შემთხვევაში,  პაციენტს,  ჩვეულებრივ, დიაგნოსტიკური კვლევების მთელი კასკადი ელოდება:
პირველ ეტაპზე უტარდება ტრადიციული ექოსკოპიური კვლევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ავლენს პროსტატაში არსებულ გადაგვარებულ უბნებს, მით უფრო, მცირე ზომის სიმსივნურ კერებს და კიბოზე ეჭვისას, დიაგნოზის დასაზუსტებლად, პაციენტს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარების რეკომენდაცია ეძლევა.

100 %-იანი სიზუსტით დასკვნას არც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა და მის მიერ წინამდებარე ჯირკვალში საჭვო უბნების გამოვლენისას, საბოლოო დიაგნოზისთვის, ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება ბიოფსიის ჩატარება;

სისტემური ბიოფსიის ჩატარება გულისხმობს პროსტატის რამდენიმე უბნიდან ქსოვილოვანი მასალის აღებას მიკროსკოპული შესწავლისათვის. იმის გამო, რომ ჩვეულებრივი, ტრადიციული ექოსკოპიით ვერ ხერხდება სიმსივნური კერების სრულფასოვნად იდენტიფიკაცია და მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან მასალის მოპოვება, პაციენტებს 12 ბიოპტატს უღებენ, წინამდებარე ჯირკვლის 12 სხვადასხვა უბნიდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი მეთოდით ჩატარებული ბიოფსიის შემდეგ, სიმსივნური უჯრედების  არგამოვლენა,  სრულად მაინც ვერ გამორიცხავს  პროსტატის სიმსივნის არსებობას. მაშინ როცა, მიკროექოსკოპიური კვლევა, პროსტატის კიბოს პრაქტიკულად 100 %-იანი სიზუსტით დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა!

ამგვარად, MMT-ჰოსპიტალი – ქვეყნისა და რეგიონის ლიდერი კლინიკა, საშუალებას აძლევს საქართველოსა და რეგიონის მოსახლეობას ჩაიტაროს პროსტატის დაავადებათა მაღალი დონის სკრინინგი, უახლესი მიკროექოსკოპით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამიზნებითი ბიოფსია, მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან, ზედმეტი ჩხვლეტისა  და  უსიამოვნებების გარეშე!

რაც მთავარია, მიკროექოსკოპიის დახმარებით პაციენტებს დროისა და ფინანსების დაზოგვის უნიკალური შანსი ეძლევათ! აღარ სჭირდებათ ცალკეული კვლევებისათვის სხვადასხვა ცენტრში სიარული, რამდენიმე სპეციალისტთან ვიზიტი, დამატებით ძვირადღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, შეუძლიათ ერთ კლინიკაში, ერთ სივრცეში, ერთ ვიზიტზე, ერთ ექიმთან ჩაიტარონ პროსტატის სრულყოფილი გამოკვლევა!

ამგვარად, მიკროექოსკოპია შეუცვლელია პროსტატის კიბოს სკრინინგში და MMT-ჰოსპიტალში პაციენტებს ერთ ვიზიტზე შეუძლიათ ჩაიტარონ 300 %-ით გაუმჯობესებული ულტრათანამედროვე კვლევა, ისე, რომ აირიდონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და არასაჭირო, დაუმიზნებელი ბიოფსია!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

გაზიარება:
თეგები:
  • პროსტატის სკრინინგი
  • უროლოგი
ვიზიტის დაჯავშნა

ჩაეწერე ექიმთან ვიზიტზე