
საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო Best Western-ში გაიმართა კონფერენცია

პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის — „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში“.


კონფერენციის მოდერატორები არიან ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი და წამყვანი უროლოგი გიორგი კალანდია.

ღონისძიებაზე განხილულია ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მართვის, შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეების, საშვილოსნოს პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის, უროგინეკოლოგიური დაავადებების, პროსტატისა და ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკის მიმართულებით.


კონფერენციას ესწრებიან – უროლოგები, ონკოლოგები, ოჯახის ექიმები და რადიოლოგები მთელი რეგიონიდან.