საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კვალიფიკაცია: 2012 წ. – ბერლინი, გერმანია; 2005-2006 წ. – ბონი, გერმანია; 2000-2001 წლები. – მალმო, შვედეთი; 1997-1998 წ. – ბონი, გერმანია; 1996 წ. – ოფენბახი მაინზე, გერმანია; 1995 წ. ნაიმეგენი – ჰოლანდია; 1991-1997 წ, მოსკოვი, რუსეთი; უროლოგის ლიცენზია მიღებული აქვს გერმანიაში.
სამეცნიერო საქმიანობა: საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი პროსტატის კიბოზე სამეცნიერო კვლევებისთვის – 25.05.2011; ამერიკის უროლოგთა ასოციაციის სამეცნიერო წევრი 2010 წლიდან;
ევროპის უროლოგთა ასოციაციის კლინიკური კვლევების ოფისის წევრი 2008 წლიდან; ევროპის უროლოგთა ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალის – „ევროპის უროლოგია“ – რეცენზენტი 2005 წლიდან; ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია – 2006 წ; ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციების აკადემიური გაცვლის პროგრამის მონაწილე 2003 წ; სადოქტორო დისერტაციის დაცვა 2002 წ;
შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია 2000 წ; პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის, პროგრესი და წინააღმდეგობანი ონკოუროლოგიაში – როტერდამი, ჰოლანდია 1998; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია 1997 წ; გერმანიის უროლოგთა საზოგადოების სტიპენდია – 1996 წ; ევროპის უროლოგთა ასოციაციის სტიპენდია 1995; ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი 1995 წლიდან; საკანდიდატო დისერტაციის დაცვა – 1991 წ. (ქ. მოსკოვი); ამერიკულ და ევროპულ ჟურნალებში სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.
მინი-დოსიე: დაამთავრა კომაროვის სახელობის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
სახელობითი სტიპენდიანტი და წარჩინებული სტუდენტი, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ევროპულ კლინიკებში მიემგზავრება.
ბატონი გურამი საქართველოში ერთადერთი ადამიანია მედიცინის დარგში, რომელსაც მიღებული აქვს ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია სამეცნიერო მუშაობისთვის.
ის ასევე, გახლავთ შვედეთის ინსტიტუტის, დაადისა და ავსტრიულ-ამერიკული ფონდის სტიპენდიანტი; გერმანიისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციის სტიპენდიების მფლობელი. ყველაზე დიდი პერიოდი ბატონმა გურამმა ბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაჰყო. ეს იყო ევროპული სკოლის პრაქტიკისა და გამოცდილების საერთაშორისო დონის სასტარტო პერიოდი.
არ დარჩენილა თითქმის არცერთი საერთაშორისო კლასის კლინიკა, სადაც ბატონ ქარაზანაშვილს პროფესიული შეხება არ ჰქონოდა. 2007 წლიდან ის ინტენსიურად მკვიდრდება ქართულ სამედიცინო ბაზარზე და ვაკის „ლეჩკომბინატის” ბაზაზე აყალიბებს უროლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მანამდე კლინიკაში საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ,,ლეჩკომბინატის” პრივატიზაციის შემდგომ მისივე კლინიკა რკინიგზის საავადმყოფოში გადააქვს და აყალიბებს „ემ-ემ-ტე” ჰოსპიტალს.
გურამ ქარაზანაშვილი საქართველოში ერთადერთი უროლოგია, რომელსაც სახელმწიფო პრემია აქვს მინიჭებული. ამავე დროს ის აღიარებულია, როგორც საერთაშორისო ექსპერტი, რისი დასტურიცაა ის უმაღლესი რანგის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მოეწყო გურამ ქარაზანაშვილის თაოსნობით და რომელშიც მონაწილეობდნენ უროლოგიური „თანავარსკვლავედი” აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. აღნიშნული კონფერენციის უმაღლესი სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულებიდან გამომდინარე, ის ფინანსდებოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
– ბატონო გურამ, „ემ-ემ-ტე” ჰოსპიტალი დღეს ქართულ სამედიცინო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიული დონის კლინიკაა. რა ტიპის მომსახურებას მიიღებენ აქ მოსული პაციენტები?
გურამ ქარაზანაშვილი: ჩვენთან კეთდება ყველა ტიპისა და სირთულის უროლოგიური ოპერაციები: ლაპარასკოპიული და მინიმალურ-ინვაზიური (ენდოსკოპიური) უროლოგიური ოპერაციები; მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები; ბავშვებში შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი ანომალიების აღდგენა;
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში ტარდება კომბინირებული უროგინეკოლოგიური ოპერაციები, როცა პაციენტს აქვს უროლოგიური და გინეკოლოგიური სფეროს ერთდროული დაზიანება, სადაც საჭიროა, არა
მხოლოდ უროლოგის, არამედ გინეკოლოგის ჩარევაც და როდესაც ერთი ქირურგიული ჩარევით, ერთდროულად მოხდება უროლოგიური და გინეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა.
ჩემთან, როგორც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტთან უროლოგიაში, ხშირად მოდიან პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ურთულესი ონკოლოგიური ანდა აღდგენითი ქირურგიული ჩარევები და რომლებიც ცდილობენ, ეს დახმარება დიდი წვალების ფასად მიიღონ უცხოეთში. საბედნიეროდ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ეს ოპერაცია ვერ განგვეხორციელებინა ჩვენს კლინიკაში და პაციენტი იძულებული გამხდარიყო დახმარების საძებნად უცხოეთში წასულიყო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისათვის ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ონკოლოგიური თუ აღდგენითი უროლოგიური ოპერაციები და საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ ამ მიზნით უცხოეთში გამგზავრება.
– დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული კვლევები თუ მიმდინარეობს კლინიკაში?
– ყველა ტიპის ლაბორატორიული კვლევა; ექოსკოპია ტრანსრექტალურად, ტრანსვაგინალურად, ტრანსაბდომინურად; ბიოფსიები ექოსკოპიის კონტროლით; ურორენტგენოლოგიური კვლევები და სხვა.
– როგორია კლინიკის მიდგომა პაციენტისადმი?
– ჩვენი კომპანიის ფილოსოფიაა – ორიენტაცია პაციენტის ჯანმრთელობაზე.
ამისთვის ჩვენ მუდმივ დინამიკურ პროცესში ვიმყოფებით: აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის საერთაშორისო პროფესიონალურ ასოციაციებთან და ჩვენს ჰოსპიტალში ვნერგავთ მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებულ, წარმატებული მკურნალობის ტექნოლოგიებს. ჩვენს მრავალპროფილურ (უროლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია) ჰოსპიტალში მხოლოდ დარგის წამყვანი სპეციალისტების მუშაობენ, რაც წარმატებული მკურნალობის ძირითადი გარანტიაა.
ჰოსპიტალში მუდმივად ხდება სამედიცინო აპარატურის განახლება, რაც მაღალტექნოლოგიური, მცირედ ინვაზიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა.
– ბატონო გურამ, თქვენი წარმატებული ოპერაციების შემდგომ რა შეგრძნება გაქვთ?
– ოპერაციის შემდეგ მიღებული პოზიტიური შედეგი განუზომელი ბედნიერებაა. ამას წინათ 15 წლის ახალგაზრდას გავუკეთეთ ხელოვნური შარდის ბუშტი ნაწლავისგან. პრაქტიკულად, ამ ადამიანს მივანიჭეთ ახლიდან ცხოვრების სიამოვნება.
აქამდე ის დადიოდა პამპერსით, ხოლო ამ ოპერაციის შემდგომ სრულფასოვან ცხოვრებას დაიწყებს. მიანიჭო ადამიანს ჯანმრთელობა შენი ხელებით, შენი საქმიანობით, ეს დიდი ბედნიერებაა. ეს გვაძლევს სასიცოცხლო ძალას, ღირს ამისთვის მუშაობა!
მისამართი: ,,მმტ” ჰოსპიტალი. ლუბლიანას ¹5. მე-9 სართული. თბილისი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო. ტელ: 223-40-23
საუკეთესო პროფესიონალი ! მადლობა, რომ ხართ!
. მადლობა , დედის სიცოცხლისთვის !