> "> • MMT ჰოსპიტალი

კითხვის ავტორი: ინგა

22/09/2018

შეკითხვა:

გამარჯობათ მაინტერესებს პროსტატის გამოკვლევები და ოპერაცია რა დაგვიჯდება . ფოთში გვითხრეს რომ საკმაოდ დიდი ზომისაა პროსტატა გვინდა თბილისში წამოვიდეთ და რა თანხებთან გვექნება საქმე რომ მომზადებული წამოვიდეთ გთხოვთ გაგვარკვიოთ .გმადლობთ

პასუხი:

მოგესალმებით ინგა,
ჩვენს კლინიკაში პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი დიდი ზომის პროსტატის ადენომებსაც კი ენდოსკოპიური (გაჭრის გარეშე) მეთოდით აკეთებს. ამ ოპერაციის სრული ღირებულება გახლავთ 2600 ლარი. ფასი მოიცავს ყველა სადიაგნოსტიკო კვლევას, ოპერაციის ღირებულებას და საწოლ დღეებს. პირველ ეტაპზე (პროფესორთან ვიზიტი და სადიაგნოსტიკო კვლევები) დაგჭირდებათ 600 ლარი, დანარჩენ თანხას ნაწილობრივ დაგიფინანსებთ საყოველთაო დაზღვევა.
მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მეილზე  info@138.201.197.207 ან ფეისბუქზე
და მენეჯერი დაგიკავშირდებათ.
შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ ქეის მენეჯერს:  032 2 23 40 23, 571–311–155
გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

მსგავსი კითხვები
კითხვის ავტორი: Qet
სრულად
კითხვის ავტორი: ანა
სრულად
კითხვის ავტორი: გიგა
სრულად