> "> • MMT ჰოსპიტალი

კითხვის ავტორი: ზაზა

21/08/2018

შეკითხვა:

გამარჯობათ,სექსის შემდეგ მაქვს ყავისფერ ნარევი სპერმა,ორგაზმის შემდგომ წვა და მიჭირს ერექცია,ამის გარდა არანაირი სხვა სიმპტომი არც ტკივილი არც სიცხე ან ჯანმრთელობის გაუარესება,არც წარსულში მქონია სექსუალური პრობლემები.სექსი მქონდა დაცული და ძალიან დიდ ხანს არ მქონდა ორგაზმი 1 საათი დაახლოებით(ხელოვნურად)ანუ შეკავება,გავეცანი ყველანაირ ინფორმაციას ჰემატოსპერმიასთან დაკავშირებით მარა იმდენი რაღაც შეიძლება იყოს ვერაფერი გავიგე.გთხოვთ უბრალოდ მომაწოდოთ ინფო მსგავსი სიმპტომების შემდეგ უფრო ხშირად რასთან გვაქვს საქმე,ვარ 27 წლის.გმადლობთ წინასწარ!

პასუხი:

ჰემოსპერმია შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც უვნებელ და მარტივად მოსაგვარებელ პრობლემას, ასევე მძიმე პათოლოგიებს, მათ შორის სიმსივნურ დაავადებებს, ზეპირად ამის განსაზღვრა შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა: სპერმის ანალიზი და ექოსკოპიური კვლევა მაინც დასაწყისისთვის, ამის შემდეგ გადაწყდება კიდევ რა იქნება საჭირო. უნდა მობრძნდეთ კლინიკაში და გირჩევთ, ეს დროულად გააკეთოთ.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

მსგავსი კითხვები
კითხვის ავტორი:
სრულად
კითხვის ავტორი: თამრიკო
სრულად
კითხვის ავტორი: ინგა
სრულად