კითხვის ავტორი: zaur



შეკითხვა:

პირველ რიგში მოგელამებით რაზე გაწუხებთ ირთ თვის უკან გავიკეთე ვარიკოცელის ოპერაცია სამხედრო ჰოსპიტალში და ტკივილები ისე მაქ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა ეს მაინტერესებს და კიდევ ერთი რამ სანამ ოპერაციას კავიკეთებდი ერთი კვირით ადრე სექსუალური კავშირის დროს სპერმასთან ერთად სისხლი გადმომივიდა და ძან შეშინებული ვარ ექიმო და რამე რომ მირჩიოთ ქთხოვთ წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენს პასუხს დაველოდები

პასუხი:

სპერმაში სისხლი შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა უროლოგიური დაავადებების დროს. ეს სიმპტომი ზოგადად საყურადღებოა და აუცილებელია მისი მიზეზის დადგენა. ჭეშმარიტი ჰემოსპერმია (სისხლიანი სპერმა) შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. არსებეობს ცრუ ჰემოსპერმიაც, როცა სპერმაში სისხლი შარდსადენიდან შეერევა.

ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში არის ხოლმე დისკომფორტი, მაგრამ ზეპირად ძნელია კონკრეტულად რამის თქმა. კარგი იქნება უროლოგთან მორიგი ვიზიტი მდგომარეობის შესაფასებლად.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: