საშვილოსნოს დაწევა

საშვილოსნოს დაწევა

საშვილოსნოს დაწევა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნო დანამატებითურთ ქვემოთ ეშვება (ამ დროს საშვილოსნოს ყელი არ სცილდება სასქესო ნაპრალს); დროთა განმავლობაში აღნიშნულ პათოლოგიურ მდგომარეობას შესაძლოა ორგანოს ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა მოჰყვეს.

საშვილოსნოს ნაწილობრივი გამოვარდნის დროს მისი ყელი სცილდება სასქესო ნაპრალს. სრული გამოვარდნის დროს კი ყელთან ერთად ტანიც გამოდის სასქესო ნაპრალიდან. ამ დროს ფაქტიურად საშოს კედლების გამოვარდნაც აღინიშნება.

საშვილოსნოს დაწევის მიზეზი მენჯის ფუძის კუნთებისა და შესაბამისი საფიქსაციო (იოგოვანი) აპარატის სისუსტეა. ამ უკანასკნელს თავის მხრივ იწვევს მრავალჯერ მშობიარობა, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები, მძიმე ფიზიკური სამუშაო, მშობიარობის შემდგომი მძიმე პერიოდი, ასაკობრივი ცვლილებები სასქესო ორგანოებში და სხვა. რისკ ჯგუფს ქმნიან მრავალჯერ ნამშობიარები და ასაკოვანი ქალები. რამდენადაც საშვილოსნოს დაწევას მუცლის ღრუში წნევის მატება უწყობს ხელს, რისკ-ფაქტორებს შორის უნდა გამოიყოს აგრეთვე გაცხიმოვნება, ქრონიკული ყაბზობა, სიმძიმეების აწევასთან დაკავშირებული სამუშაო. გოგონებს, ახალგაზრდა და არანამშობიარებ ქალებს საშვილოსნოს დაწევა, როგორც წესი, არ უვითარდებათ.
საშვილოსნოს დაწევის მანიშნებელია სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, მქაჩავი ტკივილები საშოს და კუდუსუნის მიმართულებით, ზოგჯერ წელისკენ ირადიაციით. აგრეთვე ყაბზობა, შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის, სიარულის დროს, შარდვის გახშირება და სხვა.

დაწევა

ნორმალური საშვილოსნო                 საშვილონოს დაწევა                  საშვილოსნოს გამოვარდნა         

 

იზოლირებულად მხოლოდ საკვერცხეების დაწევა შედარებით იშვიათია. საკვერცხეები, ჩვეულებრივ, ფალოპის მილებთან და საშვილოსნოსთან ერთად იცვლიან ადგილმდებარეობას. სასქესო ორგანოთა პტოზი (ანუ დაწევა) ჩვეულებრივ ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენისთანავე მისი პროგრესირებადი ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის დაწყება.

დროულად მიაკითხეთ ექიმს, ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები საკვერცხეების სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად, შეამოწმეთ მათი ფუნქცია და ამა თუ იმ სახის დარღვევის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის მკურნალობას;

დროულად დაიწყეთ ზოგადგამაჯანსაღებელი, იოგოვანი აპარატის განმამტკიცებელი და ტონუსის ასამაღლებელი სპეციალური ვარჯიშები. არ დაიზაროთ და აღნიშნული ვარჯიშები ყოველდღიურ წესად დანერგეთ;

გახსოვდეთ, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მენჯის, შორისისა და მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, მათი ტონუსის ამაღლება (მაგალითად ძალიან კარგ ეფექტს იძლევა კეგელის ვარჯიშთა კომპლექსი).

კონსერვატული მკურნალობა მოიცავს აგრეთვე წყლის პროცედურებსა და ესტროგენებით (ქალის სასქესო ჰორმონებით) შენაცვლებით თერაპიას. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა იოგოვანი აპარატის განმტკიცებას. მკურნალობის განსაზღვრა ყველა შემთხვევაში ექიმის მიერ ინდივიდულურად, ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე და პტოზის ანუ ორგანოს დაწევის ხარისხის შესაბამისად ხდება!

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს დაწევის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : mmthospital

    მობრძანდით კლინიკაში და დაგეხმარებით. ასეთ დროს მკურნალობის რადიკალური მეთოდი ოპერაციაა, თუმცა ჯერ უნდა გნახოთ ექიმმა.

  • ავტორი : მაია.

    მაქვს სრული გამოსული საშვილოსნო, რა გავაკეთო?

  • ავტორი : mmthospital

    მოგესალმებით, მობრძანდით კლინიკაში. უნდა დადგინდეს, როგორი ხარისხის არის დაწევა. საჭირო გამოკვლევის მერე გადავწყვეტთ, რა სახის მკურნალობა დაგჭირდებათ.

  • ავტორი : Londa

    Gamarjobat me var 30 wlis da exlaxan mitxra eqima sachvilosno gaqvs zalian daweuli da ra vqna ver gavigee ras mimartoò?