ანურია რენული 

რენული ანუ პარენქიმული ანურია გამოწვეულია თირკმლის პარენქიმის დაზიანებით.

რენული ანურიის მიზეზებია:

• პრერენული ანურიის შედეგები;
• მილაკშიდა ბლოკადა პიგმენტებით (მიოგლობინით _ ხანგრძლივად მიჭყლეტის სინდრომის დროს, ხანგრძლივი ასთმური სტატუსის, კომისა და სხვა შემთხვევების დროს; ჰემოგლობინით – ერითროციტების ჰემოლიზის (დაშლის) დროს), ცილოვანი ცილინდრებით (მიელომური ნეფროპათია, პარაპროტეინემია), შარდის მჟავას კრისტალებით, ოქსალატებით;
• თირკმლის ანთებითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი);
• თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება (სისტემური სკლეროდერმია, სისტემური ვასკულიტები, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის არტერიებისა და ვენების თრომბოზი და სხვა).

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: