ანურია პრერენული 

პრერენულ ანურიას ჰემოდინამიკურ ანურიასაც უწოდებენ. ის თირკმელთან სისხლის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება.

პრერენული ანურია განპირობებულია ჰიპოვოლემიით (სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით) ან არტერიული ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით). ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგების მკვეთრი გაღარიბებით იწვევს თირკმლის იშემიას. ამ უკანასკნელის გაღრმავებისას ვითარდება თირკმლის მილაკოვანი სისტემის ეპითელიუმის ნეკროზი (კვდომა), ამიტომ პრერენული ანურია შესაძლოა რენულში გადაიზარდოს.

პრერენულ ანურიას იწვევს:

  • გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის დაქვეითება (კარდიოგენული შოკი, გულის ტამპონადა, არითმია, გულის უკმარისობა, სისხლდენა);
  • სისტემური ვაზოდილატაცია ანუ სისხლძარღვთა გაფართოება (ენდოტოქსიკური შოკი სეფსისის დროს, ვაზოდილატაციური საშუალებების გამოყენება);
  • ქსოვილებში სითხის სეკვესტრაცია (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
  • ორგანიზმის გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის (დიარეის), შარდმდენი (დიურეზული) და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისა და დამწვრობის დროს.
გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: