ანურია პოსტრენული 

პოსტრენული ანურია ობსტრუქციული ანურიის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის შარდის გადაადგილების მწვავე დარღვევის შედეგია.

პოსტრენული ანურია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლის მწვავე დარღვევაა. ის შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის ოკლუზიის (დახშობის) შედეგია.

პოსტრენული ანურიის განვითარებისთვის  ხშირად საკმარისია ცალმხრივი ობსტრუქცია. მეორე თირკმელში ამ დროს რეფლექსურად აღმოცენდება აფერენტული ვაზოკონსტრიქცია (სისხლძარღვთა შევიწროება) და ვითარდება ანურია.

პოსტრენული ანურიის მიზეზებია:

  • შარდკენჭოვანი დაავადება, უპირატესად – შარდსაწვეთში კენჭების არსებობით;
  • საშარდე გზებზე გარეგანი ზეწოლა რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროს;
  • საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე.
გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: