პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში – ქართველი მეცნიერი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე საკუთარ ინოვაციას წარადგენს

სან-ფრანცისკოში 2018 წლის 18 მაისს გაიხსნება და 21 მაისამდე გასტანს ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი, რომელზეც, პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში, თავისი ინოვაციური მეთოდის წარსადგენად მიწვეულია ქართველი ექიმი, ონკოუროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი. შარდის ბუშტის კიბოს დროს მის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია –   ნერვშემნახველი ცისტოპროსტატექტომია და ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება – მსოფლიო უროლოგთა ყურადღების ქვეშ მოექცა და ამ ოპერაციის ვიდეოჩვენება ამერიკის უროლოგთა კონგრესზე 19 მაისს გაიმართება.

ოპერაციის ინოვაციურმა ტექნიკამ კონგრესზე წარდგენამდე ონკოუროლოგიის ექსპერტთა საკმაოდ მკაცრი კონტროლი გაიარა და შეფასდა, როგორც ახალი სტანდარტი ონკოქირურგიაში. სწორედ ამ სიახლეს გაეცნობიან 19 მაისს მსოფლიოს უროლოგები.

გურამ ქარაზანაშვილი უკვე გაემგზავრა ამერიკაში. ეს არის ქართული მედიცინის და ონკოუროლოგიის დიდი გამარჯვება მსოფლიო ასპარეზზე.

 

 

 

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: