თირკმლის კენჭების დაშლა

თირკმლის კენჭების დაშლის უახლესი მეთოდები MMT ჰოსპიტალში

თირკმლის კენჭის დაშლის უახლეს მეთოდებზე გვესაუბრება MMT-ჰოსპიტლის წამყვანი სპეციალისტი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი: 

კენჭის დაშლის ორი ძირითადი ხერხი არსებობს:

  • როდესაც შარდსაწვეთში იშლება კენჭი და
  • მეორე, როცა თირკმელში ვხვდებით კანის გავლით.

⚪ ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რა ტიპის პათოლოგიაა კენჭი თირკმელში და რა მეთოდები არსებობს ამ პათოლოგიის სამკურნალოდ.

 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : ხვიჩა

    მაწუხებს პროსტატა,ბატონი გურამთან თუ არის შესაძლებელი მკურნალობა

    • ავტორი : mmthospital

      ბატონო ხვიჩა, ბატონი გურამი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე გახლავთ მიწვეული და 2 ივნისს იქნება თბილისში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ასისტენტს და ჩაეწეროთ ვიზიტზე 571311155 ნათია.
      თუ პრობლემა მწვავეა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და სხვა უროლოგი დაგეხმარებათ. ლუბლიანას ქ 5 მე-9 სართული (ჰოსპიტალ დიღომის საავადმყოფოთა კლასტერის შენობა)

  • ავტორი : Shura

    Mogesalmebit sasharde milshi maqvs 15m iani qva sashinel mdomareobashi var .upulobis gamo ver viketeb operacias .ikneb rame tabletebi arsebobs rom moxdes misi dashla zalian gtxovt mirchiet rame.ugrmesi madloba cinascar

    • ავტორი : mmthospital

      ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ უფასო კონსულტაცია უროლოგთან. თუ დაგჭირდათ ოპერაცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს კლინიკაში.

  • ავტორი : gulnazi.

    maqvs marjvena tirkmlis zemo fialashi kista 7- 8 mm. rogor sheizleba vukurnalo 2 celia zomashi ar izrdeba, ras mirchevdit. madlobt var 59 clis.

    • ავტორი : mmthospital

      ქალბატონო გულნაზი, 7-8 მმ კისტა არ გახლავთ დიდი ზომის, საჭიროა დააკვირდეთ დინამიკაში, ყოველ 6 თვეში გაიკეთეთ ექოსკოპია, თუ კისტა არ იზრდება არ საჭიროებს მკურნალობას, თუ დაიწყებს ზრდას, მოგვმართეთ.

  • ავტორი : იური კორძაძე -ვანი

    მაქვს თირკმელშიქვა 20 მმ-ზე მეტი.უკვე 30 წელია.როგორც მეუბნებიან თირკმლის მენჯზე.დაშლა არ შეიძლებაო,რადგან შეგუბებას გამოიწვევს და აზოტი განვითარდებაო.მაინტერესებს თქვენს კლინიკაში თუ არის შესაძლებელი მკურნალობა.ვარ 68 წლის.შეტევები არა მაქვს.ხანდახან ამტკივდება და ბანალგინს დავლევ ან ნემსს ვიკეთებ.

    • ავტორი : mmthospital

      მოგესალმებით, ბატონო იური. ჩვენთან თირკმლის კენჭოვან დაავადებას თანამედროვე მეთოდებით ვმკურნალობთ. დიდი ზომის კენჭი, რომელიც ხანგრძლივად არის მენჯში, აზიანებს თირკმლის ქსოვილებს და დროთა განმავლობაში გარკვეულ გართულებებს გამოიწვევს. ამიტომ აჯობებს მობრძანდეთ და საჭირო გამოკვლევების შემდეგ დავგეგმოთ მკურნალობა.