რაც კი სიკეთე დაგითესიათ, ერთი ათასად მოგმადლოთ ღმერთმა!

ბატონებო და ქალბატონებო, ამ პოსტით მინდა მხურვალე მადლობა გადავუხადო თბილისის მ.მ.ტ. ჰოსპიტალის მთელ სამედიცინო პერსონალს, ექთნებს თეონას, მარიამს, თინათინს, სანიტრებს, ექიმებს ვასიკო დავითაიას, ლაშა მჭედლიშვილს, მამუკას, განსაკუთრებით მინდა მარჯვენა დავულოცო ჩემს მკურნალ ექიმს ბ-ნ გრიგოლ(გია) კალანდიას, რომელმაც ურთულესი ოპერაცია ჩამიტარა და დღესაც არ მაკლებს ყურადღებას, აი ნამდვილი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია დიდი , ადამიანური გული. კიდევ ერთხელ მხურვალე მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ! 

აქ ზრუნვა დამხვდა მე იმთავითვე,

ღიმილი, სულის გამათბობელი,

აქედან ისე როგორ წავიდე,

არ გითხრათ გულით სამადლობელი;

არ დავულოცო ქვეყნად გაჩენა,

ჩვენზე ზრუნვაში ღამენათევებს,

და არ შევუქო ოქროს მარჯვენა

თეთრხალათიან ლამაზ ქართველებს;

ვინც დასდგომია ჩვენს ჯანმრთელობას,

ხმალამოღებულ, ერთგულ ქომაგად,

ვინც კი ნასისხლარ იარას მოგბანს,

ისე, ვით დედა თავის მონაგარს;

დღეს სიტყვა თქვენთვის ამილესია,

მადლიერებით დღეს გული ფეთქავს,

რაც კი სიკეთე დაგითესიათ,

ერთი ათასად მოგმადლოთ ღმერთმა.

ალექსანდრე მიქაბერიძე

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: