ჩემი დიდი მადლიერება თითოეულ თქვენგანს!

Nino Sakalidou

შორეული საბერძნეთიდან ვესტუმრე საქართველოს რათა მიმეხედა ჯანმრთელობისთვის. აგვისტოს თვეში ჩამიტარდა ლაპაროსკოპიით საშვილოსნოს ოპერაცია. ჩემი მკურნალი ექიმი იყო ქ. ირმა ბერძნიშვილი (ძალიან თბილი და კარგი გინეკოლოგი),ქირურგი ბ. დავით ყარსიმაშვილი ( უზომოდ ნიჭიერი ქურურგ ონკოლოგი). მათ პროფესიონალიზმზე დიდხანს ვისაუბრებდი. მადლობის სიტყვები ძალიან მწირეა იმასთან, რასაც ისინი იმსახურებენ. ყველა ამ კლინიკის თანამშრომლები არიან ღირსეულნი, დაწყებული მისაღებიდან დამთავრებული პალატაში მომსახურე პერსონსლით. უღრმეს მადლობას ვუხდი ბ. კობას ,მისი მზრუნვრლობისთვის ,იმ ჩემს ტკივილს რომ მიმსუბუქებდა შეძლებისდაგვარად გემრიელი მომსახურებით. მადლობა ჩემს ზურა ხუციშვილს , მარტო მისი განწყობილება მამხნევებდა და მაძლევდა იმედს რომ ყველა პრობლემას უკან მოვიტოვებდი. მართლაც ასე მოხდა. ღმერთმა ყველას გაშოროთ მაგრამ თუ მაინც დაგჭირდათ , ენდეთ მათ .გინეკოლოგიაში და უროლოგიაში ბადალი არ ყავთ. ჩემი დიდი მადლიერება თითოეულ თქვენგანს!!!!!!

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: