მამაკაცის კლიმაქსი

ანდროპაუზა – მამაკაცური კლიმაქსი

სისხლძარღვების დოპლე-როგრაფია და სხვა პარამეტრების გამოკვლევა ნათელს მოჰფენს, წამოგეწიათ თუ არა კლიმაქსი. ნუ გაგიკვირდებათ – კლიმაქსი დიდი ხანია აღარ ითვლება წმინდა ქალურ პრობლემად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებს მდგომარეობას, როდესაც

მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების გამომუშავება იკლებს. მამაკაცთა დაახლოებით მესამედს 50 წლის შემდეგ აღენი-შნება ამ მდგომარეობის კლასიკური სიმპტომები: ჭარბი ოფლიანობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და სხვა. მთავარი მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. ტესტოსტერონი არა მარტო სურვილის ინდიკატორია, რომელიც მამაკაცის ლიბიდოს განაპირობებს, არამედ ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამიტომ მისი გამომუშავების დაქვეითება პათოლოგიურ პროცესში სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას ითრევს.

არსებობს თუ არა წამალი მამაკაცების ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ?

დასავლელი უროლოგები ამტკიცებენ, რომ ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპიის წყალობით 80 წლის მამაკაცსაც შეუძლია, თავი 40 წლისად იგრძნოს. ტესტოსტერონის დეფიციტის დიაგნოსტიკის გამარტივებისთვის შექმნილია მრავალი ტესტ-ანკეტა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პოპულარული კითხვარი 9 კითხვას მოიცავს:

1. გრძნობთ თუ არა სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას?
2. უჩივით თუ არა ენერგიის ნაკლებობას?
3. უჩივით თუ არა ძალ-ღონისა და ამტანობის დაქვეითებას?
4. სიმაღლე ხომ არ მოგაკლდათ?
5.  ამჩნევთ თუ არა თავს სიცოცხლით ტკბობის სურვილის დაქვეითებას?
6. ხშირად გაწვებათ თუ არა კაეშანი?
7. სპორტულ ფორმას ხომ არ კარგავთ?
8. გრძნობთ თუ არა სადილის შემდეგ ძილის მოთხოვნილებას?
10. ბოლო დროს შრომის უნარი ხომ არ დაგიქვეითდათ?

დადებითი პასუხი პირველ ან ნებისმიერ სამ სხვა შეკითხვაზე გვაფიქრებინებს, რომ საქმე ტესტოსტერონის ნაკლოვანებასთან გვაქვს. სამწუხაროდ, მამაკაცთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რისი მაუწყებელია ეს სიმპტომები. ისინი უსიტყვოდ იტანენ უსიამოვნებებს და ნაადრევ სიბერეზე იწყებენ წუწუნს. საქმე მხოლოდ ლიბიდოსა და შრომის უნარის დაქვეითება როდია; ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნისა თუ სხვა დაავადებების განვითარების მექანიზმში. კლიმაქსი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარად უვლინდება, თუმცა დაკვირვება ცხადყოფს, რომ ცოლიან მამაკაცებში ის უფრო მსუბუქად და ხშირად შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობს. მარტოხელა მამაკაცები ამ სინდრომს უფრო მტკივნეულად განიცდიან და ძნელად იტანენ. პოტენცია მეტწილად თანდათან მცირდება, მაგრამ დასაშვებია სხვა ვარიანტებიც: ეგზალტაციური, როდესაც ეაკულაცია ჩქარდება და სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა მცირდება, და აჟიტირებულ-ნევრასთენიული, როდესაც სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებას თან სდევს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ემოციები. დღეს ცნობილია დიაგნოსტიკის მრავალი თანამედროვე მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც სისხლში სწრაფად და ხარისხიანად განსაზღვრავენ სასქესო ჰორმონების დონეს. ანდროგენების დეფიციტის შემთხვევაში კი  ჩანაცვლებით თერაპიას სასწაულის მოხდენა შეუძლია. მას შეუძლია, მამაკაცი დაუბრუნოს ნორმალურ ინტიმურ ცხოვრებას, გააახალგაზრდაოს და გააბედნიეროს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: