სისხლი შარდში

სისხლიანი შარდი

შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.

შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.

სისხლიანი შარდის გამომწვევი მიზეზებია:

შარდის ბუშტის ინფექციები (როგორიცაა ცისტიტი ) – რომელიც მოშარდვისას  წვის შეგრძნებას იწვევს  ;

თირკმლის ინფექცია  – რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა და მუცლის გვერდითა არეში ტკივილი;

თირკმლის კენჭები – შესაძლოა თირკმლიდან გამომავალი ერთ-ერთი მილი დაახშოს და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს;

შარდსადენის ანთება (ურეთრიტი) – ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაა გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ქლამიდია);

გადიდებული პროსტატის ჯირკვალი – ხანში შესულ მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა ამ პათოლოგიას პროსტატის სიმსივნესთან არაფერი აკავშირებს; გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდვის გაძნელებას და გახშირებას იწვევს;

შარდის ბუშტის სიმსივნე – პროსტატის სიმსივნის მსგავსად უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება. ახასიათებდეს გახშირებული  შარდვის სურვილი, რომელსაც ახლავს ტკივილი;

თირკმლის სიმსივნე – ეს ასევე 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს ემართებათ და შეიძლება ახასიათებდეს ნეკნების ქვემოთ მუდმივი ტკივილი, აგრეთვე გამონაზარდი მუცელში;

პროსტატის სიმსივნე – ჩვეულებრივ, უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ. სიმსივნე ძალიან ნელა პროგრესირებს; სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გახშირებულ და გაძლიერებულ მოთხოვნილებას და შარდის ბუშტის დაცლის გაძნელებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართოთ!

ნამდვილად არის თუ არა სისხლი შარდში?! შარდის წითლად შეფერვა შესაძლოა გარკვეული საკვების (მაგ: ჭარხალი) ან მედიკამენტების (მაგ: ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინი ან რიფამპიცინი) მიღებამაც გამოიწვიოს და ცრუ განგაშის საწინდარი გახდეს.

სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია თუ:

  • თუ 40 წელს გადაცილებული ხართ და საშარდე გზების ინფექციები და სისხლიანი შარდვა ხშირად გაწუხებთ;
  • თუ 50 წელს გადაცილებული ხართ და გამოკვლევისას შარდში აღმოჩნდა სისხლი, რომელიც არ ჩანდა შეუიარაღებელი თვალით;
  • თუ მუცლის არეში მასა (სავარაუდოდ სიმსივნური წარმონაქმნი) აღმოგაჩნდათ;
  • თუ შარდის ანალიზის გამოკვლევით უხილავი ჰემატურია დაგიდგინდათ, განსაკუთრებით თუ შარდი ცილასაც შეიცავს.

თუ შარდში კაშკაშა წითელი ფერის სისხლს შენიშნავთ, ან თუ შარდმა სისხლის წითელი უჯრედების გამო შეფერილობა შეიცვალა და მოწითალო ან მოყავისფრო გახდა, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

 

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: