გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი უზბეკეთში – MMT ჰოსპიტლის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო წარმატება

პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი უზბეკეთის ჯანდაცვის მინისტრის მიწვევით სტუმრად იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის სპეციალიზებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ სამედიცინო ცენტრში. დღეს ამ ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მან წაიკითხა ლექცია თემაზე: “რადიკალური ცისტექტომია: თანამედროვე შეხედულებები ავადმყოფთა მართვასა და ოპერაციის ტექნიკაზე”. ლექციაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოპერაციის ჩვენება, ტექნიკა, გართულებები და ავადმყოფთა ოპერაციისშემდგომი მართვა.

სამეცნიერო-ცენტრის ონკოუროლოგიურ განყოფილებაში პროფესორ ქარაზანაშვილის მიერ დღესვე ჩატარდა საჩვენებელი ოპერაცია რადიკალური ნერვშემნახველი ცისტექტომია.

გურამ ქარაზანაშვილის ვიზიტი უზბეკეთში ქართული ონკოუროლოგიის და MMT ჰოსპიტლის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო წარმატებაა.

წყარო

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: