ულტრაბგერითი კვლევის თანამედროვე აპარატი

ულტრაბგერითი გამოკვლევა არის ორგანოთა მდგომარეობის გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღებით. ულტრაბგერა, რომელიც გამოიყენება აპარატში, არ იწვევს დაზიანებებს, არის სრულიად უსაფრთხო, ამიტომ სარგებლობს დიდი პოპულარობით.

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში ულტრაბგერითი გამოკვლებები ტარდება ეფექტური და მაღალი ხარისხის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ექოსკოპიური მომსახურების ყველაზე ფართო სპექტრს
მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა ( სანაღვლე გზები, ელენთა, ღვიძლი, პანკრეასი);
საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა (თირკმელი და შარდის ბუშტი)
პროსტატის ტრანსაბდომინალური და ტრანსრექტური ექოსკოპია;
საშვილოსნოს ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ექოსკოპია;
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია;
სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია;
რბილი ქსოვილების ექოსკოპია;
ასოს ექოსკოპია;
ექოკარდიოგრაფია.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: