> "> ოპერაცია+სხივური თერაპია შორსწასული პროსტატის კიბოს დროს უკეთეს შედეგს იძლევა • MMT ჰოსპიტალი

ტეგები: , , , ,

ოპერაცია+სხივური თერაპია შორსწასული პროსტატის კიბოს დროს უკეთეს შედეგს იძლევა

ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლოკალური და შორსწასული პროსტატის კიბოს პირველადი თერაპია რადიკალური პროსტატექტომიით და ადიუვანტური სხივური თერაპიით დაკავშირებულია კიბოთი სიკვდილიანობის ნაკლებ რისკებთან და საერთო გადარჩენადობის ზრდასთან, შედარებით პირველად თერაპიასთან, რომელიც მოიცავს სხივურ თერაპიას და ანდროგენულ დეპრივაციას.

 

თუმცა რადიკალური პროსტატექტომია და ადიუვანტური სხივური თერაპია ერექციული დისფუნქციისა და შარდის შეუკავებლობის უფრო მაღალ რისკებს უკავშირდება.

 

ნიუ-ჯერსის კიბოს ინსტიტუტის მკვლევარებმა – მედიცინის დოქტორმა თომას ჯანგმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა 65 და მეტი წლის 13 856 მამაკაცზე, რომელთაც ლოკალური და შორს წასული პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

 

14,6 წლიანი დაკვირვებისას 2189 სიკვდილი დაფიქსირდა. მათგან 702 პროსტატის კიბოს უკავშირდებოდა.

სიმსივნის სტადიის და გლისონის შეფასების მიუხედავად, პროსტატის კიბოს სპეციფიკური  10-წლიანი გადარჩენადობა და ზოგადი 10-წლიანი გადარჩენადობა უფრო მაღალი იყო რადიკალური პროსტატექტომია პლუს სხივური თერაპიის დროს RT-XRT , ვიდრე სხივური თერაპია პლუს ანდროგენული დეპრივაციის XRT-ADT დროს. ამის შესახებ ექიმ ჯანგის გუნდმა ონლაინ რეჟიმში გამოაქვეყნა ჟურნალ Cancer-ში დაბეჭდვამდე.

 

მაგალითად, პაციენტებში პროსტატის კიბოს დიაგნოზით T3a-bN0-XM0 პროსტატის კიბოს სპეციფიკური  10-წლიანი გადარჩენადობა იყო 88,9% ჯგუფში RT-XRT, ხოლო ჯგუფში XRT-ADT იყო 74,2%. ზოგადი 10-წლიანი გადარჩენადობა შესაბამისად 64,2% და 48,3%.

ჯგუფში RT-XRT აღინიშნა ერექციული დისფუნქციის უფრო მაღალი მაჩვენებელი (28% -20% -ის წინააღმდეგ) და შარდის შეუკავებლობის მაღალი პროცენტი (49% – 19% -ის წინააღმდეგ).

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათი დასკვნების ინტერპრეტირება კვლევის ფარგლებში – შეზღუდულად უნდა მოხდეს. შედეგებზე გავლენა შეეძლო მოეხდინა აგრეთვე ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, დასხივების დოზას და სხვა.

 

წყარო: https://www.renalandurologynews.com/

MMT ჰოსპიტალი ერთ-ერთი მოწინავე გამოცდილების კლინიკაა, რომელიც ამ დასავლური რეკომენდაციებით მკურნალობს პროსტატის კიბოს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.

MMT ჰოსპიტალი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი!

დარეკეთ:  032 2 23 40 23 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: