> "> კვლევის შედეგები – ცისტიტის მორიგ გამწვავებებს სითხის მეტი რაოდენობით მიღება აგაცილებთ თავიდან • MMT ჰოსპიტალი

ტეგები: , , , ,

კვლევის შედეგები – ცისტიტის მორიგ გამწვავებებს სითხის მეტი რაოდენობით მიღება აგაცილებთ თავიდან

ახალი გამოკვლევით დადგინდა, რომ მეტი რაოდენობით წყლის სმა მორეციდივე ცისტიტისგან იცავს პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად მცირე რაოდენობით წყალს სვამდნენ.

 

„მომატებულ ჰიდრატაციას ხშირად ურჩევდნენ პროფილაქტიკისათვის ქალებს, როემლთაც მორეციდივე ცისტიტი ჰქონდათ, თუმცა ახალი კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანია“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

კვლევაში ჩართული იყო მორეციდივე ცისტიტის მქონე (3 ან მეტი ეპიზოდით ბოლო წლის განმავლობაში) 140 ჯანმრთელი ქალი (საშუალო ასაკი 35,7 წელი), რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ყოველდღიურად 1,5 ლ-ზე ნაკლებ სითხეს იღებდნენ. მკვლევარები კვლევის მონაწილეებს შემთხვევითობის წესით უნიშნავდნენ დღეში დამატებით 1,5 ლიტრი სითხის მიღებას, იმ ჩვეული რაოდენობის გარდა, რასაც მანამდე სვამდნენ (ამ საკვლევ ჯგუფს წყლის ჯგუფი ვუწოდოთ) ან არ მიეღოთ დამატებითი სითხე (საკონტროლო ჯგუფი) 12 თვის განმავლობაში. თითოეულ ჯგუფში იყო 70 მონაწილე.

 

12 თვის განმავლობაში ცისტიტის ეპიზოდების საშუალო მაჩვენებელი წყლის ჯგუფში 1,7 იყო, ხოლო საკონტროლო ჯგუფში – 3,2 – ამის შესახებ ჟურნალ JAMA Internal Medicine-ში იტყობინებიან მაიამის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ტომას ჰუტონი და მისი კოლეგები.

წყლის ჯგუფში სულ გამწვავების 111 ეპიზოდი აღინიშნა, საკონტროლოში კი – 216.

 

გარდა ამისა, ცისტიტის ეპიზოდების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიმიკრობული სქემების საშუალო რაოდენობა წყლის ჯგუფში იყო 1,9 საკონტროლოში – 3,6. დროის საშუალო ინტერვალი ცისტიტის ეპიზოდებს შორის წყლის ჯგუფში იყო 142,8 დღე, ხოლო საკონტროლოში – 84,4. ყველა განსხვავება ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი იყო.

 

„ჩვენი მონაცემები ადასტურებს მოხმარებული წყლის რაოდენობის გაზრდის უპირატესობას მორეციდივე ცისტიტის რისკის შესამცირებლად ქალებში, რომლებსაც ხშირი გამწვავების ეპიზოდები აქვთ და რომლებიც მცირე რაოდენობით წყალს სვამენ“, – აღნიშნავს ექიმ ჰუტონის ჯგუფი.

 

ავტორები ამბობენ, რომ არ არსებობს გამოქვეყნებული მონაცემები სასარდე გზების მორეციდივე ინფექციის მქონე ქალებზე, რომლებიც წყალს არასაკმარისი რაოდენობით სვამენ. „ამის მიუხედავად, ექიმებს ეძლევათ რეკომენდაცია, ურჩიონ მორეციდივე ცისტიტის მქონე ჯანმრთელ ქალებს, მიიღონ მეტი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, ვინც ყოველდღიურად 1,5 ლიტრზე ნაკლებ სითხეს იღებს. სითხის მოხმარების გაზრდა არის ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების სტრატეგიის უსაფრთხო და იაფი ალტერნატივა“.

წყარო: https://www.renalandurologynews.com/

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ მორეციდივე ცისტიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: