გურამ ქანაზანაშვილის ორგანიზებით თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება მთლიადან მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიც არის შორს წასული პროსტატის კიბო. შეხვედრაზე ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უროლოგებმა და ონკოლოგებმა შორს წასული პროსტატის კიბოს განკურნების გზებზე იმსჯელეს.
სიმპოზიუმი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სამ დღეს გასტანა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეცა საშუალება მიეღო ინფორმაცია იმ უახლესი ტენდენციებისა და მეთოდების შეახებ, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტები აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლისთვის იყენებენ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორის, მედინიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და MMT ჰოსპიტალის დამფუძნებლის – გურამ ქანაზანაშვილის განმარტებით სიმპოზიუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან სწორედ აღნიშნული სიმპოზიუმის ფორმატში განხილული იქნა ის თანამედროვე ტენდენციები პროსტატის შორს წასული კიბოს მკურნალობაში რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ამ ეტაპზე არის განვითარებული. 

  

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: